კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისეთი ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცეთ?

პასუხი: ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, სადმე მიწაში დაფლათ ან შესაფერის ადგილზე დაწვათ. ამით თქვენი მიცვალებულის ხსოვნას არანაირი ზიანი არ მიადგება.

კითხვა: ბოლო დროს ხშირად მინახავს ისეთი საფლავები, სადაც ქვაზე მიცვალებულის სურათი არ არის გაკეთებული. ქრისტიანობას ეწინააღმდეგება თუ არა საფლავის ქვაზე სურათის დახატვა?

პასუხი: უძველესი ქრისტიანები საფლავებზე სურათებს არ აკეთებდნენ. მათი რწმენის გამოხატვა საფლავის ჯვრით შემკობა გახლდათ. სურათები მოგვაიანებით გაჩნდა საფლავებზე და მას ეკლესიურ კანონიკასთან არაფერი აქვს საერთო. თუმცა ეკლესია ამას არ კრძალავს და თუ გსურთ, გააკეთეთ სურათი საფლავზე.

კითხვა: ცნობილია, რომ იერუსალიმსა და თბილისში ერთი და იმავე დასახელების წმინდა ადგილები არსებობს. ეს რამ განაპირობა?

პასუხი: დიახ, თბილისში მართლაც არის იმ დასახელების წმინდა ადგილები, რაც იერუსალიმში: ელიას მთა, ბეთლემი, სიონი და სხვა. როდესაც საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველმა კაცმა ქრისტე მიიღო, ასეთი სახელწოდებებიც თანდათან ჩამოყალიბდა. ქართველ კაცს უნდოდა, ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო, მისი საყვარელი ქალაქი დამსგავსებოდა წმიდა ადგილს. ეს იმაზე მიუთითებს, თუ როგორი სათნოებით, სიყვარულით მიიღო ქართველმა ქრისტე და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რაც ღრმად აღიბეჭდა ერის ცნობიერებაში და გამოხატვა ამ სახით ჰპოვა. ეს უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია და არა ამპარტავნების.

скачать dle 11.3