კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი თმა, რის გამოც ხშირად მიჩნდება ქერტლი, განსაკუთრებით – ახლა, გაზაფხულის სეზონზე. ვარ ალერგიული და ამიტომ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებსაც კი ვერ ვხმარობ. გთხოვთ, მასწავლოთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი რამე ნიღაბი მშრალი თმისთვის, რომელსაც სახლის პირობებში თვითონ გავიკეთებ.

პასუხი: მშრალი თმის ნიღბად ყველაზე ადვილი და სასარგებლოა არაჟნის, მაწვნის, კეფირის ან იოგურტის (ხილისა და შაქრის დანამატების გარეშე) გამოყენება. რძემჟავა პროდუქტებში შემავალი ნივთიერებები სწრაფად აღწევს მშრალი თმის სტრუქტურაში, ატენიანებს მას, იცავს მტვრევადობისგან, აძლევს ბზინვარებას, ამაგრებს ძირებს და აქრობს ქერტლს. ნიღაბი წაისვით დაბანილ თმაზე, გაიჩერეთ  30 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულითა და გვირილის თბილი ნახარშით.

კითხვა: ერთი თვეა, რაც ჩემი თმის ღერები გახდა უფერული და მტვრევადი. ასევე, გამიჩნდა ბოლოჭამიები. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენი თმის მდგომარეობა, სავარაუდოდ, გამოწვეული უნდა იყოს არასწორი კვებით და არასწორი მოვლით. საერთოდ, გაზაფხულის დადგომისთანავე იჩენს ხოლმე თავს მსგავსი პრობლემები. ამიტომ, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიიღეთ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები და თევზეული. გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ თავი დაიბანოთ ნატურალური საშუალებებით და არ გამოიყენოთ ფენი. რაც შეეხება უკვე დაზიანებულ თმის მკურნალობას, სახლის პირობებში საუკეთესო ვარიანტია ზეთოვანი ნიღბები, კერძოდ, თანაბარი რაოდენობით (თითო დესერტის კოვზი) შეურიეთ ერთმანეთს თალგამის, აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთები, ჩაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი და კარგად ამოურიეთ. მიღებული მასა შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე 36 გრადუსამდე და შეიზილეთ თმის ძირებში. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.

 

 

скачать dle 11.3