კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დავიჯერებ, რომ სასწაული არსებობს

თავის ქებად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, სკოლის ასაკიდან ძალიან პოპულარული გოგო ვიყავი. მეშვიდე-მერვე კლასამდე ჩემი კლასიდან თითქმის ყველა ბიჭს ვუყვარდი. მას მერე კი, როცა წამოვიზარდე, მთელი  სკოლის ყველაზე ცნობილი ბიჭები დამდევდნენ და სიყვარულს მიხსნიდნენ. გამოგიტყდებით, რომ ეს ძალიან მსიამოვნებდა (რომელ გოგოს არ მოსწონს ყურადღება), მაგრამ, ერთი ცუდი თვისება მქონდა: საკმარისი იყო, რომელიმე ბიჭით მეც დავინტერესებულიყავი და შეხვედრებზე დავთანხმებოდი, რომ დაახლოებით ორი-სამი პაემნის შემდეგ, ინტერესი მიქრებოდა და ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტდი მასთან. ჩემი დაქალები მეუბნებოდნენ, მძიმე ხასიათი გაქვს და ზედმეტად პრეტენზიული ხარ. ასეთ ბიჭებთან უბრალო დალაპარაკებაზეც კი ოცნებობენ შენზე უკეთესი გოგოები, შენ კი ყველას იწუნებო. ვერც ერთ დაქალს ვერაფრით გავაგებინე, სინამდვილეში რა იყო ჩემი ასეთი საქციელის მიზეზი. არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა და პრეტენზია არ მქონია არც ერთი თაყვანისმცემლის მიმართ. უბრალოდ, მათ შორის ვეძებდი ნამდვილ ბიჭს, გულწრფელს, გოგოსთან ელემენტარული ქცევის წესების დაცვა რომ შეეძლებოდა. თან, ყოველთვის მომწონდა ცოტა მორაინდო, დახვეწილი ბიჭები, ასეთი კი, არც ერთი არ აღმოჩნდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ, აგერ უკვე 30 წელს მივაღწიე და ჩემს ცხოვრებაში იგივე მეორდება: სანამ ჩემს ყურადღებას დაიმსახურებენ, თავს მევლებიან, არაფერი ეშლებათ, არაფერი ავიწყდებათ – არც ყვავილების მორთმევა, არც კომპლიმენტი, არც ყურადღების გამოჩენა, მაგრამ საკმარისია, ერთი-ორჯერ კაფეში ან კონცერტზე გავყვე, რომ ჩვენი ურთიერთობა მაშინვე რაღაცნაირი მდორე და უღიმღამო ხდება – არანაირი ყვავილი, არანაირი ზეიმის მოწყობა... უფრო მეტსაც გეტყვით: საკმაოდ სწრაფი ტემპით იწყება მათი მხრიდან სხვადასხვაგვარი მოთხოვნისა თუ პრეტენზიის წამოყენება, თანაც ისეთ საკითხებზე, მათ არანაირი უფლება რომ არ აქვთ, კორექტივი შეიტანონ, თუნდაც ელემენტარული ზრდილობის გამო. მაგალითად, ერთს ჩემი ორი დაქალი არ მოეწონა და მეორე პაემანზევე მითხრა, კარგი იქნება, თუ მათთან ურთიერთობას შეწყვეტო. მეორემ მითხრა, თმა აუცილებლად გაიზარდე, ვერ ვიტან მოკლეთმიან გოგოებსო (არადა, როცა გამიცნო, მაშინაც და მერეც, სულ მოკლედ მქონდა თმა შეჭრილი). მესამემ პირდაპირ დამისვა საკითხი: ამ დღეებში დედაჩემი მინდა, გაგაცნო და თუ გინდა, ჩვენს ქორწინებას დათანხმდეს, რასაც მე გეტყვი, ის უნდა ჩაიცვა, როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცე და ილაპარაკოო.

ამ ყველაფრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი: ქართველი მამაკაცები, ბიჭობის ასაკიდან მოყოლებული ვერ „ქაჩავენ“ კაცობაში. ძალიან კი ცდილობენ, ყველას დაუმტკიცონ თავიანთი მაგარი ბიჭობა, ინდივიდუალურობა და დამოუკიდებლობა, მაგრამ, სინამდვილეში, თითქმის ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი, ერთნაირად დაკომპლექსებულები არიან. სწორედ ეს არასრულფასოვნების კომპლექსია იმის მიზეზი, რომ ლამის 40 წელს მიღწეულმა ქართველმა კაცმა ჯერაც არ იცის, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა უნდა ან რა არ უნდა პირადად თვითონ, სმას ან უსაქმურობას გადაყოლილი თავისი ძმაკაცების, დედიკოს ან შინაბერა დის აზრის გათვალისწინების გარეშე. თითქმის ყველა-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ, ალბათ, სადმე არიან შემორჩენილი ნამდვილი მამაკაცები, მაგრამ, სამწუხაროდ, მე არც ერთი არ შემხვედრია. არ ვიცი, შეიძლება, მეც მეტისმეტს მოვითხოვ, მაგრამ, ვერ ვიტან ცარიელ, ჟარგონებით მოლაპარაკე, უწიგნურ კაცებს, რომლებსაც მხოლოდ იმით მოაქვთ თავი, რამდენი დალიეს და რამდენი „ნაშა“ ჰყავდათ. მათი უმრავლესობა კაცებისთვის ყველაზე „შინაურულ“ თემებზე – პოლიტიკასა და სპორტზეც კი ვერ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას (რადგან ამისთვის, ელემენტარულად, გაზეთის წაკითხვაა საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვა წიგნებზე, რაც მათთვის ძალიან უცხო ხილია) და სადღაც, ვიღაცისგან ყურმოკრულ აზრებს აფრქვევს, იმასაც გამაღიზიანებლად პრიმიტიულ დონეზე.

მოკლედ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათ მიმართ და ერთადერთ იმედს ვიტოვებ: იქნებ, ბოლოს და ბოლოს, შემხვდეს იმის მსგავსი მამაკაცი მაინც, როგორზეც მთელი ცხოვრებაა, ვოცნებობ. თუ ეს ოდესმე მოხდა, დავიჯერებ, რომ ამქვეყნად მართლაც არსებობს სასწაული.

მაკა, 30 წლის.

 

ჩემი ქმარი ჩემი ყოფილი შეყვარებულის ბიძაშვილი აღმოჩნდა

ბავშვობისას, უფრო სწორად, სკოლის პერიოდში, ერთი ბიჭი შემიყვარდა. ჩემზე ორი წლით იყო უფროსი. ინგლისურის მასწავლებელთან დავდიოდით და კვირაში ორჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე იმასაც შევუყვარდი, ყოველდღე მაკითხავდა სკოლაში გაკვეთილების შემდეგ და სახლამდე მაცილებდა. ძალიან რომანტიკული ურთიერთობა გვქონდა და, ასე მეგონა, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ (მე რომ სკოლა დავამთავრე, ის უკვე მეორე კურსზე იყო), ჩემთვისვე მოულოდნელად, მივხვდი, რომ მომბეზრდა ეს ე:რთფეროვანი პაემნებიც და სულელურ თემაბზე საუბარიც. როგორც ჩანს, თვითონაც იგივე დაემართა, რადგან, მე რომ აღარ დავურეკე რამდენიმე დღის განმავლობაში, აღარც თვითონ შემომეხმიანა. ასე ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ დავშორდით, თუმცა, ზოგჯერ მაინც მიყვარდა იმ ლამაზი დღეების გახსენება.

სტუდენტი რომ გავხდი, ბევრი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, მათ შორის იყო ჩვენი ახალგაზრდა ლექტორი, რომელმაც გაცნობიდან ერთ თვეში ამიხსნა სიყვარული. ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა და მალე მეც შემიყვარდა. ჩვენი ურთიერთობა რომ გასერიოზულდა, ერთმანეთს მშობლები გავაცანით და ნიშნობის დღეც დავთქვით.

დათქმულ დროს ჩემი საქმრო დედ-მამასთან, ბიძა-ბიცოლასთან და ბიძაშვილთან ერთად მოვიდა და სწორედ მაშინ მოხდა საშინელება: ის ბიძაშვილი ჩემი ყოფილი შეყვარებული აღმოჩნდა. მანაც ძალიან იუხერხულა, მე რომ დამინახა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს ისევ მე მოვიფიქრე და ვუთხარი: შენ ის ბიჭი არ ხარ, საბურთალოზე, ინგლისურზე რომ დადიოდა რამდენიმე წლის წინ-მეთქი? მაშინვე მიხვდა ჩემს ტაქტიკას და თვითონაც „გამიხსენა“ – თუ სწორად მახსოვს, თამთა გქვია და ერთ ჯგუფში ვიყავითო. მოკლედ, ნიშნობაზე მშვიდობიანად „გამოვძვერით“. მართალია, ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გვაქვს, მაგრამ, მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს მის საზოგადოებაში. თან, სინდისი მქენჯნის, რომ ქმარს ასეთი რამ დავუმალე, მაგრამ, რომ მეთქვა, ზუსტად ვიცი, ვერ გამიგებდა და დავშორდებოდით, მე კი მის დაკარგვას ვერ გადავიტან.

თამთა, 19 წლის.

скачать dle 11.3