კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალერგიის დროს და დაბალი ჰემოგლობინის ასამაღლებლად საუკეთესოა მჟაუნა

ალერგიის დროს და დაბალი ჰემოგლობინის ასამაღლებლად საუკეთესოა მჟაუნა 

მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლის დენის შემაჩერებელი თვისებები.

* მჟაუნა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.

* ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთი. გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

* ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ, უმჯობესია ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

* ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.

* მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.

* თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

* ალერგიის დროს კი, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.

როგორ დავამარცხოთ ადვილად გაზაფხულზე დეპრესია, მოვიხსნათ დაძაბულობა და სტრესი

ძალიან აქტიური ადამიანებიც კი გაზაფხულზე მოთენთილობას გრძნობენ, მუდმივად ძილის შეგრძნება და აპათია აწუხებთ, სწრაფად იღლებიან. ეს ყოველივე ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობის გამო ხდება, რომლის გამოსამუშავებლად აუცილებელია: სწორი დღის რეჟიმი, მზის სინათლე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორგანიზმი ამ მდგომარეობის კომპენსაციას ცდილობს და დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს. ამის გამო კი, ხშირად გინდებათ ტკბილეული – შოკოლადი, ნამცხვარი, კანფეტი, ათასგვარი სასუსნავი. ეს კი თავის მხრივ, გასუქებას იწვევს.

გაზაფხულის დეპრესიის დასაძლევად, პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა ძილის სწორი რეჟიმი. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით და ძილის ხანგრძლივობა წელიწადის სხვა დროსთან შედარებით ერთი საათით შეამცირეთ. თუ გარკვეული მიზეზების გამო, უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ ეთერზეთებიანი თბილი აბაზანა მიიღეთ, საწოლ ოთახში კი ვარდის სურნელოვანი სანთელი აანთეთ.

მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სეირნობაც. ფიზიკური ვარჯიში კი გამოფხიზლებასა და სხეულის წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით მოთენთილობას ადვილად დაამარცხებთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული ჭამოთ და ერიდოთ მძიმე და კალორიული კერძების მიღებას. ერთადერთი გამონაკლისი, ამ დროს შოკოლადია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და გუნება-განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. უმჯობესია, ჭამოთ შავი შოკოლადი, რადგან თეთრი შოკოლადი ამ თვისებას მოკლებულია. აგრეთვე, ეცადეთ ხშირად გამონახოთ დრო დასვენებისა და ისეთ ხალხთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ. ეს დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.

 

კიტრი სასარგებლოა მაღალი და დაბალი არტერიული წნევის დროს

კიტრი შეიცავს დაახლოებით 40 პროცენტამდე კალიუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 7 პროცენტამდე ქლორს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაა. კიტრი საუკეთესო სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. კერძოდ, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს.

კიტრისა და სტაფილოს წვენის ნარევი კარგად მოქმედებს რევმატიულ დაავადებაზე, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შარდის მჟავის არსებობის დროს. კიტრისა და სტაფილოს წვენს დაუმატეთ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენი და ამით გააძლიერეთ მისი ეფექტი.

კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, კიტრი სასარგებლოა მაღალი და დაბალი არტერიული წნევის დროს. კიტრის წვენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კბილებისა და ფრჩხილების დაზიანების დროსაც. თმაზე მისი გადავლება კი თმის ცვენას აჩერებს.

მიოკარდიუმის დროს კიტრის წვენის სმა შეუცვლელია. ის ასევე, ამშვიდებს ნერვებს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. დალიეთ ყოველდღე 100 მილილიტრი კიტრის წვენი. შეგიძლიათ, მას თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ვაშლის, პომიდვრის ან მოცხარის წვენი, რომ მისი სამკურნალო თვისებები კიდევ უფრო გააძლიეროთ.

 

მოიწესრიგეთ ძილის ხარისხი და აკონტროლეთ დაძინების დრო

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ძილის ნორმა მაინც ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს ნაკლები სძინავს, ზოგს მეტი. თუ იმაზე მეტი გძინავთ, ვიდრე საჭიროა, მაშინ ძილისთვის განკუთვნილი დრო უნდა შეამციროთ. ძილი არაერთგვაროვანია და რამდენიმე ფაზისგან შედგება. გარდამავალ პერიოდში, ანუ პირველ სტადიაში უჯრედების ერთ ნაწილს სძინავს, მეორეს ჯერ კიდევ არა. ზედაპირული ძილი მეორე სტადიას განეკუთვნება. მესამე სტადიას ღრმა ძილი, ანუ დელტა-ძილი ეწოდება. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს. ძილის ხარისხი დამოკიდებულია აღნიშნული ფაზების სწორ თანაფარდობაზე. თავის მხრივ, რაც უფრო კარგია ძილი, მით უფრო ხანმოკლეა.

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი, ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

* სისხლში ნახშირწყლებისა და ცხიმების მომატებული რაოდენობა არღვევს დელტა-ძილის ფაზის თანაფარდობას. ამიტომ, ვახშამი, ძირითადად, ცილების შემცველი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ასეთია: უცხიმო ხაჭო, პური, შემწვარი თევზი, ბოსტნეული, კანგაცლილი შემწვარი წიწილა, ბრინჯი და ასე შემდეგ. ცილების გადამუშავება დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, დაძინებამდე არ მოგშივდებათ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია. შიმშილის გრძნობა ჩაძინების პროცესს აფერხებს და ძილი ზედაპირული ხდება.

* კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების დაჭიმულობას, რასაც შედეგად „ცუდი ძილი“ მოჰყვება. ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის ძილის ხანგრძლივობას.

* რკინის ნაკლებობა ახანგრძლივებს ძილის პროცესს და ასევე, ხელს უწყობს ხშირ გამოღვიძებას.

* B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ჩვეულებრივ, აღენიშნებათ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მწეველებს და მათ, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, არღვევს ძილის ნორმალურ რიტმს. გამოსავალი კი მხოლოდ ვიტამინების მიღებაა.

*  რეგულარული ფიზიკური დატვირთვის შედეგად მცირდება ძილის საერთო ხანგრძლივობა და ძილისადმი მოთხოვნა.

*  თუ ოთახის ტემპერატურა 24 გრადუსზე მაღალია, ძილი უარესდება და დელტა-ძილის თანაფარდობის დარღვევის გამო, ხანგრძლივდება. ნორმალური ძილისთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18 გრადუსია.

*  თუ ცოლ-ქმარს ერთად სძინავს, მათი დელტა-ძილის ხარისხის პერიოდი მცირდება. საქმე ისაა, რომ ყოველ ასეთ პერიოდს წინ უნდა უძღოდეს ათწუთიანი მშვიდი ძილის პერიოდი. თუ ამ პერიოდში ერთი პარტნიორი მოძრაობას იწყებს და მეორეს აღვიძებს, მაშინ ათვლა თავიდან იწყება.

*  ღამით თბილი და არა ცხელი აბაზანა ნერვულ სისტემაზე არა მხოლოდ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, რაც დაძინების პროცესს უწყობს ხელს, არამედ ძილის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. განსაკუთრებით კარგია, თუ აბაზანაში წიწვოვანთა ექსტრაქტის რამდენიმე წვეთს ჩაამატებთ.

ნორმალურია, რომ დაწოლიდან ათ წუთში დაიძინოთ. თუ ასე არ ხდება, ესე იგი, ორგანიზმს ძილი არ უნდა, ან რაღაც უშლის ხელს. ყველა შემთხვევაში, საუკეთესო საშუალებაა, ადგეთ და რამე საქმე წამოიწყოთ, ვიდრე ფიქრებში წახვიდეთ და ნერვული სისტემა დაიზიანოთ.

 

გაიჯანსაღეთ ორგანიზმი რაციონში ხორბალის და მცირე დოზით არყის შეტანით

მარცვლოვანი კულტურები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს შეიცავს, რომლებიც ააქტიურებს უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.

კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღვივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ, დაფქვით და გადაწურეთ. დაამატეთ შაქარი ან მარილი გემოვნებით, ასევე, შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.

აგრეთვე, სასარგებლოა გარკვეული ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას. ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

 

როდის არის აუცილებელი ჭარხლის წვენის სმა

ჭარხლის წვენი ძალიან მარგებელია. ის უზრუნველყოფს ერითროციტების, ანუ, სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

კლიმაქსურ პერიოდში ქალებისთვის ჭარხლის წვენი აუცილებელია. გირჩევთ, ამ დროს, ჰორმონული პრეპარატების ნაცვლად, ახალგამოწურული ჭარხლის წვენი სვათ.

ჭარხლის წვენი ორგანიზმს, ასევე, ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან პათოლოგიები აღენიშნება.

წითელი ჭარხლის წვენი შეიცავს იმდენ კალიუმს, რაც ორგანიზმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია; ასევე, შეიცავს ქლორს, რომელიც ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს, ორგანიზმის ლიმფურ სისტემას ასტიმულირებს.

скачать dle 11.3