კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყუმბარისებური დარტყმის მქონე ფეხბურთის ვარსკვლავები

საჯარიმო დარტყმის შესრულება ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავის საფირმო ნიშანია, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დარტყმისას უპირატესობას არა შესრულების მანერას, არამედ ფიზიკურ ძალას ანიჭებენ. არაერთ ყუმბარისებურ დარტყმას „დაუნგრევია” ფეხბურთელებისგან შემდგარი ცოცხალი კედელი. სწორედ ასეთი დარტყმით გამორჩეულ ფახბურთელთა საუკეთესო ექვსეულს გთავაზობთ.

რონალდ კუმანი

ლეგენდარული ჰოლანდიელი მცევლი რონალდ კუმანი ცნობილი იყო ძლიერი დარტყმით, როგორც საჯარიმოდან, ისე თამაშის დროს. მისმა ყუმბარისებურმა დარტყმამ მოუტანა ჰოლანდიის ნაკრებს ამერიკის, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ხოლო 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სამპდორიის” კარში შესრულებული ჯარიმა დღემდე ეტალონად მიიჩნევა. ამ დარტყმამ „ბარსელონას” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოაგებინა.

ედერი

1980-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების მცველი, რომლის მეტსახელებია: „ყუმბარა” და „ბომბდამშენი”. ედერს არანორმალურად ძლიერი დარტყმა ჰქონდა და ამბობენ, რომ თუკი მისი დარტყმული ბურთი ძელს ან ხარიხას ხვდებოდა, დარტყმის ხმა ასობით მეტრის დაშორებით ისმოდა. 

რობერტო კარლოსი

ფეხბურთის თანამედროვე გულშემატკივრებისთვის რობერტო კარლოსის დარტყმა, სავარაუდოდ ყველაზე ცნობილია. მას არაერთი სახელოვანი მეკარე დაუმწუხრებია. თუმცა, ყველაზე ცნობილი გოლი, ეგრეთ წოდებული „ხმელი ფოთლის” დარტყმით მან ფრანგ ფაბიენ ბარტეზს გაუტანა.

იონ-არნე რიისე

ნორვეგიელმა მცველმა იონ-არნე რიისემ თავისი ყუმბარისებური დარტყმით მალევე გაითქვა სახელი ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც ხისტი ფეხბურთი მიღებულია. „ლივერპულის” რიგებში რიისეს არაერთი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი თავისი საფირმო დარტყმით, რომელსაც გამარჯვება მოუტანია.

ალექსი

პრემიერლიგაში ასპარეზობის პერიოდში ალექსი არცთუ ხშირად ემუქრებოდა საჯარიმოთი მეტოქის კარს. თუმცა, რამდენჯერაც დაარტყა, იმდენჯერ დაზარალდნენ „ლივერპული” და „არსენალი”. ყუმბარისებური დარტყმა ბრაზილიელი ცენტრალური მცველის სავიზიტო ბარათია და ამჟამად ამით ის „პარი სენ-ჟერმენის” ქომაგებს ახარებს.

ბრანკო

კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელიც დარტყმის სიძლიერით გამოირჩეოდა. ბრანკო 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ცნობილია, რომ სწორედ ის იყო რობერტო კარლოსის ბავშვობის დროინდელი კერპი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი საჯარიმო დარტყმიდან ბრანკომ ჰოლანდიის ნაკრებს გაუტანა 1994 წლის მუნდიალზე.

скачать dle 11.3