კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შარლოტა გინსბურგი – მსოფლიო კინოს ნომერ პირველი „ნიმფომანიაკი“

წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ კინოფილმად, მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსთა ვერსიით, ერთხმად დასახელდა ლარს ფონ ტრიერის „ნიმფომანიაკი.” ფილმში მთავარი როლი ლეგენდარული წყვილის, სერჟ გინსბურგისა და ჯეინ ბირკინის ქალიშვილმა, არანაკლებ სახელოვანმა მსახიობმა შარლოტა გინსბურგბმა შეასრულა, რომელიც თავისი არაორდინარული ცხოვრების წესით არის ცნობილი.

* შარლოტა ლუსი გინსბურგი 1971 წლის 21 ივლისს დაიბადა ლონდონში, ცნობილი ფრანგი შანსონიეს – სერჟ გინსბურგისა და ინგლისელი მსახიობის – ჯეინ ბირკინის ოჯახში.

* შარლოტა პარიზში იზრდებოდა და დღემდე იქ ცხოვრობს.

* ცნობილი მშობლების გამო, შარლოტა არ იყო გახსნილი ბავშვი – მას არ უყვარდა საზოგადოების ცენტრში ყოფნა. 11 წლის ასაკში მან რამდენიმე თვე შვეიცარიაში, დახურულ პანსიონშიც კი გაატარა.

* 1984 წელს შარლოტამ მამასთან ერთად ჩაწერა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფრანგული სიმღერა „ლემონ ინცესტი”.

* შარლოტა გინსბურგი ფრანგ მსახიობ და რეჟისორ ივან ატალთან ერთად ცხოვრობს სამოქალაქო ქორწინებაში და მათ სამი შვილი ჰყავთ: ბენი, ელისი და ჯო. 

* „როდესაც პატარა ვიყავი, დედა სრულიად შიშველი პოზირებდა ჩემთან ერთად და მამა ფოტოებს გვიღებდა. ისინი ნამდვილად ეშმაკისეულები იყვნენ,” – ასე მოიხსენებდა მშობლებს შარლოტა ერთ-ერთ ინტერვიუში.

* „სექსი ეკრანზე ყოველთვის სასაცილოდ ჩანს. ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის,” – ამბობს შარლოტა გინსბურგი.

* შარლოტა გინსბურგის ნათლია იულ ბრინერი იყო.

* ლარს ფონ ტრიერის სკანდალურ ფილმში – „ანტიქრისტე”, რომელიც გაჯერებული იყო ეროტიკული სცენებით, შარლოტას ჰონორარი 75 ათას ევროს შეადგენდა.

 

скачать dle 11.3