კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი მეგობრის არასრულწლოვან შვილს გარყვნილ ქმედებებს აიძულებდა

46 წლის მურმან ჭ-ძე სამართალდამცველებმა გარყვნილი ქმედების ფაქტზე დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცის დაკავება ფაქტზე მოხდა და დაზარალებული არასრულწლოვანი გოგონა მას გარყვნილ ქმედებაში ამხელდა, დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა.  ოპერტიული ინფორმაცია ამ დანაშაულის შესახებ პოლიციაში ანონიმური ზარით შევიდა. ქალბატონმა, რომელმაც თავი არასრულწლოვანი მარი ბ-ელის გულშემატკივრად წარადგინა, განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მამაკაცს 13 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა. 

13 წლის მარი ბ-ელი სოციალურად დაუცველ ოჯახში იყო გაზრდილი. ბავშვობიდან ობლად დარჩენილ  გოგონას მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავდა, რომელიც შვილიშვილს უკიდურესი გაჭირვებით ზრდიდა. მურმან ჭ-ძე გოგონას სკოლიდან იცნობდა, სადაც თავად ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ, ბავშვებთან არასათანადო მოპყრობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მარი ბ-ელს, რომელიც საკმაოდ თამამი ქცევებით გამოირჩეოდა, მურმან ჭ-ძე სხვა მხრივაც იცნობდა – გოგონას, გარდაცვლილი მამა მისი თანაკლასელი იყო და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.  

 როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, მურმან ჭ-ძემ გოგონასთან ინტიმური კავშირი პირველად ამბის გამოაშკარავებამდე ერთი თვით ადრე დაამყარა. 

ამონაწერი მარი ბ-ელის ჩვენებიდან: „მურმან ჭ-ძეს არ ვიცნობდი. პირველად მაშინ ვნახე, როცა მეგობართან სტუმრად მიმავალს მანქანა გამიჩერა და გაყვანა შემომთავაზა. მანქანაში  არ ვუჯდებოდი, მაგრამ, როცა მითხრა, შენს სკოლაში ფიზკულტურის მასწაველებლი ვიყავი და მე კარგად გიცნობო, წაყვანაზე დავთანხმდი. მერე მეც გამახსენდა ეს კაცი, რომელიც ჩვენს სკოლაში მაშინ მუშაობდა, როცა მე მესამე კლასში ვიყავი და ერთი-ორჯერ მან ჩაგვიტარა ფიზკულტურის გაკვეთილი.  მანქანაში უკან ჩავჯექი, რაზეც მითხრა: შენ რა მორიდებული გოგო ყოფილხარ, წინ რატომ არ ჯდებიო. შემრცხვა და წინ გადავჯექი.  მოკლე ქვედაბოლო მეცვა, რის გამოც  მორიდებულად ვიჯექი. მურმანმა რამდენჯერმე ხელი გამოაპარა ჩემი ფეხებისკენ. ჯერ მეგონა, რომ შემთხვევით მოუვიდა, შემდეგ კი მივხვდი, რომ ამას განგებ აკეთებდა. ის შორი გზით წავიდა, გამომკითხა, როგორ ვცხოვრობდი ბებიასთან ერთად, მყავდა თუ არა შეყვარებული. სანამ ჩემი მეგობრის სახლთან მიმიყვანდა, გზად მიტოვებული პარკის ტერიტორია უნდა გაგვევლო. მურმანმა მანქანა იქ გააჩერა და მოფერება დამიწყო. მე გავუძალიანდი, მაგრამ, ფიზიკურად ვერ გავუმკლავდი. მურმანმა მანქანაში მითხრა, ხანდახან შემხვდი და, ფულსაც გაჩუქებ და ტანსაცმელსაც გიყიდიო. მე შეშინებული ჩამოვხტი მეგობრის სახლთან, მაგრამ, ორი დღის შემდეგ მურმანი კიდევ შემხვდა. მეორედ უკვე მოტყუებით ჩამისვა მანქანაში და იგივე გაიმეორა, რაც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს”. 

გოგონას დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან 13 წლის მოზარდს სქესობრივი კავშირის დამყარება შესთავაზა.

  როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, ამის შემდეგ  მოძალადე მამაკაცი გოგონას სახლთან რამდენჯერმე ჩაუსაფრდა და, გარდა იმისა, რომ მანქანით წაყვან-წამოყვანას სთავაზობდა, ორჯერ ფულიც აჩუქა. 

ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „ერთხელ ათი  ლარი მაჩუქა, მეორედაც ათლარიანი ჩამიდო ჯიბეში. მურმანი  ხან მემუქრებოდა – ამაზე არავისთან არაფერი მოყვე, თორემ, ორივეს ციხეში გამოგვამწყვდევენო, ხან კი  მეხვეწებოდა, არავის არ უთხრა რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ მოფერების საშუალება მომეციო.” 

გაჭირვებული გოგონა მამაკაცს, რომელიც მას გარყვნილ  სექსუალურ მომსახურებას სთხოვდა,  ფულს ართმევდა. სამი შეხვედრის შემდეგ მარი ბ-ელმა  ამ ამბის შესახებ  მეგობარს გაანდო, რომელმაც ეს ყველაფერი დედას უამბო.  სწორედ ამ ქალბატონის ანონიმური ზარის შედეგად მოხდა მოძალადე მამაკაცის აყვანა დანაშაულის ჩადენის დროს. ქალბატონმა იცოდა ის ადგილი,  სადაც მურმან ჭ-ძეს მარი ბ-ელი დაჰყავდა – ამის შესახებ ის შვილისგან იყო ინფორმირებული.        

 როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მურმან ჭ-ძე გარყვნილ ქმედებაში მაშინაც იყო შემჩნეული, როცა ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მისმა ყოფილმა კოლეგებმა მიაწოდეს. მათი განცხადებით, ოთხი შვილის მამას აშკარად ატყობდნენ, რომ სექსუალური გადახრები ჰქონდა და ამას არც მოზარდებთან მალავდა. ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, სკოლის დირექტორმა მურმან ჭ-ძეს გაკვეთილების შემდეგ ფიზკულტურის დარბაზში საეჭვო ვითარებაში შეუსწრო მეხუთეკლასელ გოგონასთან, რის შემდეგაც დირექტორმა ფიზკულტურის მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვა. „როგორც ხმა გამოვიდა, მურმანი დიდხანს ეხვეწებოდა დირექტორს, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა და პოლიციამდე არ მიეტანა,” – განაცხადა პედაგოგმა გამოძიებასთან. სკოლის  შემდეგ მურმან  ჭ-ძემ მუშაობა საბავშვო ბაღის დარაჯად დაიწყო, თუმცა, ძალიან მალე, გაურკვევლი მიზეზით, მას სამსახური დაატოვებინეს. მამაკაცს რაიონში ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, ყველა ეჭვობდა, რომ ყოფილი მასწავლებელი  სექსუალური მოძალადე  იყო და შვილის ტოლ ბავშვებზე ძალადობდა. მისი უფროსი შვილის ტოლი იყო მარიამ ბ-ელიც, რომელიც მამაკაცის ბოლო მსხვერპლი გახდა.  დაზარალებული გოგონას დაკითხვა ფსიქოლოგისა და პედაგოგის თანხლებით მოხდა. როგორც მარი ბ-ელი სამართალდამცველებთან აცხადებდა, მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში დაჰყავდა ის წინასწარ შერჩეულ ადგილას და მას გარყვნილ ქმედებებს აიძულებდა. გოგონას განცხადებით, ფულს იმიტომ ვართმევდი, რომ ბებიასთვის საჭმელი და წამალი მიმეტანა. არც კი ვიცოდი, ამ ურთიერთობას ბოლოს რა მოჰყვებოდაო.    

 სასამართლო პროცესზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულმა ოთხი შვილის მამამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მისი დაცვა  სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს დაევალა, თუმცა  ყველა მტკიცებულება მამაკაცის სექსუალურ გადახრებზე და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მეტყველებდა, რის გამოც მას დასაცავიც არაფერი ჰქონდა. სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის აღიარებითი ჩვენება და თხოვნა, არ დაესაჯათ ის როგორც  ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამა და  ჩადენილი დანაშაულისთვის მურმან ჭ-ძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

 

скачать dle 11.3