კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანი იყოს კარგი ქრისტიანი ეკლესიაში სიარულის გარეშე?

პასუხი: ვინც უფლის სახლს გაურბის, გაურბის თვით უფალს და მისთვის უცხოა რწმენა და კეთილზნეობა. ასეთი ადამიანების ცხოვრება აღსავსეა ვნებებით. ეკლესიაში სიარულისა და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე ადამიანი ვერ იქნება კარგი ქრისტიანი. თუმცა არც მარტო ეკლესიაში სიარული ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანია.

კითხვა: ადამიანებს, როგორც წესი, უადვილდებათ სხვათა განკითხვა და დაცინვა, რატომ არ განსჯიან ისინი ასევე იოლად საკუთარ თავს?

პასუხი: როდესაც ამ კითხვით მიმართავდნენ წმინდა მამებს, ისინი შემდეგი სახის პასუხს იძლეოდნენ: „სხვათა განკითხვის მიზეზი მდგომარეობის იმაში, რომ ჩვენ არა გვყავს შეცნობილი საკუთარი თავი. ვისაც თუნდ მხოლოდ ერთხელ მიუპყრია სათანადო მზერა საკუთარი თავისთვის, ის არასოდეს არ მიაქცევს ყურადღებას თანამოძმეთა მანკიერებებს“.

კითხვა: ყველა ცოდვილი ერთნაირად დაისჯება თუ არა განკითხვის ჟამს, თუ იქნება განსხვავებული სასჯელის ფორმა?

პასუხი: ყოველი ადამიანი განისჯება საკუთარი სიმართლისა და საქმის მიხედვით. უფრო მკაცრად ისინი დაისჯებიან, ვინც კარგად იცოდა უფლის ნება და არ ასრულებდა მას. ხოლო ისინი, ვინც არ იცოდნენ უფლის მცნებები, დაისჯებიან იმიტომ, რომ მოვალენი არიან იცოდნენ და არ იციან, იმიტომ რომ არ გამოიჩინეს მოწადინება.

კითხვა: ეკლესიურად მცხოვრები მამაკაცები ხშირად ატარებენ წვერს, ეს აუცილებელია?

პასუხი: ეს არ არის აუცილებელი. თუმცა ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესიურად მცხოვრები პიროვნებები ხშირად ატარებენ წვერს, რათა გარეგნულად მიემსგავსონ თავიანთ მოძღვარს – იესო ქრისტეს.

скачать dle 11.3