კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

თორო: სიმდიდრე არის უნარი, ბოლომდე გამოსცადო ცხოვრება.

პიკასო: მე მომწონს ცხოვრება ღარიბივით, რომელსაც ბევრი ფული აქვს.

დოსტოევსკი: ადამიანი საიდუმლოებაა. თუ თქვენ მთელ ცხოვრებას მის ამოცნობაზე დახარჯავთ, არ თქვათ, რომ დრო უქმად დაკარგეთ. მე დაინტერესებული ვარ ამ საიდუმლოებით იმიტომ, რომ მინდა, ადამიანი ვიყო.

თაგორი: ადამიანმა ცრემლი უნდა დაღვაროს, რომ ცხოვრება შეიცნოს.

განდი: მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას, რადგან ძალადობის შედეგად მიღებული სიკეთე დროებითია, ხოლო ბოროტება – მუდმივი.

დეკურსელი: უფლება წამოსასხამია, რომელიც სხვის მხრებზე მეტად გონიერი და ფართო გვგონია და საკუთარზე კი მეტად ვიწრო.

გორკი: კარგი ადამიანისთვის ცხოვრება ძნელია, სიკვდილი კი – ადვილი.

ურიხტი: ზოგიერთი ადამიანი იმ პაწია სავაჭრო დუქანსა ჰგავს, რომლის საუკეთესო საქონელიც ფანჯარაშია გამოფენილი.

***

ადამიანი ის ცოცხალი არსებაა, რომელიც დროს კლავს, ვიდრე ეს უკანასკნელი შურს იძიებდეს.

ჩესტერფილდი: ადამიანთა უმრავლესობას ისეთი დიდი სურვილი აქვს, გამოხატოს თავისი უპირატესობა მეორეს მიმართ, თუნდაც ერთი წუთის განმავლობაში და სულ უმნიშვნელო რამეში, რომ მზად არიან, გვიამბონ ისეთი რამ, რაც არ უნდა მოეყოლათ და არასგზით არ შეუძლიათ დუმდნენ იმაზე, რაც მათ იციან, შენ კი – არა.

როლანი: ავი თესლი სწრაფად ხარობს.

ჰერაკლიტე: ადამიანის ხასიათი მისი ბედისწერაა.

ჩეხოვი: ტანჯვას ადამიანი სრულყოფილებამდე მიჰყავს.

სტენდალი: ადამიანი თავის გულს იშველიებს, როცა რაიმე სისულელეს სჩადის.

სოკრატე: საუკეთესო ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს, გასრულქმნილდეს, უბედნიერესი კი ის არის, ვინც ყველაზე მეტად გრძნობს, რომ ის ნამდვილად სრულქმნილებაა.

სენეკა: იცოდე, დიდი საქმეა, მუდამ ერთი და იგივე ადამიანი იყო.

რობაქიძე: ტყუილია, ვითომ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან... უფრო მართალია ჰიპოთეზა, რომ თვითონ ადამიანი გადაგვარდა მაიმუნად...

ნიცშე: ის ვინც მონსტრებს ებრძვის, უნდა დააკვირდეს, რომ ამ ბრძოლის პროცესში თვითონ არ გახდეს მონსტრი და როდესაც თქვენ უფსკრულში იხედებით, უფსკრული თქვენ გიყურებთ.

ვოვენარგი: ჩვევაა ყველაფერი, სიყვარულიც კი.

ბელინსკი: ვინც არ ესწრაფვის, ვერ მიაღწევს; ვინც ვერ გაბედავს, ვერც მიიღებს.

ბერნე: დიადი ადამიანის შეცდომები უფრო ყურადსაღებია, ვიდრე უფერული ადამიანის შეუმცდარობა და როდესაც პირველი ასცდება ხოლმე გზას, ის გვიჩვენებს სწორ გზას, მაგრამ მხოლოდ სხვა საშუალებით.

შოუ: მამაკაცის ან ქალის აღზრდის შემოწმება კამათის დროს მათი ქცევის მიხედვით შეიძლება.

ზვევო: როცა ქალები ერთმანეთს კოცნიან, ორთაბრძოლის წინ მოკრივეთა მისალმება მახსენდება.

скачать dle 11.3