კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ფრიდრიხ დიდი ძაღლების დიდი მოყვარული იყო. მან საყვარელი ძაღლი, ალკინი, თავისთვის განკუთვნილ სამარხში დააკრძალვინა.

* წითური თმის მოდა ნაპოლეონ მესამის ცოლმა, ევგენიამ შემოიტანა.

* ტბა ლოხნესი 23 მილის სიგრძის კალედონის არხის ყველაზე ცნობილი ნაწილია.

* ამერიკულმა კომპანია „მაგავოკსმა“, რომელიც ტელევიზორების დისტანციური მართვის პულტებს აწარმოებს, შექმნა ახალი პულტი: თუ პულტი სადმე „დაიკარგება“ და ტელევიზორს პირდაპირ პანელით ჩართავ ან გადართავ, პულტი იწყებს „ისტერიულ“ მოძრაობას, სანამ თავისივე ღილაკით არ გამორთავენ.

* კორიდის ძირითად მოძრაობებს „პასები” ჰქვია და გამოიყენება განსაკუთრებით საშიში მოქმედებების დროს. მთავარი პასებია: „ვერონიკა,” „ჩიკელინა” და „დერეჩაზო”.

* ესპანეთში მონათვაჭრობის ცენტრი სევილია იყო.

* ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ჩრდილოეთი შტატი ალასკაა, თუმცა, ის შტატი მხოლოდ 1958 წელს გახდა, მანამდე კი უკიდურესი ჩრდილოეთი შტატი მინესოტა იყო.

* აკროპროზა – აკროსტიხის პროზაული ვარიანტია, თუმცა, ამ ხერხს გაცილებით იშვიათად იყენებენ.

* კოვბოები სინამდვილეში ძალიან ცუდი მსროლელები იყვნენ. ტყვიები იმდენად ძვირი ღირდა, რომ მათ არ ჰქონდათ სროლაში დაოსტატების საშუალება.

* ყველა ობობა არ ქსოვს აბლაბუდას და ასე არ ელოდება მსხვერპლს: ობობა-არკანელები მათ „ლასოს“ ესვრიან, ობობა-მიწისმთხრელები – ქსელით ინიღბებიან, ხოლო ობობა-მგლები აბლაბუთით სოროს ქსოვენ.

* გაქცეული ლუდოვიკო მეთექვსმეტე ფოსტის მოხელემ პროფილით იცნო, რომელიც მხოლოდ ფულის მონეტებზე ჰქონდა ნანახი.

* ლეონარდო და ვინჩის მრავალი გაბედული ნოვატორული პროექტი ეკუთვნის, მათ შორისაა საბეჭდი მანქანისა და წყალქვეშა ნავის პროექტები.

* „ბისკვიტი” ფრანგული სიტყვაა და „ორჯერ გამომცხვარს” – ორცხობილას ნიშნავს.

* მოქმედი დროშებიდან ყველაზე ძველი დანიური დროშაა.

* ცნობილი მულტფილმის პერსონაჟების, მიკი და მინი მაუსების გამხმოვანებლებმა – ვეინ ოლვაინმა და რუსი ტეილორმა, 1991 წელს იქორწინეს.

скачать dle 11.3