კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეთანხმება კაცი ქალის არჩევანს ბრმად და რას ნანობს მერე ის

მამაკაცები ხშირად იღებენ იმპულსურ, გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ქალს ეხება. ყველას არ შეუძლია, გონებით შეაფასოს მეორე სქესის წარმომადგენელი, თუკი ის ვნებიანი, სექსუალური და თამამია. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და ახერხებს მამაკაცებით მანიპულირებას. ფაქტია, რომ კაცები ამ ტიპის ქალებს უფრო ამჩნევენ, ვიდრე მოკრძალებულებსა და მორიდებულებს. მათ გამო კი ხშირად, ერთი შეხედვით სტაბილური ოჯახებიც ინგრევა.

მამაკაცი ბევრ შეცდომას თავისი სუსტი ხასიათის, უნებისყოფობის გამო უშვებს და უმრავლესობა ნანობს კიდეც, თუმცა, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღიარებს, რომ ცხოვრება შეგნებულად გაირთულა.

 

ვახო (34 წლის): ყმაწვილობისას არასდროს ვყოფილვარ „მოსეირნე“, როგორც ჩემი რამდენიმე მეგობარი. ისინი არც ერთ აფრიალებულ „იუბკას” არ გაუშვებდნენ ხელიდან, თუკი გამოუვიდოდათ რამე. ამას „გამარჯვებებს” ეძახდნენ და ქულებს იწერდნენ, რაზეც ძალიან მაგრად მეცინებოდა. არც არაფრად მიმაჩნდა მათი წარმატებები. არ მაინტერესებდა. ერთხელ ვთქვი, სიყვარულს ველოდები-მეთქი და მაგრად იხალისეს. ამის მერე ვდუმდი ხოლმე ამ თემაზე.

– რატომ? შეგრცხვათ?

– არა. სირცხვილი საერთოდ რა შუაშია. რა მჭირდა სამარცხვინო? უბრალოდ, ვერიდებოდი ისეთ კამათს მეგობრებთან, რომელიც აუცილებლად ჩხუბში გადაიზრდებოდა.

– მაშინ, გკითხავთ: მოგწონდათ თამამი, ძალიან აქტიური და გამომწვევი ქალები?

– მგონი, არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ამ ტიპის ქალები არ მოსწონდეს. სხვა საქმეა, როგორია მათ გვერდით ცხოვრება. ბუნებრივია, რთული იქნება და პრობლემური. წყნარი, მორიდებული ქალი ნაკლებად გიჩენს თავსატეხს, თუმცა, ვერ გხიბლავს და „დრაივი“ არ მოაქვს.

– მერე, ღირს  ჩიტი ბდღვნად? ანუ, ღირს „დრაივისთვის“ პრობლემების „აკიდება“? 

– სწორედ მაგაზე ვლაპარაკობ. თავიდანვე უნდა იცოდე, რაზე მიდიხარ. კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, თორემ, შეიძლება, ცხოვრება დაინგრიო. გართულებები რა სალაპარაკოა ჩემს შემთხვევაში, საქმე ლამის უბედურებამდე მივიდა. მარტივია, ფეხი დაგიცურდეს და ყველაფერი უკუღმა ამოტრიალდეს – ბევრი არაფერი სჭირდება ამას. კაცებზე რომ ამბობენ, თავით არ ფიქრობენო, ზოგჯერ ეს მართალია.

როგორც გითხარით, კაბებზე გამოკიდებულ-ჩამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ. სულ მეგონა, რომ ქალის გამო არ ავმჩატდებოდი და ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებდი. ვიფიქრე, ქალების გამოცვლით საკუთარ თავს ვერაფერს დავუმტკიცებ, ჯობია, ერთი მიყვარდეს და მასთან ვიპოვო ბედნიერება-მეთქი. რატომ მქონდა იმის ამბიცია, რომ მე განსაკუთრებული ვიყავი, თვითონაც არ ვიცი.

– კაცებს არ ახასიათებთ ასეთი ლირიკული გადახვევები, გაცილებით პრაგმატულები არიან.

– იმიტომ, რომ გამოცდილმა კაცმა ზუსტად იცის, რითაც მთავრდება ეს „ლირიკული გადახვევები.” ამიტომ, თავდაცვის მექანიზმი ერთვებათ და ემოციებს ახლოს არ უშვებენ. როცა პირველად შემიყვარდა, სულ სხვანაირად ვიქცეოდი – ყველაფერს ვითმენდი და ვპატიობდი, მას კი არანაირ კომპრომისზე არ უნდოდა წასვლა. საბოლოოდ, ისე დავშორდით, რომ საქმე ლოგინამდე არც მისულა, რასაც, ცხადია, აუცილებლად ქორწილი მოჰყვებოდა.

– რატომ გგონიათ ასე?

–  ტიპაჟი იყო ასეთი, სხვანაირად არ დამთავრდებოდა ჩვენი ინტიმური სიახლოვე.

– მაგის გაცნობიერებამ ხომ არ გიბიძგათ დაშორებისკენ?

– არა. მიყვარდა და ოჯახის შესაქმნელადაც მზად ვიყავი, მაგრამ დამღალა მუდმივმა კინკლაობამ, ცალმხრივმა კომპრომისებმა ჩემი მხრიდან. ან შეიძლება, გრძნობა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ ბრმად გადამედგა ნაბიჯი...

– ნაბიჯის ბრმად გადადგმა არ არის შემდგომში სინანულის, იმედგაცრუების მიზეზი?

– როგორ არ არის. მაგისი თქმა მინდა სწორედ, რომ იმპულსურობა, ქალზე „აცუნცრუკება-ამჩატება“ კაცებისთვის ცუდი შედეგებით მთავრდება.

– თქვენ როგორ გგონიათ, კაცი აკეთებს არჩევანს თუ ქალი?

– რა თქმა უნდა, ქალი და ნებისმიერ მამაკაცს დავენაძლევები ამაზე. ჩვენ მხოლოდ ილუზიას ვიქმნით, რომ ეს ჩვენი არჩევანია და ამით თითქოს თავს ვიმშვიდებთ, რეალურად კი ქალის არჩევნის მონები ვართ. ნებისმიერ მამაკაცს გაუჭირდება ამის აღიარება და, პრაქტიკულად, არც არავინ აღიარებს.

– თქვენ გამონაკლისი ხართ?

– ასე გამოდის, მაგრამ, განსაკუთრებულობაზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს. თუ ვინმე რამეს ისწავლის ჩემი მაგალითით, კარგია. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკუთარ მაგალითზეც ვერაფერს ვსწავლობთ. მოკლედ, გავიცანი ჩემი ბედისწერა – ლიკო. ასეთი ენერგიული ქალი არასოდეს მინახავს, ოღონდ მართლა. ქარიშხალი იყო, არაპროგნოზირებადი, უმართავი, გიჟი და გადარეული. თან, საოცრად სექსუალური და ვნებიანი. ეს ყველაფერი მის თვალებში ჩანდა და მაგნიტივით მიმიზიდა. თავი დავკარგე. არ მიკვირს, რაც მერე მოხდა. თქვენ მკითხეთ, უყვართ თუ არა კაცებს ვნებიანი, მაცდური ქალებიო – როგორ შეიძლება, ნორმალური, ჯანმრთელი კაცი გულგრილი დარჩეს ზევნებიანი ქალის მიმართ, რომელსაც პირველყოფილი ევას სილამაზე აქვს?!

– მე გკითხეთ, გარყვნილი ქალი თუ უყვარს-მეთქი კაცს.

– გააჩნია, რას ეძახით თქვენ გარყვნილებას. ცოტათი აღვირახსნილობა, დიახ, მომწონს, მაგრამ, მხოლოდ ჩემთან უნდა იყოს აღვირახსნილი. გესმით, ხომ?

– ცოტა გაუგებარია, რას ითხოვთ. თუ ქალს ხასიათში აქვს აღვირახსნილობა, ის სხვაგანაც ასე მოიქცევა, ხომ ასეა?

– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. შეუძლებელია, ადამიანი არ მიიღო ისეთი, როგორიც არის და სცადო მისი მორგება საკუთარ კომფორტსა და სურვილზე. მეც ეს შემეშალა. ისე კი, თავიდანვე უნდა დადო სასწორზე – რისი გაკეთება  გიღირს და რისი – არა. უნდა გადააფასო ღირებულებები და, იქნებ, სხვისთვის მიუღებელი შენთვის მისაღები აღმოჩნდეს. ბოდიში, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ზოგს ბოზი ცოლი ჰყავს და იტანს ამას, უფრო მეტიც – ბედნიერადაც კი გრძნობს თავს. ყველას თავისი შეხედულება და პრინციპები აქვს ცხოვრებაში. მე პრობლემა შემექმნა და ძალიან ბევრიც ვინერვიულე. ლიკო არ იყო ჩაციკლული საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ კარგადაც მიგებდა. თბილიც იყო, მოსიყვარულეც, მაგრამ პირდაპირ გამომიცხადა – ჰაერივით მჭირდება სხვა კაცების ყურადღება და მათთან ფლირტი. ვერც სახლში დავჯდები დიასახლისადო. თუმცა, ცოლად გამოყოლაზე უარს არ მეუბნებოდა.

– თუ ამ პირობებს დაუკმაყოფილებდით, ალბათ, იმ შემთხვევაში. 

– დიახ, რა თქმა უნდა. ისე ვიყავი მისით მოხიბლული, ვიფიქრე, იფლირტავოს, რა უნდა დააშავოს, ფლირტი ხომ ღალატი არ არის-მეთქი და მანდ შევცდი. მხიარული, ცოცხალი, კომუნიკაბელური და ნებისმიერი საზოგადოების სული და გული, მაშინვე ექცეოდა მამაკაცების ყურადღების ცენტრში. თვითონ მიდიოდა ფლირტზე პირველი და ისე კეკლუცობდა, ეჭვიანობით ვკვდებოდი. არ ადარდებდა, ამ ყველაფერს რომ ვხედავდი. ჩემი ქალი იყო და სხვას უღიმოდა. არ შემეძლო მის გარეშე, მაგრამ, მაინც ვეჩხუბებოდი და ვნერვიულობდი. ველაპარაკებოდი დაშორებაზე და, თითქმის მაშინვე, რამდენიმე წუთის შემდეგ, ვემუდარებოდი, არ წასულიყო ჩემგან. ეს რაღაც კოშმარს ჰგავდა, მოჯადოებულ წრეს, რომელსაც თავს ვერ ვაღწევდი.  სამი წელი გრძელდებოდა ეს ამბავი და თითქმის ყოველდღე მეორდებოდა ერთი და იგივე. ჩემი ცხოვრება მართლა თავდაყირა დადგა. საქმესაც ვეღარ ვაკეთებდი ნორმალურად. სულ იმას ვფიქრობდი, ნეტავი, ჩემი ცოლი ახლა ვის უცინის და ვის ეფლირტავება-მეთქი. გაგიჟებას აღარაფერი მაკლდა. სათვალავი ამერია, იმდენჯერ დააპირა ჩემგან წასვლა და მე არ გავუშვი. ისიც ვცადე, მეც გამება მსუბუქი რომანი სხვა ქალთან. გავაკეთე ის, რაც არ მინდოდა – ვუღალატე ცოლს, მაგრამ ამან არ მიშველა. ეჭვიანობას სინდისის ქენჯნაც დაემატა და უფრო დავამძიმე სიტუაცია. მივხვდი, რომ ცუდად მოვიქეცი, ძალიან ცუდად. მინდოდა, ცოლისთვის მომეყოლა და პატიება მეთხოვა, მაგრამ, შემეშინდა, რომ ისიც მიღალატებდა. თითქმის ზღვრამდე მივედი და ამ დროს, მოულოდნელად, ლიკომ მითხრა, შენ ჩემი ერთადერთი მამაკაცი ხარ, მიყვარხარ და, რადგან ჩემი ქცევა განერვიულებს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევიცვალოო. ახლა უკვე ვდარდობ იმაზე, რაც ჩავიდინე. უნდა მცოდნოდა, ვის ვირჩევდი ცოლად. თან, ლიკომ ისიც თქვა, თუ გავიგებ, რომ ერთხელ მაინც მიღალატე, საშინელებას ჩავიდენ და ძალიან გაგამწარებ; ღალატს არ დაგჯერდები, თავს მოგჭრიო. იცით, როგორ ცუდად ვარ? ხომ შეიძლება, შემთხვევით გაიგოს, რომ ვღალატობდი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მიყვარს და მის დაკარგვას ვერ შევეგუები. რატომ არ შევეცადე, სხვანაირად მომეგვარებინა ჩვენი პრობლემა; რატომ ვიმოქმედე ბანალურად და სულელურად?!

 

скачать dle 11.3