კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ახალი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საქართველოში – „ლანცეტი” – უპრეცედენტო ჰოსპიტალი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს

12 მაისს, დღის პირველ საათზე, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, ახალი სამედიცინო ცენტრი  იხსნება. ეს იქნება უნიკალური და უპრეცედენტო ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თანამედროვე, მაღალი სტანდარტი, ევროპაში ცნობილი და ავტორიტეტული პროფესორები, მომსახურების უმაღლესი პირობები – ეს ახალი ცენტრის  არასრული სავიზიტო ბარათია.  „ლანცეტი” არის ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი, აღჭურვილი  ძალიან მძლავრი სადიაგნოსტიკო ცენტრით, 15 საოპერაციოთი, რეანიმაციით, ლაბორატორიით,  სადაც პაციენტებს ექნებათ  საშუალება, ჩაიტარონ  გამოკვლევები  და ოპერაციები, რაც აქამდე საქართველოში შეუძლებელი იყო და რის გამოც ქართველ პაციენტებს ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, ისრაელში უწევდათ წასვლა. რა სტანდარტით იქნება გამორჩეული ახალი ცენტრი, რომლის დაარსებასაც თბილისში უკვე მოჰყვა  ბევრი მითქმა-მოთქმა, ამის შესახებ ცენტრის დამფუძნებელსა და დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ  ფარმან ჯეირანლის გავესაუბრეთ, რომელსაც 30-წლიანი სამედიცინო სტაჟი და თანამედროვე მედიცინაში  ავტორიტეტული ქირურგის სახელი აქვს. 

 

 – ბატონო ფარმან, როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ უნიკალური სამედიცინო ცენტრი, რომლის ანალოგი ჩვენს რეგიონში არ არსებობს და რატომ აირჩიეთ ამ ცენტრისთვის  თბილისი?

– სამედიცინო ცენტრის დაფუძნების იდეა, რა თქმა უნდა, უცბად  არ გაჩენილა, ამისთვის ძალიან დიდი გზის გავლა და ბევრი შრომა დამჭირდა.  30 წელია, რაც მედიცინაში, კერძოდ, ქირურგიაში  ვმოღვაწეობ. ვარ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე: ვიყავი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო მიმართულების უფროსი, ასევე ი. ტობჩიბაშივას სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. მანამდე დიდი ხანი გავატარე მოსკოვში, ვმუშაობდი  მიხეილ სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო  აკადემიაში,  ასე რომ, მთელი ჩემი შეგნებული  ცხოვრება მივუძღვენი ქირურგიას, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს პროექტი არის მთელი ჩემი პრაქტიკული და სამეცნიერო შრომის შედეგი;  ჩათვალეთ, რომ ეს არის დიპლომის დაცვა, რომელიც, მართალია, ახალგაზრდულ ასაკში ხდება, მაგრამ, თითქმის ანალოგიური  განცდა მაქვს ახლა, როცა ასეთი უნიკალური  ცენტრი იხსნება. ყველაფერი, რაც გავიარე, რაც  ვისწავლე და გავაკეთე – თავს მოიყრის ამ პროექტში, რაც იყო კიდეც ჩემი ოცნება. აქ საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი, თქვენ მკითხეთ, რატომ ავირჩიე ამ ცენტრისთვის თბილისი. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე და გავიზარდე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში, იქ დღესაც ცხოვრობს დედაჩემი, იქ არის მამაჩემის საფლავი. 

– როგორ მოხვდით იორმუღალოში გაზრდილი ახალგაზრდა მოსკოვისა და ბაქოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში?

– სკოლა იორმუღალოში დავამთავრე. მეც, სხვა აზერბაიჯანელების მსგავსად, ბაქოში მომიწია წასვლა, სადაც ნარიმან ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე.  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ინტერნატურა ეგრეთ წოდებულ „არამიანცის” საავადმყოფოში გავიარე. ძალიან მინდოდა, რომ  ქირურგიის კარგი სკოლა გამევლო. საბჭოთა კავშირის პერიოდში ვერც ევროპაში წახვიდოდი, ვერც ამერიკაში, ეს არ იყო იოლი. მე ავირჩიე მოსკოვი, სადაც 32 წლის ასაკში მივიღე სამეცნიერო ხარისხი.  ამის შემდეგ მომიწია დაბრუნება აზერბაიჯანში. სხვა არჩევანი არც მქონდა, 90-იან წლებში საქართველოში ძალიან რთული სიტუაცია იყო. თუმცა, ყოველთვის მქონდა სურვილი, დავრჩენილიყავი და მეცხოვრა აქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე.   როდესაც აზერბაიჯანში შესაძლებელი გახდა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული  ინიციატივების განხორციელება, ბაქოში ერთ-ერთი პირველი სამედიცინო კლინიკა მე გავაკეთე, რომელსაც  „ლანცეტი” ეწოდა.     

– ახლა „ლანცეტი” იხსნება თბილისშიც. რატომ ეს სახელწოდება და რა მიმართულებებით იმუშავებს ახალი სამედიცინო ცენტრი?  

– ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, რომელსაც ათი ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული, ლანცეტი ძალიან ორგანული ინსტრუმენტია. მისი მეშვეობით ხდება იმ ორგანოსა თუ დაზიანებული ადგილის მოშორება,  რომელიც ადამიანის სიცოცხლეს პრობლემებს უქმნის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს  ახალ სამედიცინო ცენტრს ასეთი სახელწოდება აქვს, ცენტრი იმუშავებს არა მხოლოდ სრული  ქირურგიული განხრით,  არამედ, ყველა იმ მიმართულებით, რის გარეშეც თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია.  „ლანცეტი” არის ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი, აღჭურვილი  ყველაზე მძლავრი ლაბორატორიებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში.  ჩვენს ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, რაც აქამდე საქართველოში შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ცენტრის მუშაობის სტრუქტურას, ის წარმოდგენილი იქნება ოთხი მიმართულებით: დიაგნოსტიკა-პოლიკლინიკა, სტაციონარი, საოპერაციო და პარაკლინიკური სამსახური. ცენტრში ფუნქციონირებს სრული პროფილი: ქირურგია, გულ-მკერდისა და სასუნთქი გზების  ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ორთოპედია, ნეიროქირურგია,  ტრავმატოლოგია, სამშობიარო ბლოკი, ინ ვიტრო განაყოფიერება,  ორგანოების ტრანსპლანტაცია, ბავშვთა ქირურგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, თორაკოაბდომინური ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია  და ასე შემდეგ. თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ერთადერთი მრავალპროფილური ჰოსპიტალია რეგიონში და მასში მედიცინის ყველა დარგია გაერთიანებული.

ჩვენი ცენტრი დაკომპლექტდა მაღალი კვალიფიკაციის პროფესორებით, ისინი მოწვეულები არიან ევროპიდან, ამერიკიდან. გასულ კვირას საფრანგეთიდან გვყვადა სტუმრად ცნობილი პროფესორი დანიელ აზულაი, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებით არის ცნობილი.  ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში არ კეთდება, ან, თუ კეთდება, მხოლოდ დაბალი ხარისხით. მაგალითად, ჩვენს ცენტრში მოხდება ღვიძლის, თირკმლის გადანერგვა; გაკეთდება ურთულესი ოპერაციები გულზე, ასევე, ნეიროქირურგიაში.  ჩვენ მოვიწვევთ არა მხოლოდ ცნობილ და ავტორიტეტულ ექიმებს, არამედ, დავეხმარებით ახალგაზრდა ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. 

–  ძალიან მაღალ  დონეზეა მოწყობილი ახალი ცენტრის ინფრასტრუქტურა. 

–  ეს არის უპირველესი პირობა.  აპარატურა,  რომლითაც აღჭურვილია ჩვენი ცენტრი, მსოფლიოს წამყვანი ფირმების მიერ არის წარმოებული.  სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი” იქნება  საერთაშორისო სტანდარტისა და დონის სამედიცინო დაწესებულება. ცენტრში იფუნქციონირებს 15 მოდერნიზებული საოპერაციო; ყოველ სართულზე იქნება განთავსებული თითო მიმართულება საოპერაციო და რეანიმაციულ  განყოფილებებთან ერთად. ჩვენ ცენტრის ტერიტორიაზევე გვექნება  ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, აღარაფერს ვამბობ დამატებით ინფრასტრუქტურულ კომფორტზე: სასტუმრო, კაფეტერია, საკონფერენციო დარბაზი და ასე შემდეგ.  სახურავზე გაკეთებულია ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, რასაც გამოვიყენებთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ცენტრში არის სასტუმრო  40 ნომრით.  ამ სასტუმროში ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ პროფესორებს, რომლებიც ჩამოვლენ ჩვენთან სამუშაოდ უცხოეთიდან. სასტუმრო, ასევე, იმუშავებს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები ადამიანებისთვის.  ის პირობები, რასაც ჩვენ  ვთავაზობთ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ  პაციენტებს, მათთვის ძალიან  ხელსაყრელი იქნება. 

– ქართველ პაციენტებს რთული ოპერაციების ჩასატარებლად ევროპაში, ისრაელში, თურქეთში უწევდათ გამგზავრება. ახალი ცენტრი ამ ტენდენციას შეცვლის? 

–  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ პაციენტებს უცხოეთში აღარ მოუწიოთ წასვლა გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის, რაც მათთვის ძალიან ბევრ ხარჯთან და  ტექნიკურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.  უფრო მეტიც, პირიქით, ისე შემოვატრიალებთ სიტუაციას 180 გრადუსით, რომ უკვე ჩვენთან ჩამოვლენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენს პაციენტებს  უწევდათ წასვლა. ამას შევძლებთ  დაბალანსებული ფასებითა და ცნობილი, ავტორიტეტული ექიმებით, რაც მათ საშუალებას მისცემთ, უფრო მისაღებ ფასებში მიიღონ იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურება, რასაც მათ ცნობილი ევროპული კლინიკები სთავაზობთ. ჩვენი საქმიანობის შედეგი ძალიან მალე გამოჩნდება.  ჩემთვის მთავარია სამედიცინო ცენტრის საქმიანობის უმაღლესი სტანდარტი. მე მოწოდებით ექიმი ვარ. გულწრფელად გეტყვით, თუ რამე ბიზნესი მქონდა, მქონდა იმიტომ, რომ ეს ცენტრი გამეხსნა. ამ ცენტრის შექმნაში დაახლოებით  25 მილიონია ჩადებული. კომერციული ინტერესიდან და მოგებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ბიზნესმენი ამ ფულს უფრო „მარტივ” მიმართულებაში ჩადებდა და ათჯერ მეტ მოგებასაც ნახავდა, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ. ევროპული საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი, სადაც ადამიანთა სიცოცხლეზე გამოცდილი ექიმები იზრუნებენ, პროფესიონალი ექიმისთვის ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.

 

скачать dle 11.3