კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდებიან ქალები კაცთმოძულეები და როგორ განაგრძობენ ისინი ცხოვრებას ქმრების გვერდით

მამაკაცები ღალატზე მიდიან იმიტომ, რომ არ ეშინიათ მისი შედეგების. მათი დიდი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და, საპატიებელსაც ვერაფერს ხედავენ. ისინი, ანუ კაცები, ფიქრობენ, რომ მათი პირადი ცხოვრება მხოლოდ მათი კომპეტენციაა და ქალი კმაყოფილი უნდა იყოს იმითაც, თუკი მას თავიანთ ცხოვრებაში თუნდაც ძალიან მოკრძალებულ ადგილს დაუთმობენ. განსაკუთრებული თავდაჯერებულობით ის მამაკაცები გამოირჩევიან, რომლებიც ოჯახის ერთადერთი მარჩენლები არიან და ცოლ-შვილს ფინანსურად უზრუნველყოფენ. როცა ქალს სხვა შემოსავალი არ გააჩნია და მთლიანად ქმარზეა დამოკიდებული, ენაც მოკლე უნდა ჰქონდეს, – ასეთია კაცური ლოგიკა! რა შეიძლება, დაუპირისპიროს ქალმა ასეთ ფარულ ძალადობას, რომ ბატონ-მონური ურთიერთობა თავის სასარგებლოდ შეცვალოს?!

 

თამთა (35 წლის): მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სამყარო მათი სიამოვნებისთვის არის შექმნილი და ქალებიც იმიტომ გავჩნდით, რომ მათ ვაამოთ და ზედმეტი პრობლემები არ შევუქმნათ. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია იმ დრომდე, როცა ჩვენი კაცები შეიგნებენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ქალი და კაცი აბსოლუტურად თანასწორები არიან ყველაფერში. მხოლოდ იმის გამო, რომ აგებულებით, ანუ ფიზიკურად არის ქალზე ძლიერი, კაცს არანაირი უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს. რატომ აქვთ მათ ყველაფრის უფლება, არ მესმის. ეტყობა, რაღაც ფაქტორმა ჩაუნერგა ყოვლისშემძლეობის სინდრომი.

– „რაღაც ფაქტორებში“ ქალები არ მოვიაზრებით?

– რასაკვირველია! ქალები არ ვითხოვთ იმ პატივისცემას, რასაც ვიმსახურებთ და, გაუგებარია, რატომ. თუმცა, ვხვდები – ზედმეტად ემოციურები ვართ და მსხვერპლად ადვილად ვეწირებით საკუთარ გრძნობას. დიახ, საკუთარ გრძნობას და არა კონკრეტულ კაცს. ჩვენ ჩვენი სიყვარული გვიყვარს, თორემ, რომელი კაცია სიყვარულის ღირსი?! ეგოისტები, უპრინციპოები, უსამართლოები და მოღალატეები არიან, თუმცა, რომ ჰკითხო, ჩვენ ვაზვიადებთ ყველაფერს, უმადურები და „ისტერიჩკები“ ვართ! არაფრით არ შეიძლება, მოდუნდე და კაცს შენზე ბატონობს უფლება მისცე, ყოველთვის წაგებული დარჩები – საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას. შევიყვარე და ჩემს თავზე აღარ ვიფიქრე. გავთხოვდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი მისია ოჯახში უნდა შემესრულებინა.

– ალბათ, იმის იმედით, რომ ამას დაინახავდნენ და დააფასებდნენ.

– ჩემს ქმარს გულისხმობთ? გულის სიღრმეში, ალბათ, მქონდა სურვილი, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ, პირიქით მოხდა. ჩემს ქმარს, როგორც ჩანს, არ სჭირდებოდა ისეთი ცოლი, როგორიც მე ვიყავი. არადა, ყველა დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. ვნანობ, რომ არ ვიზრუნე კარიერაზე, ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. ჩავჯექი სახლში, ჯერ ერთი შვილი გავაჩინე, ოთხი წლის მერე – მეორე, ვუვლიდი მათ და ჩემს ქმარზე ვიყავი გადაყოლილი. სამწუხაროდ, მომწონდა კიდეც ასეთი ცხოვრება.

– რატომ, სამწუხაროდ? 

– იმიტომ, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი. თურმე, ვის სჭირდება შენი თავდადება და თავგანწირვა! დიახ, მატერიალურად უზრუნველგვყოფდა და მართლა არაფერს გვაკლებდა, მაგრამ, სანაცვლოდ, პირდაპირ მეუბნებოდა, რომ უფლება ჰქონდა, ისე ეცხოვრა, როგორც მოეპრიანებოდა.

– ანუ, გეუბნებოდათ, საყვარელი უნდა მყავდესო?

– თითქმის. აბა, რას ნიშნავს, როცა კაცი გეუბნება, მე ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მომეპრიანება და შენ ხმა არ უნდა ამოიღოო?! შენ ხარ ცოლი და შენს დონეზე არავის დავაყენებ, მაგრამ, იმის უფლებას არ მოგცემ, სიამოვნების მიღებაში ხელი შემიშალო. ვშრომობ, არაფერს გაკლებთ, ფულს დაუნანებლად გაძლევთ და არც კი გეკითხები, რაში დახარჯე. ამიტომ, მაქვს უფლება, პირადი ცხოვრება მქონდესო.

– ცოლი პირად ცხოვრებაში არ მოიაზრება?

– როგორც ჩანს – არა! ან, ცოლი ერთ პირად ცხოვრებაშია და, არსებობდა მისთვის მეორე პირადი ცხოვრებაც. საკმაოდ დიდხანს ვიყავი ჩუმად და ვითმენდი.

– რატომ?

– არ ვიცი. ეს ჩემი პრობლემაა, თუმცა, გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ. ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა იყო მიზეზი, მაგრამ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა კაცი ხედავს, რომ მასზე ხარ დამოკიდებული ფინანსურად, დაუსჯელობის განცდა უჩნდება. ფიქრობს ორი მიმართულებით: პირველი – „სად წავა, უჩემოდ დაიღუპება, მშიერი მოკვდება“; მეორე – „მე ვარჩენ და ვინახავ მას, ამიტომ უფლება მაქვს, ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა. მეკუთვნის დასვენებაც და გართობაც“. ამ ლოგიკით მოქმედებენ და თავიანთი საქციელი ღალატად საერთოდ არ მიაჩნდათ. ვერ ვიტყვი, რომ ოფიციალური საყვარელი ჰყავდა, მაგრამ, „ნაშები“ არ დაიკლო. ხან ვისთან ნახავდნენ ჩახუტებულს, ხან – ვისთან. უცხოეთშიც არაერთხელ გაასეირნა „ნაშობა“. მე ყველა ინფორმაცია სრულად მომდიოდა, კარგად ვიყავი ინფორმირებული.

– და, ითმენდით?

– დიახ. მართლა მეგონა, რომ ჩემი ქმრის გარეშე დავიღუპებოდი. საკუთარი თავის იმედი საერთოდ არ მქონდა. იმდენი ხანი იყო გასული, რაც საზოგადოებაში აღარ ვტრიალებდი, გამიჩნდა კომპლექსიც, რომ ვერაფერს ვეღარ შევძლებდი. მაგრამ, საზღვარი ყველაფერს აქვს და, ბოლოს და ბოლოს, მივედი იმ კრიტიკულ წერტილამდე, როცა მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად უნდა შემეცვალა. საერთოდ არაფერი მითქვამს ჩემი ქმრისთვის, დავიწყე სამსახურის ძებნა. ძალიან მოვინდომე, რომ იტყვიან, თავი მოვიკალი და გამიმართლა კიდეც.  აღმოჩნდა, რომ ერთ ჩემს თანაკურსელს, რომელსაც ადრე მოვწონდი, ძალიან წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. ნახა ჩემი „სივი“ და დამირეკა. ეგრევე მივხვდი, რომ შენ იყავიო. დიდი ხელფასიც დამინიშნა და არც ის უკითხავს, მქონდა თუ არა სამუშაო გამოცდილება. უნდა გენახათ ჩემი ქმრის სახე, როცა ვუთხარი, სამსახურში მივდივარ-მეთქი. შოკი დაემართა და მე ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე. კიდევ უფრო გადაირია, როცა გარეგნობა შევიცვალე. მაქსიმალურად მივხედე თავს და ძალიან მაგარ ფორმაში ჩავდექი.

– რატომ ადრე არ ჩადექით მაგარ ფორმაში, თუკი ეს იყო თქვენი ქმართან ურთიერთობის მთავარი პრობლემა.?

– სტიმული არ მქონდა. სად წავსულიყავი „მაგარ ფორმაში“ – ბავშვებთან ერთად პარკში სასეირნოდ თუ საყიდლებზე?! კარგად  გამიგეთ, სახლში ჩამჯდარი ქალი, უნდა თუ არ უნდა, ისე ვეღარ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე.

– ქმარი გიშლიდათ მუშაობას?

– პირდაპირ არ მეუბნებოდა, არ იმუშაოო, მაგრამ, როცა ამ თემაზე საუბარს ვიწყებდი, ხელს ირონიულად ჩაიქნევდა და, ფაქტობრივად, დამცინოდა. „ვის რაში სჭირდები, გაგიმართლა, რომ მე შემხვდი, თორემ, ბომჟივით იცხოვრებდი, მადლობელი უნდა იყო, რომ ყველანაირი კომფორტი გაქვს...“ – აი, ასეთი ფრაზებით მპასუხობდა. საზიზღრად მანიპულირებდა ჩემს ფსიქიკაზე და არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩინა. ისიც კი ვიფიქრე, ეტყობა, უკეთესს მართლა არაფერს ვიმსახურებ-მეთქი. ჩემმა ქმარმა თავისი ღალატით მაიძულა, ჩემში სხვა ქალი აღმომეჩინა და გამეაქტიურებინა. დავიწყე კეკლუცობა და ფლირტი ჩემ გარშემო ყველა მამაკაცთან. იმიტომ არა, რომ პარტნიორს ვეძებდი, უბრალოდ, ეს მე მჭირდებოდა საკუთარი თავის რეალიზებისთვის და ფეხზე მყარად დასადგომად, თორემ, რეალურად, კაცის დანახვაც არ მინდოდა. კაცთმოძულეობის სინდრომი გამიჩინა ჩემმა ქმარმა, თუმცა, მამაკაცების მხრიდან ყურადღება ძალიან მსიამოვნებდა. ისეთი თავდაჯერებული და თავაწეული გავხდი, მეც მიკვირდა.

– ქმარმა თუ შენიშნა თქვენში მომხდარი ეს ცვლილება?

– როგორ არ შენიშნა, მაგრამ, თავიდან ვითომ არ იმჩნევდა. პოზა ეჭირა ისეთი, რაც გინდა, ქენი, ვნახოთ, ბოლოს რა გამოგივაო, მაგრამ, ახლა უკვე შიშით მიყურებს, ბუზღუნებს და ეჭვიანობს. მგონი, თავისი „ნაშოჩკებისთვისაც“ აღარ სცალია. აქტიური ცოლი ახლა მას უჩენს კომპლექსს. სახლში თითქმის არ ვარ. ბავშვებს მაინც არ ვაკლებ ყურადღებას, მაგრამ, ქმარი აშკარად „დავიკიდე“. ამას გრძნობს და, ვატყობ, ცოტა ხანში ისტერიკაშიც ჩავარდება. დავდივარ თანამშრომლებთან ერთად მივლინებებში, ივენთებზე, კაფე-რესტორნებში, ვაგიჟებ ჩემს ქმარს და უდიდეს სიამოვნებას განვიცდი ამით. ჯერ ხმას ვერ იღებს, მხოლოდ ოხრავს და ჩუმ-ჩუმად მობილურებში მესიჯებს მისინჯავს, მე კი ვითომ ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები. ჯერ სად არის, ფსიქოზი უნდა დავმართო – ის ამას იმსახურებს, ნამდვილად ღირსია. ახლა მიხვდება, რომ სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს. ყველა ქალმა უნდა გააკეთოს ის, რაც მე გავაკეთე – ეს ისევ მათთვის იქნება ყველანაირად კარგი. 

– თუ ქმარი გადაირევა, ოჯახიც უნდა დაანგრიო?

– კი მაგრამ, მისი ღალატით არ ინგრევა ოჯახი? ამას რომ ვფიქრობდი მეც, იმიტომ ვიყავი დამცირებული და შეურაცხყოფილი. ახლა კი ამას ბოლო მოეღო და ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

скачать dle 11.3