კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომედონები – ეს საშინელი შავი წერტილები

სახეზე გაჩენილი შავი წერტილები, იგივე კომედონები (acne comedonica) საშიში მოვლენა არ არის, მაგრამ, დისკომფორტს მართლაც სერიოზულს ქმნის – იმდენად არასასიამოვნო ვიზუალი აქვს, რომ მათი გაჩენის შემდეგ ადამიანი სულ დაძაბულია, რადგან, ნაცნობებისა თუ უცნობების მზერა მაშინვე „შეახსენებს“ შავი წერტილების არსებობას.

ბევრს ჰგონია, რომ კომედონების წარმოქმნა გამოწვეულია არასწორი კვების ან კანის გარეგანი დაბინძურების გამო, მაგრამ, სინამდვილეში, ფორები ამოვსებულია კანის ჭარბი ცხიმისა და მკვდარი კანის ნაწილაკების ერთგვარი „საცობებით“.

კომედონები, როგორც წესი, ჩნდება, სახის T ზონაზე, ანუ, შუბლზე, ცხვირსა და ნიკაბზე, რადგან, სწორედ ეს უბნებია სახის ყველაზე ცხიმიანი მონაკვეთები.

პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ შავი წერტილები არ არის კანის დეფექტი. კომედონები არსებობს როგორც ღია, ისე – დახურული, ბაცი ფერის. ასევე, მათი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს მეტაბოლიზმი და ჰორმონული სტატუსი. შესაბამისად, კომედონები უმეტეს შემთხვევაში ჩნდება გარდატეხის ასაკში. შესაძლოა, შავი წერტილების გაჩენის პროვოცირება მოახდინოს არასწორად შერჩეულმა კოსმეტიკამაც, მაგალითად, თუ ხშირად იყენებთ ზედმეტად ცხიმიან კრემებს ან ტონალურ კრემსა და პუდრს ერთად. ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად, პირველ ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამოდევნა ხელით. არც სპეციალური წებოვანი პლასტირია პანაცეა – ის აშორებს კომედონების მხოლოდ ზედა ფენას და რამდენიმე დღეში შავი წერტილები ისევ გაჩნდება. შედარებით ეფექტურია ხალხური მეთოდი – მარილისა და სოდის თანაბარი ნარევით პრობლემური უბნების გაწმენდა, რაც, შეიძლება შედეგიანიც კი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც უპრობლემო კანი აქვს, მაგრამ, მგრძნობიარე კანისთვის ეს ხერხი კატეგორიულად არის აკრძალული. მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ და, რეგულარულად და სწორად უნდა გაიწმინდოთ სახე, კერძოდ: დაბანისას გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც აქვეითებს კანის ცხიმის გამომუშავებას; როგორც წესი, მათ შემადგენლობაში უნდა შედიოდეს სალიცილისა და გლიკოლის მჟავეები. ასევე, სახლის პირობებში კარგია კვირაში ორჯერ მსუბუქი პილინგის გაკეთება (1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი  + 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი + 1 კვერცხის გული  + მჭადის ფქვილი ან დაფქული „ჰერკულესი“ შეაზილეთ ერთმანეთს – უნდა გამოვიდეს ბლანტი კონსისტენციის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილ წყალში დასველებული დოლბანდის ტამპონით, თან მსუბუქად დაიმასაჟეთ) – ამით მოიშორებთ კანის გარქოვანებულ ზედა ფენას და ხელს შეუშლით ფორებში „საცობების“ გაჭედვას. ასეთი პილინგებისთვის, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ გახეხილ ხილსა და ბოსტნეულში შეზელილი დაფქული „ჰერკულესი“ ან თეთრი თიხა. ოღოდ, თიხის ნიღაბს აქვს ერთადერთი ნაკლი – ის ძალიან აშრობს კანს, ამიტომ, მისი წასმის შემდეგ აუცილებელია, მეტი რაოდენობითა და სიხშირით წაისვათ დამატენიანებელი საშუალებები.

თუ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგაც ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, ესე იგი, გარდაუვალია მექანიკური გაწმენდა, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს თვითონ, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ კოსმეტოლოგს თვეში ერთხელ – უფრო ხშირი მექანიკური გაწმენდა აფართოებს ფორებს და, შესაბამისად, შესაძლოა, უფრო მოზრდილი შავი წერტილები წარმოიქმნას.

скачать dle 11.3