კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბარბაროსების განძი

აქლემები ძველ აღთქმაში – საეჭვო ფაქტია

თელ-ავივის მეცნიერებმა მოსეს ხუთი წიგნის ზოგიერთი პოსტულატი ეჭვის ქვეშ დააყენეს. საქმე ეხება აქლემებს, რომლებიც ჰყავდათ აბრაამს, იოსებსა და იაკობს. ებრაელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მოშინაურებული აქლემი პალესტინის ტერიტორიაზე მხოლოდ ჩვენს ერამდე მეცხრე საუკუნეში გაჩნდა, ანუ, ძალიან შორს არის იმ ეპოქისგან, როცა ბიბლიური პერსონაჟები ცხოვრობდნენ.

როგორ შეიძლება, ვენდოთ აქლემებსო, – აღშფოთდნენ ბიბლიის დამცველები. საქმე ისაა, რომ წერილობითი ვერსია მოსეს ხუთწიგნისა გაცილებით გვიან გაჩნდა და, შესაძლოა, მისმა დამწერებმა ეს პატარა ნიუანსი ვერ გაითვალისწინეს. აქლემები შესაძლოა, მათი ფანტაზიის ნაყოფია.

 

ბარბაროსების განძი

გერმანია განთქმულია განძის მაძიებელთა რაოდენობით. ახლახან ქალაქ რიულცჰაიმის მიდამოებში ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების დიდი მარაგი აღმოაჩინეს. განძეული მეხუთე საუკუნით თარიღდება. საგანძური იშვიათი ნივთებითა და მონეტებით არის სავსე. ნაპოვნის საერთო ღირებულება 1 მილიონი ევროა. თუმცა, შეიძლება, აუქციონებზე მეტიც ღირდეს.

განძეული არქეოლოგებმა მიითვალეს შემდგომი კვლევების ჩასატარებლად. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, ყველა ეს ნივთი ეკუთვნოდა წარჩინებულ ადამიანს, თუმცა, რომელი ტომისას, სწორედ ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იმ პერიოდისთვის გერმანიის მიწაზე ბინადრობდნენ ალემანების, გოთებისა და კიდევ რამდენიმე ხალხის ტომობრივი გაერთიანებები. ახლა არქეოლოგები თავს იმაზე იმტვრევენ, კონკრეტულად რომელ კულტურას განეკუთვნება საგანძური, რომელშიც სკამისა და ლანგრის ნაწილებიც კია...

 

სერიალების სამყაროში

სერიალების ბუმია – უყურებს ყველა, თუმცა აღიარებენ  ერთეულები. ასეა თუ ისე, საინტერესოა, სად არის გადაღებული ბევრისთვის საყვარელი სერიალები.

დავიწყოთ თურქული „დიდებული საუკუნით“ – თითქმის მთელი სერიალი გადაღებულია სტამბულში, თოფქაფის სასახლეში. იქვე გაკეთდა რამდენიმე პავილიონი და თქვენ წარმოიდგინეთ, ომის რამდენიმე ბატალური სცენის გადაღებაც კი მოხერხდა სასახლის ეზოში.

„შერლოკი“ – დიდი ბრიტანეთი. „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის“ თანამედროვე სატელევიზიო ვერსია. „შერლოკ ჰოლმსი, ბეიკერ-სთრითი 221B“ – ეს წარწერა მიამაგრეს სახლზე, რომელიც მდებარეობს ნორთ ჰოვერის ქუჩაზე, ლონდონის ცენტრში. პავილიონებიც იქვე, ამ სახლის ახლოს მდებარე საკმაოდ პოპულარულ კაფე „სპიდიში“ მოაწყვეს.

„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ – ძველი და ბევრისთვის ლამის მშობლიური სერიალი. ყველამ იცის, რომ მოქმედება სერიალში გერმანიაში ხდება. გადაღებები კი ლატვიაში მიმდინარეობდა. შვეიცარიაც კი რიგის ერთ-ერთ ქუჩაზე – იაუნიელაზე მოაწყვეს. მაყურებელი, ბუნებრივია, ვერც ვერაფერს მიხვდა. დღეს იქ ბუმიკ-ოტელი და ფეშენებელური რესტორანია გახსნილი.

 

 

скачать dle 11.3