კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი დაბრუნება

ანუ სამი ჩასახატი

 

თუმცა ბოლო წლებია, მოსკოვში ცხოვრობდა და, როგორც თავად მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში, თავს ნახატების გაყიდვით ირჩენდა (იმხანად კოსმოსური თემით იყო გატაცებული და მოსკოველებიც, თურმე, მეტად მოწადინებულად ყიდულობდნენ მის ნამუშევრებს), ის მაინც დაგვიბრუნდა. დაგვიბრუნდა და, როგორც თავად მოგვახსენა, სამოქალაქო ანტიტერორისტულ ორგანიზაციასაც ჩაუდგა სათავეში. სულ ამ ორგანიზაციას სამი თავკაცი ჰყავს („სამნი არიან და ამ სამ ლეგენდას შავი ანგელოზი მიუძღვის ცაში“?! – ): თენგიზ კიტოვანი („სობსტვენნოი პერსონოი“) – თავდაცვის ყოფილი მინისტრი; რომან გვენცაძე – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი; ზურაბ ბაქრაძე – უშიშროების გადამდგარი გენერალი. 

მათ, სამთა, გაგვიმხილეს, რომ „სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ნეგატიური მოვლენების და საფრთხის თავიდან აცილება იქნება“. ერთ-ერთ ნეგატიურ მოვლენაში ნარკომაფიასთან ბრძოლა იგულისხმება. მოვიხმობ ბ-ნი კიტოვანის ციტატას: „მიშას დროს საქართველო წლების განმავლობაში ნარკოტრასა იყო, ამიტომ ჩვენი  ორგანიზაციის შექმნის საჭიროებას ვხედავთ მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.“

მაგრამ, ვიდრე ნარკოტრასას გაანადგურებენ, თავდაცვის ექსმინისტრი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონსაც“ გამოეხმაურა, სხვათა შორის, 20 წლის წინანდელი პათოსით: „ამ კანონის მიღება გამოიწვევს უდიდეს ომს… კანონპროექტი  ქართველი ერის შეურაცხყოფაა (კაცია და გუნება, თორემ, მე რომ მკითხოთ, ქართველი ერის შეურაცხყოფა რუსთაველის პროსპექტზე გაჩაღებული ომი იყო)! … ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას არ დავუშვებ (და მერე რა, რომ ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა დავუშვით და თავი კიტრად მოგვაქვს?!)!“

შესაბამისად, არ დაგვიმალა, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ მეტი დამაჯერებლობისთვის): „პარლამენტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!“

ვის-ვის და, ჩვენ, ბუნებრივია, გვჯერა, რომ არაფრის მოერიდება, თუმცა ეჭვიც გვაქვს, ვითომ რუსთაველის პროსპექტის კიდევ ერთხელ გადახატვა მოენატრა?! – 

скачать dle 11.3