კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს ერთმანეთი ნათლიამ და ნათლულმა და ვის ეძებენ ზესტაფონის რაიონის კვალითის დასახლებაში

54 წლის მაია აკაკის ასული მიროტაძე ეძებს დაახლოებით 65-70 წლის მერი ბუაძეს (მეუღლის გვარი – ლომსაძე).

ისტორია: ვეძებ ნათლიაჩემს – მერი ბუაძეს (მეუღლის გვარი – ლომსაძე), ის დაახლოებით 65-70 წლამდე უნდა იყოს. სამწუხაროდ, მერის ზუსტი ასაკი არ მახსოვს. უკვე 20 წელია, რაც მასთან კავშირი აღარ მაქვს. ძალიან მინდა მისი მოძებნა და ნახვა. როგორც მახსოვს, ბოლოს მერი ბუაძე ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ცხოვრობდა. ამჟამად მე ჭიათურაში ვიმყოფები და აქედან გიკავშირდებით.

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ნათლულმა და ნათლიამ?

– მერი ბუაძემ 1978 წელს მომნათლა. ის ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო. მოხდა ისე, რომ 20 წელია, ნათლიასთან კავშირი არ მაქვს და ეს ძალიან მადარდებს. მინდა ვიცოდე, როგორ არის. მისი ბოლო საცხოვრებელი მისამართი ზესტაფონის რაიონის კვალითის დასახლება იყო. როგორც მახსოვს, ის საცხოვრებლად კორპუსის ბინაში გადავიდა. ზუსტი მისამართი არ ვიცი და ამის გამო ვერ ვუკავშირდები. წლებია უკვე, რაც ჩვენ ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცით. მერის ორი ვაჟიშვილი ჰყავს: ზაზა და ბაჩუკი. ვიცი, რომ მერის რძალს ქეთინო ჰქვია. ქეთინო ბაჩუკის მეუღლეა. არ არის გამორიცხული, რომ ნათლიაჩემი დღემდე ზესტაფონში ცხოვრობს. იმედი მაქვს, ვინმე წაიკითხავს თქვენს სტატიას და ნათლიას ვიპოვი. მისი ფოტო არ გამაჩნია, ჩემს ფოტოს კი ვერ გიგზავნით, რადგან აქედან ამის საშუალება არ მაქვს. თავად მე თბილისში ვარ გათხოვილი და იქ ვცხოვრობ, მაგრამ ამჟამად დედაჩემთან, ჭიათურაში ვიმყოფები.

– აგვიწერეთ თქვენი ნათლია.

– ახალგაზრდობაში ის იყო ძალიან ლამაზი ქალი, მრგვალი პირისახის, ხორბლისფერი კანით, ფერხორციანი, საშუალო სიმაღლის. ამჟამად ის ასაკშია და, ალბათ, ცოტა შეიცვლებოდა. ვფიქრობ, მას ჩემი სურათიც რომ ენახა, უცებ ვერ მიცნობდა, რადგან მთელი ოცი წელი ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს.

– აქამდე თუ ეძებდით ნათლიას? მისი მოძებნა რამ გადაგაწყვეტინათ?

– თითქმის ყველა საეკლესიო დღესასწაულზე მახსენდება მერი. მინდა, მასთან კავშირი მქონდეს. ნათლია ქრისტიანი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. მარტომ მერის მოძებნა ვერ მოვახერხე და, როდესაც სრულიად შემთხვევით გადავაწყდი თქვენს რუბრიკას, მისი პოვნის იმედი გამიჩნდა. გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით. ვიცი, რომ უკვე ბევრ ადამიანს აპოვნინეთ ერთმანეთი და მათ შორის ნათლიები და ნათლულებიც იქნებიან. იმედია, ამ ადამიანების რიცხვს მალე მეც შევემატები.

– თქვენი აზრით, მერი რა მიზეზით არ გიკავშირდებათ, მისამართი ხომ არ შეგიცვლიათ?

– არ ვიცი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს. შეიძლება, მას, უბრალოდ, დაავიწყდა ჩვენი მისამართი. თბილისში ჩემი მისამართი მისთვის უცნობი იყო, ჭიათურაში კი დედა ისევ იმ მისამართზე ცხოვრობს, რომელიც მერისთვის იყო ცნობილი. მისი პოვნის შემთხვევაში, გავარკვევ, რატომ არ დაგვკავშირებია ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ამის სერიოზული მიზეზი ექნებოდა. ყურადღებიანი და თბილი ადამიანია და ნათლულს ასე ადვილად არ დაივიწყებდა. შეიძლება, რაღაც პრობლემებმა გადაავიწყა მას ჩემი თავი.

– ნათლიის პოვნის შემთხვევაში, ერთმანეთთან შეხვედრას თუ აპირებთ?

– ძალიან მინდა მისი ნახვა და, თუკი ერთმანეთს ვიპოვით, აუცილებლად შევხვდები კიდეც. ნეტავი კარგად და ჯანმრთელად იყოს. დედა მგულშემატკივრობს, მასაც ძალიან უნდა მერიკოს პოვნა. ისღა დაგვრჩენია, ამის იმედი ვიქონიოთ და თქვენს ზარს დაველოდოთ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3