კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ნათესავებმა და ვის ეძებენ რუსეთიდან ხაშურის რაიონში

50 წლის ვალერი ივანეს ძე ტიტოვი ეძებს: 47 წლის ვალერი არშაკის ძე გელაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავს: 47 წლის ვალერი არშაკის ძე გელაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. დედაჩემის გარდაცვალებამდე ქართველ ნათესავებთან კავშირი მუდამ გვქონდა, მაგრამ მათთან კონტაქტი წლებია, დავკარგეთ. ძალიან მინდა, მათი პოვნა და დაკარგული კავშირის აღდგენა. ამჟამად მე და ჩემი ოჯახიც ბრიანსკის მხარის სოფელ ბატაგოვოში ვცხოვრობთ. თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს. გიგზავნით დაკარგული ნათესავის სურათს. იქნებ, ვინმემ იცნოს ჩვენი ნათესავები და გვაპოვნინოს ერთმანეთი.

– როგორ და როდის დაკარგეთ ერთმანეთი ნათესავებმა?

– ვალერის დედის და დედაჩემის გარდაცვალებამდე, ჩვენს ოჯახებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ. ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა მათთან. ბაბუაჩემი საქართველოში, ხაშურის რაიონში სტუმრადაც კი იყო ვალერის ოჯახში. როგორც მახსოვს, ადრე ისინი ხაშურის რაიონის, სოფელ ახალსოფელში (სოფლის დასახელებაში დარწმუნებული არ ვარ) ცხოვრობდნენ. ისინიც ჩამოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად ბრიანსკის მხარეში. წლების წინ დავკარგეთ მათთან კავშირი, ეს დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ბევრი ვეცადეთ, გვეპოვა ნათესავები, მაგრამ უშედეგოდ. ნამდვილად არ მესმის, რატომ ვერ ვუკავშირდებით მათ ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს. შესაძლებელია, მათი ქუჩის ან სოფლის სახელწოდება შეიცვალა. ტერიტორიულად ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. დაუზუსტებელ მისამართზე ჩამოსვლისგან კი თავს ვიკავებთ. იმედი მაქვს, თქვენ დაგვეხმარებით მათ პოვნაში. გიგზავნით ფოტოს, რომელზედაც ჩვენი ნათესავები არიან. ჩემს ახალგაზრდობის სურათსაც გამოგიგზავნით, იქნებ მიცნონ? დარწმუნებული ვარ, თუ ისინი კვლავ ხაშურის რაიონში ცხოვრობენ, ჩვენ შორის კავშირის დაკარგვის მიზეზი ქუჩის სახელწოდების შეცვლაა ან, შეიძლება, უბრალოდ, მისამართი შეიცვალეს.

– მაინც, რამდენი ხანია, რაც ერთმანეთი არ გინახავთ და არც კავშირი გქონიათ?

– დაახლოებით, 20 წელი იქნება, რაც მათ შესახებ არაფერი გაგვიგია. ისე, ძალიან კარგი ხალხია, უაღრესად თბილი და კეთილშობილი, ალბათ, როგორც ყველა ქართველი. მათთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა. არ მინდა, დავკარგო ასეთ ხალხთან კავშირი. დედაჩემისთვის ისინი ბევრს ნიშნავდნენ. მისი მხრიდან ნათესავად გვეკუთვნიან.

– მას შემდეგ, რაც ნათესავებთან კავშირი შეწყდა, რა ხერხებით ეძებდით მათ?

– თავდაპირველად, წერილებს ვგზავნიდით. შემდეგ საქართველოში მომავალ ადამიანებს ვაბარებდით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიებას. მაგრამ, როდესაც ამანაც არ გამოიღო შედეგი, გადავწყვიტე, სამძებრო სამსახურებისთვის მიმემართა. ჩემი განაცხადი ვალერისა და მისი ოჯახის წევრების მოძებნის თაობაზე სამძებრო საიტზეც განვათავსე. იმედია, რამენაირად მათ შესახებ ინფორმაციას მოვიძიებ. ვალერის ოჯახის სხვა წევრების ზუსტი დაბადების თარიღები არ ვიცი. მხოლოდ მიახლოებით შემიძლია ვთქვა ვალერის დისა და ძმის დაბადების წლები – 1950-1953. სამწუხაროდ, მათი სახელები არ მახსოვს. 

– ნათესავების პოვნის შემთხვევაში, თუ აპირებთ შეხვედრას?

– ძალიან მინდა ყველას ნახვა, მართლაც მენატრებიან და მაკლია ეს ხალხი. არ ვიცი, საქართველოში ჩამოსვლას თუ შევძლებ, მაგრამ, იქნებ, ისინი მოვიპატიჟოთ. მთავარი კი ისაა, რომ ერთმანეთი ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ვალერისაც ძალიან გაუხარდებოდა ჩვენი ნახვა. მას შემდეგ, რაც ნათესავებთან კავშირი შეწყდა, ბევრი რამ შეიცვლებოდა მათ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ყველაფერი გვაინტერესებს და გვინდა მათი პოვნაც და ნახვაც.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3