კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვინ არიან ოფროუდერები და რატომ არიან ისინი ეკომეგობრული ტიპები

დამავალეს მომემზადებინა მასალა ორფოუდერებზე. წინასწარ ვიცი, რომ ამ კლუბში, სამი ქალბატონია გაწევრიანებული, მათ შორის დედა-შვილი – მაია გოშაძე და მარიამ  ნანობაშვილი. მინდოდა, მათთან შეხვედრამდე, ორიოდ სიტყვით შემეტყო, თუ რა არის ოფროუდი. რამდენიმე ციტატას მოვიყვან იქიდან, თუ რას წერენ ინტერნეტში სპორტის ამ სახეობის შესახებ: „ოფროუდი არის... ფულის ჰაერზე გაშვების ერთგავი ფორმა... აი, ზოგი კოკაინში რომ იხდის, ზოგი მოსაწევში, ზოგი... „მსოფლიოს ნახულობს”, ზოგი კლდეზე დაცოცავს... ვიღაც ველოსიპედით ეშვება და კარგი მანქანის ფასად ორბორბლიანი ალუმინის საოცრება ჰყავს... ჰოდა, ზოგი კიდევ ტალახში დავძვრებით კისრამდე... ფიზიკური შედეგი ყველგან ერთი და იგივეა... ბოლოს „არაფერი” გრჩება. რაღაც მოგონებები, სურათები, ნაცნობები და „ლომკა”. 

ამის წაკითხვის შემდეგ, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. 

 

– გამაგებინეთ, რა არის ოფროუდი?

მარიამი: ოფროუდი ინგლისურად ნიშნავს – „გზის იქით”. იქ, სადაც მთავრდება გზა, იწყება ჩვენი სამყარო, თავის ტალახებით, ტლაპოებით...

მაია: ცოტა ექსტრემის, ადრენალინის, ბუნებისა და ბევრი ურთიერთობის მოყვარულები ვართ.  

– ამჟამად რა ვალდებულება გაკისრიათ კლუბში?

– უმთავრესად, მსაჯის ფუნქცია მაკისრია.

მარიამი: მე, ამ ეტაპზე, კლუბის ყველა აქტივობაზე ვწერ მიმოხილვებს და სტატიებს.

– როგორი მოსწრება გაქვთ?

მაია: ჯერჯერობით, კავკასიაში ჩვენზე ძლიერი არავინაა. სულ ჩვენ გამოვდივართ მოგებულები, მაგრამ მაპატიე, ამ სიტყვაზე, სულ ფეხზე ჰკიდია ყველას ყველაფერი (იცინის).

მარიამი: მხოლოდ ოფროუდს კი არა, ზოგადად, ავტოსპორტს არ აქცევს ყურადღებას სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც მართლა კარგები არიან. მეტ-ნაკლებად, მათ წარმოაჩინეს კიდეც უკვე თავი, მაგრამ რაღაც ინტერესს არ იწვევს ეს ყველაფერი.

მაია: ეს პირადად ჩემთვის, ცოტა გულსადაწყვეტია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდები მივიზიდოთ, დავაინტერესოთ. მოშორდნენ ქუჩას, წამალს... და რაღაცა მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეს ამას?! 

– მაინც, რას პოულობთ გულის დასამშვიდებლად, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელი არ ჩაგიქნევიათ, დღემდე ასე აქტიურად, ასეთი შემართებით მოქმედებთ ოფროუდში, მაშინ, როდესაც თქვენივე წევრები აღნიშნავენ, რომ შეჯიბრების ბოლოს „არაფერი” გრჩება, გარდა მოგონებებისა და ფოტოებისაო?

– ხელის ჩაქნევა ცოტა რთულია, რადგან ჩემთვის ოფროუდი არის სიამოვნება და ჰობი. მე კი, ჩემს სიამოვნებაზე ვერასდროს ვიტყვი უარს. ამას გარდა, ძალიან ბევრი მხიარული, თავქარიანი და ამყოლი მეგობარი აღმოვაჩინეთ, რომლებიც ზუსტად იცი, პირველი თოვლის მოსვლისთანავე გამოგივლიან და მათთან ერთად სადღაც გადაკარგულში წახვალ. თან, ძალიან მაგარ დროს გაატარებ.

მარიამი: ან, მოწვიმს თუ არა, შეგიძლია, „ჰაით” აკრიფო ყველა და ძალიან საინტერესო თავგადასავალი გქონდეს ყველაზე წარმოუდგენელ დროს. მაშინ, როცა სხვები კარგ ამინდზე ოცნებობენ, შენ ამ დროს ტალახშიც მშვენივრად ერთობი. გვერდით გყავს ადამიანები, რომლებთან ერთადაც, ათასი თავზეხელარებული ისტორია გადაგხდენია.

– მაია, ქალი მსაჯი ამდენ მამაკაცებში როგორ აღიქმება?

მაია: ძალიან ვხალისობ ამაზე. განსაკუთრებით, მუსლიმანურ ქვეყანაში, ჩემი, როგორც მსაჯის წარდგენა რომ ხდება, ალბათ, ვიდეო, ან ფოტო უნდა გადაიღოს ვინმემ იმ მამაკაცების სახეების დასაფიქსირებლად, ამ ინფორმაციას რომ ისმენენ. ზოგი ხელსაც არ მართმევს, სხვადასხვა მიზეზით.

– სუფრასთან თქვენთან ერთად სხდებიან?

– უწევთ (იცინის). 

როცა შეჯიბრებებია, იმ პერიოდში ოფროუდის ნაწილების მაღაზიაში ვმუშაობ დილის 10 საათიდან 6 საათამდე. ეს კიდევ ცალკე, სასაცილო თემაა. უმრავლესობა შემოსვლისთანავე  მეკითხება: კაცი არავინ არის აქ? გისმენთ, რით დაგეხმაროთ – ვეკითხები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთ მაღაზიაში შეიძლება, ქალმა გაუწიოს სრულყოფილი კონსულტაცია. თუ ლაპარაკში ავყევი – ეს, ასე კი არა, ასე იქნება, თქვენს სიტუაციაში მე ამას გირჩევთ-მეთქი. გაჩუმდებიან. ცოტა ხანს მიყურებენ და მერე მეკითხებიან: უკაცრავად, მაგრამ რატომ იცით ეს ყველაფერი თქვენო (იცინის). 

– შეჯიბრების მომენტში „ქალი მაიას” როლზე მესაუბრე.

მარიამი: შეჯიბრების დროს „ქალი მაია” არ არსებობს (იცინის).

– რამდენი წელია, რაც ოფროუდერების ცხოვრება გაქვთ და როგორ დაიწყო თქვენი ოფროუდერობა?

მაია: ცხოვრება ოფროუდერებთან ერთად დავიწყე 2008 წელს. ჩემი და მარიამის მეგობარი იყო ამ კლუბის წევრი, რომელთან ერთადაც, ხშირად დავდიოდით ხოლმე ჩვენი მანქანებით ტყე-ღრეში. ერთხელაც, კლუბის არსებობა შემატყობინა და შემომთავაზა, ჩვენი კლუბის წევრი ხომ არ გახდებიო. ასე მოვხვდი ოფროუდერთა სამყაროში. სადაც მე ვხვდები, მარიამიც ხშირ შემთხვევაში, იქ არის.

მარიამი: თავიდან დამაინტერესა იმან, რომ ოფროუდერებზე საუბრისას, დედა უცნაურ ზედმეტსახელებს ახსენებდა – რიკო, ბერკეტი, ძოხო, დიფლოკი და ძალიან რთულია, წარმოიდგინო ტიპები, რომლებსაც ასე ეძახიან. ერთხელ წავედი მათ სანახავად შეჯიბრებაზე და ეს ყველაფერი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, შევყევი და შევყევი. აღმოვაჩინე, რომ ეს სპორტი ჩემთვის ძალიან აზარტულია, როგორც საყურებლად ასევე მონაწილეობის მისაღებადაც.

– ახლა, ალბათ, უკვე, უფრო მაღალი დონის მძღოლი ქალბატონები ხართ ყოველდღიურობაშიც.

მაია: საკმაოდ ფრთხილები, წესრიგიანი და კანონმორჩილნი...

მაირამი: მე პირადად, მხოლოდ გინებით შემოვიფარგლები. მაია, ვერ იტანს ჩემთან ერთად მანქანაში ჯდომას. „საპოჟნიკს” მეძახის.

– სად ვარჯიშობთ ოფროუდერები?

მაია: დიდი დიღმის თავზე და ასევე, ჭილის ტბაზე. ბაქოელები და აზერბაიჯანლებიც ამ ადგილს მისტირიან, რადგან ძალიან ახლოსაა ქალაქთან და ყველანაირი გზაა ამ ტერიტორიაზე: ადვილი, ცოტა უფრო რთული, კიდევ უფრო რთული, ძალიან რთული... თან, აქვე, მუხათგვერდის ზემოთ მდებარეობს. აზერბაიჯანელები 300 კილომეტრს გადიან, რომ მოხვდნენ სავარჯიშოდ ვარგის ადგილას.

– დაკარგულხართ როდესმე შეჯიბრების დროს?

მარიამი: შეჯიბრების დროს – არა, გასვლების დროს – კი. ტოპორუკები, რომლითაც ვმოძრაობთ, საკმაოდ მოძველებულია და ძალიან ბევრი გზა, რომელიც მასზეა დატანილი, აღარ არსებობს. კახეთში ერთ-ერთი გასვლის დროს, რუკის მიხედვით, ყველაფერი აჩვენებდა, რომ იქ გზაა და უკვე სოფელში უნდა გავიდეთ. ამ დროს აღმოვჩნდით მდინარის კალაპოტთან, რომელსაც ჩამოტანილი ჰქონდა ალბათ, 2-3 მანქანის ხელა ლოდები. ვერ ჩავდივართ და თუ ჩავალთ, ვეღარ ამოვალთ. გამოვბრუნდით უკან და იმედი გვქონდა, პარალელური გზით მაინც გავიდოდით სამშვიდობოს, მაგრამ ამ გზამ უფრო დიდ ხრამთან მიგვიყვანა. დაგვიღამდა. ტელეფონებიც არ იჭერდა, რომ ვინმესთვის დაგვეძახა. 

– რამდენს ვიტირებდი თქვენს ადგილას...

– სატირლად დრო არ გვქონდა. მანქანებით რომ გვემოძრავა, საწვავი აღარ გვეყოფოდა, ამიტომ ბიჭები მანქანებიდან გადმოვიდნენ და დაახლოებით 40 წუთი ფეხით ეძებდნენ გასასვლელს. 40 წუთის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ შანსი მოგვეცა დაუზიანებლად გავცლოდით ამ ადგილებს. ასე, ტყე-ტყე, მაგრამ ბუნების დაუზიანებლად გავიარეთ საკმაოდ რთული მონაკვეთი და გამოვედით სამშვიდობოს. ეკომეგობრული ტიპები ვართ (იცინის).

– რა თვისებებს უნდა ჰქონდეს ოფროუდერს?

მაია: კარგი ოფროუდერი... ჩემი გამოცდილებით, როგორც წესი, ყველა დიდ სპორტსმენს აქვს ძალიან ცუდი ხასიათი. თუმცა, გამონაკლისებიც არიან. ოფროუდი ზედმეტად გუნდური სპორტია.

მარიამი: იმიტომ რომ, ამ სპორტში აბსოლუტურად ყველა რესურსი გჭირდება.

მაია: შეიძლება, თანაგუნდელი ხრამში ვარდება და წამის მეათედებში უნდა მოიფიქრო, თუ რა მოიმოქმედო. მისი გადარჩენის მომენტში, შენც საკმაოდ რისკავ. ასეთ დროს ძალიან ადვილად და ბუნებრივად ხდება გაცხრილვა. თუ რომელიმე მიხვდება, რომ ასეთი საქციელის ჩადენა არ შეუძლია, თვითონ, თავისით მიდის.

– საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ძირითადად, ეს ქვეყნები მეზობლობთ და ურთიერთობთ ამ სპორტში?

– იშვიათად, მაგრამ ხანდახან ორჯონიკიძიდანაც ჩამოდიან. ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არა, მაგრამ ერთი-ორჯერ იყო მომენტები, როცა უცნაური სიტუაცია წარმოიშვა აზერბაიჯანლებსა და სომხებს შორის, მათი გლობალური კონფლიქტიდან გამომდინარე.

– რა მოხდა?

– სომხეთის ეკიპაჟი ტყეში, ორიენტირებაზე ჩამოდიოდა მთიდან, აზერბაიჯანლების ეკიპაჟი კი ქვემოდან ადიოდა. აზერბაიჯანელებმა ჰკითხეს: მთავარი წერტილი ზემოთ არისო? სომხებმა – არა, იქ ჩვენ ვიყავით და არაფერი არ არისო. გამოტრიალდნენ უკან აზერბაიჯანელები. სამწუხაროდ, მოტყუვდნენ და წააგეს კიდეც. სომხებმა ის წერტილი აიღეს, ძალიან კარგად იცოდნენ, რაც იყო და სადაც იყო. მიუხედავად ამისა, გამარჯვებას ყოველთვის გულწრფელად ულოცავენ ერთმანეთს და ხელსაც ართმევენ. მე მომწონს ეს ამბავი.

მარიამი: ჩვენ, თუ ასე გავაგრძელეთ, ყარაბახსაც მშვიდობიანად გაიყოფენ (იცინის).

 

скачать dle 11.3