კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ეხმარება ნინი წიკლაურის განცდა და ტკივილი ლევან ჯავახიშვილს

„ორი ვარსკვლავის“ ყველა შოუს ლიდერი წყვილი – ლევან ჯავახიშვილი და ნინი წიკლაური წინსვლას განაგრძობენ. ჩემი სუბიექტური აზრით, ლიდერობა მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რომ ვიღაცეები გამოდიან და კარგად მღერიან. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ მათი დამოკიდებულება სიმღერისადმი სუპერპროფესიონალურია. ისინი არ მღერიან სიმღერისთვის, მათ სტკივათ და ეს სატკივარი მაყურებლამდე მიაქვთ. ლევან ჯავახიშვილის შესახებ ითქვა, რომ ის პროფესიულ დონეზე მღეროდა და ჩვენც საუბარი ამ თემით დავიწყეთ. 

 

– ლევან, არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მაგრამ წლების წინ, ია ჩანტლაძის სახლში ინტერვიუ გვქონდა შენთან, იასთან, დათო გოგოლაშვილთან და სხვებთან, სადაც თქვენს ჯგუფს იხსენებდით – ჯაზ-სექსტეტს, რომელშიც ერთად მღეროდით. კიდევ ერთხელ მოგვიყევი, როგორი იყო შენი მუსიკალური გზა?

– როგორც ყოველი მეორე ბავშვი ან სიმღერაზე დადის, ან ცეკვაზე, ასე დავიწყე მეც სიმღერა. მივედი „მართვეში“, სადაც ვმღეროდი 1986-1994 წლებში. 1988 წელს გავხდი „მართვეს“ სრულუფლებიანი წევრი, რაც მაშინ საკმაოდ პრესტიჟული იყო. ამ ანსამბლის შექმნით ანზორ ერქომაიშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა, რადგან, მაშინ ფოლკლორი ბავშვებში პრაქტიკულად არ არსებობდა. ძირითადად, ყველა საბავშვო ანსამბლი საესტრადო მუსიკაზე იყო გადასული. ანზორმა გააკეთა უდიდესი საქმე, რადგან დღეს მართვე უკვე გადაიქცა არწივად და ამ არწივს პატარა მართვეები ჰყავს. მაგრამ, ჩემი ცხოვრება ისე არ აეწყო, ან, მეც არ მქონდა ამის დიდი სურვილი – სასიმღერო კარიერა არასერიოზულად მიმაჩნდა. 

– ფოლკლორიდან გადახვევის პერიოდიც გქონდა.

– დიახ, დათო გოგოლაშვილმა, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, დამირეკა და მითხრა, რამე რომ იყოს, ჯგუფში იმღერებო? თან, სოული ახლაც არ არის ჩემთან ძალიან ახლოს. 

– რას უსმენ ზოგადად?

– როკ-მუსიკას, მეტალს... 

– როგორი უცნაურია საინფორმაციოს წამყვანისგან?

– რას ამბობ?! მეტალი და მძიმე როკია სწორედ საინფორმაციო. საქართველოში – განსაკუთრებით. ეგ კიდევ უფრო მძიმე – დეს-მეტალია. მეტალსაც ხომ თავისი მიმართულებები აქვს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სოული არ მიყვარს, მომწონს „ბოიზ თუ მენი“, „თეიქ სიქს“, ისეთი ჯგუფები, რომლებიც უკვე კლასიკად იქცა. ვგიჟდები ფრენკ სინატრაზე. მოკლედ, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და გავაკეთეთ ჯგუფი. დათოსთან ვიყავი ბანი – დუ, დუ, დუ (იცინის)... სოულს მელიზმები ხომ ახასიათებს და ძირითადად, ვახვევდი კახურად ან ვუქცევდი გურულად. ახლაც ასე ვარ. ფოლკლორი იმდენად გამჯდარი მაქვს, რომ ახლაც მეუბნებიან პედაგოგები, სუფთა ლურსმანა ხარო. ხანდახან ქართლურად დავაჯახებ ან კახურად ჩავახვევ... 

– ახლა რას მღერით?

– როკის ტურია, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტურია. 

– „ნაქ, ნაქ ონ ჰევენს დორ“ – ესეც თქვენი სიმღერა იყო.

– ბობ დილანის შემდეგ ეს სიმღერა უამრავმა მომღერალმა შეასრულა. ისეთი გამჯდარია ყურში, რომ, დაძინებული რომ გააღვიძონ ნებისმიერი ადამიანი, იმღერებს (იცინის). სიმღერას ყოველთვის მამაჩემთან ვამოწმებ ხოლმე: წავიმღერებ, ვასმენინებ და, თუ მან თქვა – კიო, ვიცი, მაგარია, ესე იგი, იმ სიმღერის შესრულება ღირს. 

– ანუ, ყოველთვის ასეთ ცნობილ ჰიტს არჩევთ?

– რა თქმა უნდა. მსმენელმა ის კარგად უნდა იცოდეს და თავიდანვე ლოიალურად იყოს განწყობილი. ამ ორშაბათს ვმღერით „ნირვანას” „სმელს ლაიქ თიინ სფირით“.

– რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თინეიჯერების ჰიმნი. 

– მე და ჩემი თაობა „ნირვანაზე“ გავიზარდეთ. ეს არ არის მხოლოდ სიმღერა, ეს დამოკიდებულებაა ცხოვრების მიმართ, უდიდესი პროტესტია გარემოს მიმართ. თუ მსმენელის მიმართ გზავნილი არ გაუშვი, რაღაც სათქმელი თუ არ თქვი, მაშინ, სიმღერა სიმღერად დარჩება და დამთავრდა. ეს სიმღერა პროტესტის უმაღლესი ფორმა იყო და, შეუძლებელია, ისე შეასრულო რომ ემოცია არ წამოვიდეს. არ არსებობს ეპოქა, დრო, ადგილი, სადაც რამის მიმართ პროტესტი არ გაქვს და ამ პროტესტს ხელოვანი არ გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ საინფორმაციოს წამყვანი ვარ, არ მაქვს უფლება, რომ რაღაც ჩარჩოებს გავცდე და ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ის, რომ ჟურნალისტს, მით უმეტეს, საინფორმაციოს წამყვანს არ უნდა ეტყობოდეს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ თემის მიმართ, ჯერ კიდევ არ არის კარგად გათავისებული საქართველოში. ისღა დამრჩენია, რასაც განვიცდი, სიმღერით გამოვხატო.

– როგორც მივხვდი, ეს პროექტი შენთვის სცდება გართობისა და კონკურსის მასშტაბებს.

– დიახ, ვინც უყურა „ნაქს“, როგორ იყო ის შესრულებული ან როგორი დადგმა იყო, ყველა მიხვდება, რას ვაპროტესტებდით ამით. აქ არ ვგულისხმობ არც ვიწყო პოლიტიკურ თემებს, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ ან „ჯავახას სიზმრებს“. ყველაზე მეტად, რაც პირადად მაწუხებს, ოკუპირებული ტერიტორიებია. პირადად მე ამის მიმართ მაქვს გამძაფრებული ემოციები. ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული, ამ თემამ უკვე ძალიან დამღალა და არასდროს არ დამთავრდა. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსს ეს არ ესიამოვნოს და ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ, ეს სულ არ მაინტერესებს – ამ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის მიუღებელია ის, რაც ხდება ცხინვალში, აფხაზეთში. დანარჩენი საერთოდ არაფერი მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვინ მოიგებს, ვინ მეტს ხმას მიიღებს. ეს როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მაინტერესებს. 

– შენი ვიზუალი, იმიჯი, ანუ, კლასიკურ პიჯაკში გამოწყობილი წამყვანი „ცისფერი ეკრანებიდან“ არანაირიად არ პროგნოზირებდა იმას, რომ სცენაზე ასეთ ცეცხლს დაანთებდი და ასე ამოხეთქავდა ის, რაც შიგნით გაქვს.

– ეჭვი მაქვს, ორშაბათს უფრო დიდ შოკს მიიღებთ. 

– როგორც თქვი, კობეინის სული გყავს გამოძახებული...

– (იცინის) ასეთ ხუმრობებს მაყურებლისგან და მკითხველისგან ისეთი რეაქციები მოჰყვება ხოლმე, რომ, ვგიჟდები. ერთხელ ერთ ფოტოზე როკის ნიშანი მქონდა გაკეთებული ხელებით. ვიღაცეებმა მიაწერეს – ეს სატანისტებიო და რაღაც სისულელეები. გავგიჟდი. გაუნათლებლობა გაუნათლებლობად, მაგრამ, რაზეც ილანძღები, იმაზე ინფორმაცია მაინც ხომ უნდა მიიღო? რას ნიშნავს ეს ჟესტი, ხომ უნდა იცოდე?! ერთი სიტყვით, საინფორმაციოს წამყვანის უკან არის სხვა ლევანი, რომლის გაცნობის პერიოდშიც იმყოფება ახლა მაყურებელი. თუ სიმღერა საშუალებას მაძლევს, ვცდილობ, დავამსხვრიო ჰალსტუხიანი წამყვანის იმიჯი, რადგან, მართლა სხვანაირი ვარ. იმ ადამიანის უკან, რომელიც ეთერში ზის, იმალება რეალური ლევანი და, მადლობა ამ პროექტს, რომ მისი წარმოჩენის საშუალება მომცა.

– რას ნიშნავს ის, რომ სწორედ ნინი წიკლაურია შენი მეწყვილე?

– რომ არა ნინი, არ ვიცი, ვინ შემხვდებოდა და როგორი იქნებოდა ჩვენი გზა. პროექტში ვინც ვართ, ყველა ვმეგობრობთ და, მგონია, დიდი ხანია, ვიცნობ. მაგრამ, რაც შეეხება ნინი წიკლაურს, ის მუსიკალურად აზროვნებს. მუსიკალური აზროვნება არ გამოიხატება რაღაც ფრაზის მაღალ დონეზე სიმღერაში ან მელიზმის გაკეთებაში. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს, მას უკვე ეტყობა, მათემატიკურად აზროვნებს, ფილოსოფიურად თუ სხვა. ზოგადად, ვინც მუსიკალურად აზროვნებს, მას ყოველთვის რაღაც სტკივა, რაღაცას განიცდის; ცდილობს, რომ ეს თავისი ისტორია და განცდილი სიმღერით მოყვეს. არ ვიცი არც ნინის განვლილი ცხოვრება, ამაზე არც გვილაპარაკია, მაგრამ, ეს ყველაფერი ნინის ეტყობა სცენაზე და ზუსტად ეს მაძლევს მუხტს. სხვა ტიპის კონკურსი რომ ყოფილიყო და სცენაზე მარტო ვმდგარიყავი, შეიძლება, შემშინებოდა. თანაგანცდა ძალიან მნიშვნელოვანია. სცენაზეც დიალოგია, რომელიც, თუ არ შედგა, ამას მაყურებელი ძალიან მარტივად გრძნობს.

– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– მშობლები, შვილები, მეგობრები, მარი –  ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით არის და ძალიან მიყვარს. ერთ ამბავს მოგიყვებით: მამაჩემი მეუბნება, ესემესები მინდა გამოგიგზავნოო და ავუხსენი, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. მომივიდა მესიჯი, წერია – „თენგო” (მამაჩემი) და წერია ჩვენი ნომერი (იცინის) – მე მიგზავნიდა ნომრებს. მოკლედ, ასეთი გულშემატკივრები მყავს და, ვნახოთ, რა გამოვა. 

 

скачать dle 11.3