კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუდარებელი სერენა უილიამსი

შეუდარებელი სერენა უილიამსი

სერენა უილიამსი არასდროს გამოირჩეოდა სამოდელო აღნაგობით და მისი თქმით, ბავშვობაში მუდამ შურდა თავისი დის, ვენუსის, რომელიც მასზე გაცილებით გრაციოზული და კოხტა იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერენას დაკუნთული სხეული ამჟამად სპორტსმენ ქალებს შორის იდეალურად ითვლება. ამ ფაქტის აღსანიშნავად, ჟურნალმა „ფიტნესმა” ჩოგბურთელს საკმაოდ გულახდილი ფოტოსესია მოუწყო სხვადასხვა ფერისა და ფორმის საცურაო კოსტუმებში. სერენას იდეალური სხეულით ტკბობა ჟურნალის მკითხველს მაისში შეეძლება.

 

მულტფილმის გმირი ჰალკი

სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის” და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჰალკი მულტფილმის გმირი გახდა. მობილური კავშირგაბმულობის ბრაზილიურმა კომპანია „ვივომ” ანიმაციური რგოლი შექმნა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს მიუძღვნა. ჰალკთან ერთად მულტფილმში „ჩელსის” ხუჭუჭა მცველი, დავიდ ლუიზი და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი ფიგურირებენ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 2014 წლის მუნდიალს ხორვატებთან მატჩით გახსნის, პლუს ჯგუფში   მექსიკა და კამერუნი ჰყავს.

 

1000 ცალი ყალბი მსოფლიო თასი

ჩინელმა მესაზღვრეებმა პროვინცია ჩჟეცზიანის ქალაქ იუში, ერთ-ერთ საწყობში 1 000 ცალამდე  „ფიფას” მსოფლიო თასის ყალბი ასლი აღმოაჩინეს. უახლოეს დღეებში ამ პროდუქციას უნდა დაეტოვებინა ჩინეთის საზღვრები და ლიბიაში წასულიყო შემდგომი რეალიზაციისთვის. 2014 მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენების ფაქტები ბოლო დროს აქტუალური გახდა, რადგან სუვენირების წარმოება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში დაიწყეს არალეგალურად. საგულისხმოა, რომ ქარხნების უმეტესობა, სადაც ეს სუვენირები მზადდება, ჩინეთში მდებარეობს და „ფიფა“ იმუქრება, რომ ჩამოართმევს ქვეყანას ამ უფლებას, თუკი არ დაიწყება ბრძოლა არალეგალურ წარმოებასთან.

 

ვლადიმირ კლიჩკოს შემოსავლები

 ინტერნეტ-მედიაში გასული წლის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები გამოავლინეს, რომელთა შორის პირველ ადგილზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი გავიდა. მოქმედ მოკრივეებს შორის საუკეთესოდ წოდებულმა მეივეზერმა 73,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც რამდენიმე მილიონით მეტია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის – შემოსავლები. უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო კი, მონაცემების თანახმად, 24 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა გასულ წელს. აქედან 17,5 მილიონი მან რუს ალექსანდრ პოვეტკინთან ბრძოლის შემდეგ მიიღო. 

скачать dle 11.3