კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბაჟო ღრუბლებში

პირველი დამტერორებელი

 

სანამ იქ, კრემლში, იმაზე გამართავენ ბჭობას, როგორ შეიტყუონ (გნებავთ, შერეკონ) ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ევრაზიულ კავშირში, საბაჟო კავშირელთა შეხვედრაზე რფ-ს, ბელორუსიისა და ყაზახეთის თავკაცები შეიკრიბნენ ზოგ-ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად და იმის დასადგენადაც, თუ როდის გამოაცხადონ ევრაზიული კავშირის შექმნა.

თუმცა პრ. პუტინის, ნურსულთან ნაზარბაევისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეყრა მთლად უღრუბლოც ვერ აღმოჩნდა. განსხვავებული აზრი ამჯერადაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილ ბ-ნ ლუკაშენკოს აღმოაჩნდა: მან, არც მეტი, არც ნაკლები, ევრაზიული კავშირის შექმნის 10 წლით გადავადება მოითხოვა – . და არა იმიტომ, რომ ამ ახალ და აბრაამივით ჯერ არდაბადებულ კავშირს იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება, არამედ, იმიტომ, რომ ბელორუსია ეკონომიკურად წამგებიან მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი მზად არიან, ერთმანეთთან ვაჭრობისას ყველა ტიპის ბარიერი და გადასახადი გააუქმონ, ოღონდ, არა ნავთობპროდუქტებზე, თუმცა ბელორუსიას აიმედებენ, 10 წლის შემდეგ ნავთობპროდუქტებზეც გავაუქმებთო.

მაგრამ, რაკი ეს ჩვენი ბ-ნი ლუკაშენკო (თუმცა ლენინის ძეგლს კვლავაც ამკობს ყვავილებით) მეტად პრაქტიკული ადამიანია, პარტნიორებს ევრაზიული კავშირის შექმნის 10 წლით გადავადება შესთავაზა (როდესაც მზად იქნებით ნავთობპროდუქტებზე გადასახადების მოხსნისთვისო). ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებენ თუ არა პრ. პუტინი და ნურსულთან ნაზარბაევი მოკავშირე კოლეგის ამ წინადადებას, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ, ევროპის უკანასკნელი დიქტატორობა იქით იყოს და, სულ მალე ბ-ნი ლუკაშენკო საბაჟო კავშირის პირველი დამტერორებლის სტატუსსაც გამოჰკრავს ხელს. 

скачать dle 11.3