კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზნით მოაძებნინა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის მოძღვარი და შეიტყო თუ არა მან ის, რაც აინტერესებდა

იყო, თუ არა იოსებ სტალინი ეკლესიური პიროვნება? ან, რა წვლილი მიუძღოდა სტალინის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ქრისტიანულ მრწამსს? – ამ კითხვებზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, ვინაიდან, მეცნიერები ორ ნაწილად იყოფიან ამ თემაზე მსჯელობისას: ერთნი მიიჩნევენ, რომ სტალინი უდავოდ რელიგიური ადამიანი იყო; მეორენი კი ამბობენ, რომ, შეუძლებელია, ადამიანი, რომელმაც შექმნა ათეისტური ზესახელმწიფო, ეკლესიური პიროვნება ყოფილიყო.  ორივე მხარის არგუმენტები მეტ-ნაკლებად სანდო დოკუმენტურ ან სხვა სახის მასალებს ემყარება. ამჯერად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით შევეცდებით აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

იოსებ სტალინის დედა, ეკატერინე გელაძე, მორწმუნე ადამიანი იყო. ის გორის მიძინების ეკლესიის მრევლი გახლდათ და ჩვილი იოსებიც ამავე ეკლესიაში მოანათვლინა. არ არსებობს სანდო მასალა იმის შესახებ, იყო თუ არა ეკლესიური იოსების მამა, ბესარიონ ჯუღაშვილი. თუმცა, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე (ოჯახის მიტოვება, განუწყვეტელი ლოთობა), უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ ყოფილა ეკლესიური პიროვნება. იმ პერიოდში წესად იყო მიღებული, ყველა ეკლესიურ ოჯახში, რომ მშობლებს შვილები პატარაობიდანვე იმ ტაძარში დაჰყავდათ, რომლის მრევლიც თვითონ იყვნენ. იცავდა თუ არა პატარა იოსებ ჯუღაშვილი მარხვას და იცავდა თუ არა ის ქრისტიანობისთვის აუცილებელ სხვა ზნეობრივ ნორმებს, ან, მოსწონდა თუ არა წირვაზე დგომა, ჩვენთვის ცნობილი არ არის, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ იოსებ ჯუღაშვილი დედის სურვილს დაემორჩილა – გორის სასულიერო სასწავლებელში შევიდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. დედას კი სურდა, რომ იოსები მღვდელი ან დიაკვანი გამოსულიყო, მაგრამ, უცნობია, რას ფიქრობდა ამაზე, სასულიერო სასწავლებელში მიმავალი იოსები. შესაძლოა, იმ პერიოდში მას გააზრებულიც არ ჰქონდა არც სასულიერო სასწავლებლის დანიშნულება და არც ის, თუ რა როლი უნდა შეესრულებინა მის ცხოვრებაში სასულიერო განათლებას. მიუხედავად ამისა, გორის სასულიერო სასწავლებელში იოსებ ჯუღაშვილის შესვლა მნიშვნელოვანი ფაქტია. იმხანად ამგვარი სასწავლებელი ძალზეც ღრმა განათლებას აძლევდა აღსაზრდელებს, ყოველ შემთხვევაში, მის კურსდამთავრებულს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ძველ და ახალ აღთქმაში, დოგმატიკაში; იცოდა ძირითადი ეპიზოდები ეკლესიის ისტორიიდან. ასე რომ, გონიერი მოწაფე სერიოზულად უნდა დაინტერესებულიყო ეკლესიითა და ეკლესიური ცხოვრებით. მაშინაც და შემდგომაც, ხშირად ხდებოდა, რომ სასულიერო სასწავლებლის მოწაფეების ნაწილი სერიოზულად არ უდგებოდა პროგრამით გათვალისწინებული საგნების შესწავლას და, ცხადია, ასეთი ადამიანი არც ეკლესიური ცხოვრებით იქნებოდა გატაცებული. იოსებ ჯუღაშვილის შემთხვევაში ეს ვარაუდი უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან, მისი სასულიერო განათლება გორის სასულიერო სასწავლებლით არ დასრულებულა – მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ სტალინმა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. ამ დროს ის იმ ასაკში იყო, როცა უკვე კარგად უნდა სცოდნოდა სასულიერო სემინარიის დანიშნულება და პირადად მისი სემინარიაში მისვლის მიზანი. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ სასულიერო სასწავლებლებიდან და თბილისის სასულიერო სემინარიიდან ძალიან ბევრი ათეისტი გამოვიდა, რომლებმაც შემდგომ მთელი ცხოვრება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას შეალიეს. მაგალითად: სილობისტრო ჯიბლაძე, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია და სხვები. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ოთხი წლის განმავლობაში იოსებ ჯუღაშვილი სანიმუშო მოწაფე იყო. გორის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მან გაიღრმავა – ძველი და ახალი აღთქმა მან ძველ სლავურ ენაზე შეისწავლა; ასევე, წარმატებით დაძლია სასწავლო პროგრამები ყველა საგანში, მათ შორის – რუსეთის ისტორიაში, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში. გალობდა სემინარიის ვაჟთა გუნდში... არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ირიბად მაინც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სტალინს პროტესტის გრძნობა გასჩენოდეს, პირიქით, ის გულმოდგინედ სწავლობდა და სასწავლო წლის ბოლოს მის მიერ დაწერილი თხზულება ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. თითქოს არაფერი უშლიდა ხელს, რომ სემინარიის დამთავრების შემდეგ სტალინს წარმატებული სასულიერო კარიერა ჰქონოდა, მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. საერთოდ, ცნობილია, რომ ბევრ მორწმუნე ადამიანს, სემინარიელს, თუ არასემინარიელს, მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, მის გარშემო გამეფებულმა უსამართლობამ და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობამ, ღმერთისადმი რწმენა შეურყია. ცხადია, ეს ეშმაკისგან იყო, მაგრამ, გაბოროტებული ადამიანი ბუნებრივია, ამას იმ მომენტში ვერ გრძნობდა. სწორედ ასეთ შემთხვევაზეა ნათქვამი: „ადამიანზე ეშმაკი მაშინ იმარჯვებს, როცა მას ეშმაკის არსებობა ავიწყდება”. უნდა ვივარაუდოთ, რომ იოსებ ჯუღაშვილს ღმერთისადმი რწმენა სოციალურმა უსამართლობამ შეურყია. მან იმედი დაკარგა, რომ როდესმე სოციალური უსამართლობა მოისპობოდა და ჩადგა მათ რიგებში, ვინც სოციალური უსამართლობის მოსპობა საკუთარი ძალებით გადაწყვიტა. დაივიწყეს მცნება, რომ „სამყაროში ყველაფერს ღმერთი განაგებს”. სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სტალინი აღარ შეიძლება, ყოფილიყო ეკლესიური, რადგან მან სოციალური უსამართლობის დასამარცხებლად რევოლუციის, ანუ ძალდატანებისა და სისხლისღვრის გზა აირჩია. ამით კი, პრაქტიკულად, უარყო მცნება: „არა კაც ჰკლა”! 

როდის დაიწყო სტალინის შემობრუნება ეკლესიისკენ, ძნელი სათქმელია. თუმცა, უდავოა, რომ 1941 წლიდან, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, ათეისტთა პარპაში და ათეისტური განუკითხაობა ნელ-ნელა შეიზღუდა. ბევრი ეკლესია, რომელიც 30-იან წლებში დაიხურა, ხელახლა აკურთხეს და მათში ღვთისმსახურება აღადგინეს. ცხადია, ყველა კომუნისტი ლიდერი ამას არ ეთანხმებოდა. სწორედ მათ გასაგონად უთქვამს ერთხელ სტალინს: ქმარი და შვილები რომ ომში ჰყავს გაგზავნილი, იმ ქალს ეკლესიაში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას ნუ დაუშლითო.

უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა 1943 წლის სექტემბერში. ამ დროისთვის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქობა პრაქტიკულად გაუქმებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1917 წელს რუსეთში აღდგა პეტრე პირველის მიერ გაუქმებული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის თანამდებობდა, ამ დროისთვის რუსეთს, პრაქტიკულად, არ ჰყავდა პარტიარქი. აღარ იწვევდნენ საეკლესიო კრებებს. სტალინის ინიციატივით, კრემლში მიიწვიეს მიტროპოლიტი სერგი, და კიდევ სამი მეუფე. რა უნდა ყოფილიყო საუბრის თემა, მეუფეებმა წინასწარ არ იცოდნენ. ბელადმა მათ ჰკითხა: არ გინდათ, რომ პატრიარქობა აღდგესო? გაოცებულმა მეუფეებმა, რა თქმა უნდა, დედებითი პასუხი გასცეს. თუმცა, მათთვის წარმოუდგენელი იყო, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პატრიარქობის აღდგენისთვის. პატრიარქობის აღდგენა ძალზე რთული საქმე გახლავთ და მოსამზადებლად დიდი სამუშაოს შესრულებას საჭიროებდა. სტალინმა, როგორც სჩვეოდა, ყველაფერი გაამარტივა და მეუფეებს უთხრა: „მერე, რაღას უცდით?! მოიწვიეთ საეკლესიო კრება და აღადგინეთ პატრიარქობა”. მოულოდნელმა სასწაულმა რუსი მეუფეები გაახარა. ერთ-ერთმა გაბედა და სტალინს უთხრა: ბევრი ღვთისმსახური ციხეებსა და გადასახლებაში იმყოფება, იქნებ მათი საქმე გადაიხედოსო. სტალინმა მოკლედ მოუჭრა: „ვნახოთ!” ამის მიუხედავად, უახლოეს თვეებში სტალინმა გაათავისუფლა 20 ათასამდე მსჯავრდებული ღვთისმსახური ციხეებიდან და გადასახლებიდან. 1943 წლის სექტემბერშივე მოიწვიეს რუსეთის საეკლესიო კრება და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად, მიტროპოლიტი სერგი აირჩიეს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლს სტალინისთვის უკითხავს: ათეისტური ზესახელმწიფოს შემქმნელი, როგორ ისურვებდით დაკრძალვას? სტალინს გასაგებად და მოკლედ უპასუხია: „რა თქმა უნდა, ქრისტიანულად!” პასუხს საყოველთაო გაოცება გამოუწვევია. 

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სტალინთან რეგულარულად დადიოდა მისი მოძღვარი. არავინ იცის, სტალინი აღსარებას აბარებდა და ეზიარებოდა, თუ – არა. თუმცა, მოძღვარს რომ ხანგრძლივად ესაუბრებოდა, ეს დადასტურებული ფაქტია. ცობილია, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის მოაძღვარი მოაძებნინა, უნდოდა, შეეტყო, თუ რაზე ესაუბრებოდა მას ბელადი. მოძღვარმა პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და საიდუმლო არ გათქვა.

ჩადენილი ცოდვების მონანიების უფლება, ცხადია, იოსებ სტალინს ჰქონდა. ჩვენთვის უცნობია, შეუნდო თუ არა მოძღვარმა სტალინს ცოდვები. ერთი რამ კი უდავოა: როცა ადამიანი, თუნდაც ისეთი დიდი ცოდვებით დამძიმებული, როგორიც იოსებ სტალინი იყო, შენდობას ითხოვს, მას უეჭველად სწამს ღმერთის.

 

скачать dle 11.3