კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია გადაიტანა გიორგი ლაცაბიძემ, როგორ იპოვა ბედნიერება და რა სკანდალური ფილმი გადაიღეს მასზე ნიუ-იორკში

ჩვენი რემპონდენტი მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი, გიორგი ლაცაბიძეა, რომელიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეებზე მეუღლესთან ერთად გვესაუბრა.

 

გიორგი ლაცაბიძე: გასული წელი ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო... დავკარგე საყვარელი ადამიანი. მამაჩემი გარდაიცვალა, რომელიც ძალიან მაკლია და ყოველთვის ასე იქნება. მამას გარდაცვალებამ აბსოლუტურად გამყინა ემოუციურად, ფიზიკურად, პროფესიონალურად. მოტივაცია სრულიად აღარ მქონდა. მრავალი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარს ვამბობდი. არანაირი შთაგონება აღარ მქონდა, მუსიკალური საქმიანობა გამეგრძელებინა. ეს მომენტი ყველას ცხოვრებაში დგება და ჩემთანაც ასე მოხდა... თუმცა, მამას წასვლის კომპენსირება მოხდა იმით, რომ იმავე წელს, შევხვდი ადამიანს, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი სიხარული შემოიტანა. ერთმანეთს  10 თვეა, ვიცნობთ, მაგრამ  უკვე ბევრი მოვასწარით, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ ერთად, ბევრი რამ ერთად გადავიტანეთ – სიხარულიც და ნაღველიც. ანა შესანიშნავი მუსიკოსია, ვენის კონსერვატორიაში სწავლობს და უკვე ჩამოყალიბებული პიანისტია. იმავე კონსერვატორიაში ვასწავლი მეც, მაგრამ პირდაპირ გეტყვით – ჩემი სტუდენტი არ არის... ასე, რომ, გასული წელი უბედური იყო იმით, რომ მამა დავკარგე და ბედნიერი იმ მხრივ, რომ შევიძინე ადამიანი, რომელთან ერთადაც ვაპირებ ცხოვრება გავატარო... ძალიან მინდოდა, ჩემ გვერდით მუსიკოსი ყოფილიყო. ჩვენ ერთმანეთს ისეთ დეტალებს და ნიუანსებში ვუგებთ, სხვა ამას ვერ შეძლებდა. ამგვარ ჰარმონიისკენ ხომ ბევრი მიისწრაფის?!

– ჯვარი თბილისში დაიწერეთ. ეს ალბათ, ულამაზესი და დაუვიწყარი დღე იყო თქვენთვის?

– მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, ჯვრისწერა პირველად განვიცადე. შეუდარებელი გრძნობაა, ალბათ სიტყვებით აუწერელი, ძალიან ამაღლებული, სუფთა, ყოვლის მომცველი... ყოველთვის მინდოდა, ეს გრძნობა განმეცადა და მამა სერაფიმეს წყალობით, სვეტიცხოველში პატივი გვქონდა, ღვთის თვალებში ჩაგვეხედა და გველოცა ჩვენი კეთილდღეობისა და მომავლისთვის.

– ანა, თქვენ შეცვალეთ გიორგის ცხოვრება. თქვენთვის ვინ არის გიორგი?

ანა: გიორგი ჩემთვის ორმაგად ძვირფასია, როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება. ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს პროფესიონალურად გავიზარდო.. 

– საქართველოს პირველად ეწვიეთ.

 – საქართველოზე ჩემებური წარმოდგენა მქონდა. ვიდრე ვეწვეოდი, მეგონა, ძალიან თანამედროვე ქვეყანა იყო და რომ გავეცანი, ძალიან ბევრი სიძველე ვნახე. ამან განსაკუთრებით მომხიბლა. აქ სულ სხვა სილამაზეა. ჯვრის მონასტერზე ვიყავით და გაოცებული დავრჩი. ძალიან მომწონს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები.  სულ სხვა განწყობაა. რუსეთში არის ეკლესიები, სადაც ყველაფერი ახალია და ის იმდენად არ მომწონს, როგორც საქართველოს ძველებური ეკლესიები. ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება და მთები.  

– ბატონო გიორგი, შემოქმედებაზეც ვისაუბროთ. თქვენზე ფილმი გადაიღეს...

გიორგი ლაცაბიძე: ფილმი ნიუ-იორკში გადაიღეს. ექსპერიმენტი ჩატარდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ გოჭებს კლასიკურ მუსიკაზე. ცნობილია, რომ ღორები გენებით ყველაზე ახლოს არიან ადამიანებთან... როდესაც მუსიკას ვასრულებდი, ვაკვირდებოდი გოჭებს და აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. წყნარ მუსიკაზე ჩუმდებოდნენ, დრამატულზე კი რეაგირებდნენ. შემსრულებლისთვის, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან ვიცოდით, რაღაცას რომ დაარღვევდნენ და ეს კონცენტრაციისთვის რთულია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი შევძელით. გადაღება მიმდინარეობდა და დივიდიზე მკვეთრად ისმის პატარა ღრუტუნიც კი. ამდენად, ბევრი სირთულე იყო, შეიძლებოდა, ყველა მუსიკოსი არ დათანხმებოდა ამ წინადადებას, მაგრამ მე მომწონს ექსპერიმენტები. არ ვარ მუსიკოსი, რომელიც შეზღუდვებს ემორჩილება. ვფიქრობ, მუსიკა  მხოლოდ ადამიანებისთვის კი არა, ცხოველებისთვისაც არსებობს. მუსიკა არსებობს მთელი სამყაროსთვის – ადამიანისთვის კი არა, ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის. სვიატისლოვ რიხტერი საერთოდ შიშვლდებოდა და ისე გადიოდა ბუნებაში. არ შეიძლება, ხელოვანი ჩარჩოებში მოაქციო. ექსპერიმენტები აუცილებელია. კი, ბატონო, გაგეცინათ და მათიც მესმის, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს. იფიქრებს, რომ მე ვამეტებ, მაგრამ ვაი, იმათ, ვინც კონსერვატორულ წნეხში ექცევა და ვერასდროს დატოვებს საყვარელ „ბუნაგს”... თუ ხელოვანი ლიმიტირებული რჩება, საინტერესო აღარ არის. სიახლე აუცილებელია, თუნდაც არ გაამართლოს. უნდა ვცადოთ და ამ მცდელობაში გავიგებთ ჭეშმარიტებას. ადამიანი არ ვითარდება, თუ არ სურს, ახალი აღმოაჩინოს. ადამიანის ცხოვრება სწავლაა. რახმანინოვი რომ კვდებოდა, თავის თითებს შეხედა და თქვა, საცოდავო ჩემო ხელებო, ამდენს უკრავთ, მაგრამ, ვაი, რომ დღევანდელ დღემდე კიდევ ვერ ასრულებთ კომპოზიტორის ჩანაფიქრს ისე, როგორც უნდა ასრულებდეთ.

– ძალიან წარმატებულად დაიწყო თქვენთვის 2014 წელი...

– 2014 წელი კარგად დაიწყო. მქონდა კონცერტი სლოვაკეთის ფილარმონიაში იანვარში, რომლის ორგანიზება „გევანდჰაუზმა” გააკეთა, რომელსაც ჰოლანდია ეკუთვნის. დარბაზი გადასარევი, აკუსტიკა ფენომენალური! ჩანაწერი არსებობს და  გაყიდვაში გამოვა ივნისში... თებერვალში მთელი თვე წასული ვიყავი კალიფორნიაში, რადგან კონცერტები და მასტერკლასები მქონდა სან-ფრანცისკოს კონსერვატორიაში და პალმ-დეზერტში, რომელიც „სტეინვეი-სონმა” შემომთავაზა. ასევე, კონკურსზე ვიყავი ჟიურის წევრი, რის შემდეგაც, სოლო კონცერტი გავმართე კოაჯელა ვალეიში და ჩავწერე ახალი დისკი: (დებიუსის ესტამპები და ეტიუდები) ... ამავე კონცერტზე შევასრულე ფრანსუა პულენკის  პატარა ბაბარის ისტორია – შესანიშნავი ნაწარმოები, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ არ იცნობს თბილისის აუდიტორია. პიანისტებო, სცადეთ, არ ინანებთ! 

 

скачать dle 11.3