კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ფანტაზიის ჩემპიონები

სკამიდან ადგომის მადლი

 

მას შემდეგ, რაც აქტიურ ხელისუფლებას ჩამოშორდნენ (გნებავთ, ჩამოაშორეს), ყოფილებმა ისეთ ფაქტებსაც მიაპყრეს თავიანთი მახვილი მზერა, რაც ადრე ბუზის გაფრენად არ მიაჩნდათ, მეორე მხრივ კი, რასაც იმ ტკბილ დროს (როდესაც თავად ისხდნენ მაღალ-მაღალ სკამებზე) თავადაც დედის რძესავით ირგებდნენ.

ხოლო, რაკი დროც შეიცვალა და ძალაუფლების გადანაწილების სქემაც, აღმოჩნდა, რომ ფარული მოსმენების უპირველეს მტრად სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიქნა. ასე, მაგალითად, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბრძანებს, რომ „პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორში და ჟურნალისტებში ეძებს მტრებს, რაც საზიანოა.“

საზიანო კი იმიტომ ყოფილა, რომ მთავრობის უპირველესი მოვალეობა ეკონომიკაზე ზრუნვაა, ზედაც, საარჩევნო დაპირებების შესრულება. ვერც შეედავები, რომ ეკონომიკაზე ზრუნვა, მართლაც, მთავრობის მოვალეობაა, თუმცა „მე არ ვეთანხმები შექსპირს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნი ბოკერია მყავს მხედველობაში), სადაც ის ამბობს: „აშკარაა, რომ მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ცდილობს საკუთარი უნიათობისა და არაკომპეტენტურობის გადაფარვას ე.წ. მტრების ძებნით. აქედან ძალიან დიდი მანძილი არ არის პუტინის მმართველობის სტილამდე.“

ვერ დავეთანხმები, რადგან, ეს რომ პრ. პუტინის სტილი იყოს, მთელი „ნაცონალური მოძრაობა“ მის ორეულად უნდა ქცეულიყო.    თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყნის მტრებს ძველები ხედავდნენ თუ ხედავდნენ, სავარაუდოა, რომ, ჯერ ერთი, რაც მაღალია სკამი, მით აქტიურია მტრების ძებნის ფანტაზია. ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ძველებმა სამი ფოტორეპორტიორი, საერთოდაც, ჯაშუშად გამოაცხადეს, აშკარაა, რომ ფანტაზიის ჩემპიონობას ჯერ არავის უთმობენ.

скачать dle 11.3