კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ არჩია მაღალხელფასიან სექტორს ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის დაბალხელფასიანი პოსტი

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი 1973 წლის 24 მაისსაა დაბადებული თბილისში.  მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის მითითებული, სწავლობდა თუ არა ის საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: 2002 წელი –  ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია; 2004 წელი – ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია; 2008 წელი –  ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია.

მისი სამუშაო გამოცდილება 1999 წელს იწყება პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე, სადაც ის 2003 წლამდე მუშაობდა მკვლევარ-მეცნიერად. 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამინისტროში დაიწყო მუშაობა ექსპერტად.  თუმცა 2004 წლიდან პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრას დაუბრუნდა, სადაც 2010 წლამდე პროექტის მმართველად იმუშავა. 2010-2011 წლებში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტის მმართველი იყო. 2010-2011 წლებში, ასევე, გახლდათ პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფის კონსულტანტი, ამჯერად  ვანკუვერში (კანადა). 2011 წელს „GOPA კონსალტინგის“ ექსპერტადაც იმუშავა (გერმანიაში) და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ექსპერტიც იყო. 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორობას მიჰყო ხელი, იმას გარდა, რომ, იმავდროულად, 2012 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSF) ექსპერტიც იყო. იმავე 2012-ში კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე გახდა. 2012 წელს კი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, საიდანაც 2014  წლის 15 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელშიც მოხვდა.

ბ-ნმა ხოკრიშვილმა თავისი, ჯერჯერობით ერთადერთი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია, 2013 წლის ოქტომბერში შეავსო, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1972 წელს დაბადებული ეკატერინე შარაშიძე, შვილი – 2007 წელს ბერლინში დაბადებული დანიელი და 1935 წელს დაბადებული მამა – ბატონი ჩერმენი.

ოჯახის უძრავ ქონებას მხოლოდ ბატონი ჩერმენი ფლობს: საცხოვრებელ სახლს თბილისში, ლეჩხუმის ქუჩაზე (85 კვ. მ. ფართობის) და იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთს (120 კვ. მ. ფართობის).

დეკლარაციის მიხედვით, დასაქმებული მხოლოდ ბ-ნი ელგუჯა ხოკრიშვილია და მან 2012 წლის განმავლობაში, როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტმა 95 000 ლარი აიღო. თუმცა იმ წელს შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს – ქ-ნ შარაშიძეს, მას ჰონორარის სახით 80 000 ლარი მიუღია.

ჩვენ არ ვიცით, რა სახელფასო ანაზღაურება ჰქონდა ბ-ნ ხოკრიშვილს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობისას, თუმცა შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რა ოდენობის ხელფასს აიღებს, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, რაშიც დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაცია დაგვეხმარება. 2012 წლის 2 თვის განმავლობაში მან, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ხელფასის სახით, 11 424 ლარი მიიღო, რაც წლიურად, დაახლოებით, 70 000 ლარამდეა, რაც იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას მაინც გვაძლევს, რომ შესაძლოა, ბ-ნი ხოკრიშვილის სამინისტრო ხელფასმა ვერ გაუწიოს კონკურენცია მის სახელფასო შემოსავალს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტობისას.

 

скачать dle 11.3