კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის ხელფასს იღებდნენ იაპონიაში ელჩობისას საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი და იაპონიის საელჩოშივე დასაქმებული მისი მეუღლე

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი 1969 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი ოფიციალური ბიოგრაფია სამთავრობო საიტებზე, სამწუხაროდ, არ იძებნება (რომ მისი გამოცდილებისა და განათლების ცენზისთვის ჩაგვეკრა თვალი), თუმცა მის მიერ შევსებული პირველი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, ოღონდ მიუწვდომელია.

რიგით მეორე დეკლარაცია აწ პრეზიდენტის  მრჩეველს 2009 წელს შეუვსია, როგორც  საქართველოს ყოფილ ელჩს იაპონიაში. ოჯახის წევრებად მიუთითებდა, 1968 წელს ვაშინგტონში დაბადებულ ლესლი როჯერსს, 2000 წელს ნიუ-იორკში დაბადებულ ქალიშვილ მარიამს და 2006 წელს თბილისში დაბადებულ ვაჟს – ალექსანდრეს. იმხანად უძრავ ქონებას მხოლოდ ივანე მაჭავარიანი ფლობდა. კერძოდ, მისი საკუთრება იყო: საცხოვრებელი სახლი (600 კვადრატული მეტრი) და მიწის ნაკვეთი (800 კვადრატული მეტრი) საცურაო აუზით დიღომში; სააგარაკე სახლი (380 კვადრატული მეტრი) და მიწის ნაკვეთი (3 300 კვადრატული მეტრი) სოფელ ჭორვილაში; მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში (1 280 კვადრატული მეტრი) და მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში (1 000 კვადრატული მეტრი). მასვე ჰყავდა ორი  ავტომანქანა: „პრადო ლენდკურიზერ ტოიოტა” და „ვოლვო 570“. ამას გარდა, ცოლ-ქმარი ერთობლივად ფლობდა 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ძვირფას ნივთებსა და სამკაულებს, ანტიკვარულ ნოხებს, როიალ „პეტროვს“, ფერწერულ ტილოებსა და ქანდაკებებს. ლესლი როჯერსის საკუთრებად დამატებით ირიცხებოდა ანტიკვარული ავეჯი, სასადილო „სერვიროვკა“ და სპორტული ცხენები. ივანე მაჭავარიანი კი ფლობდა სახლის თანამედროვე ავეჯსა და სამზარეულოს. ვადიან ანაბრებზე ივანე მაჭავარიანი ინახავდა: 50 000, 50 000 და 10 000 აშშ დოლარს. იმ პერიოდში ივანე მაჭავარიანი სამი შპს-ს დამფუძნებელი იყო, თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა მოუტანა ერთი წლის განმავლობაში 14 000 ლარი. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს: ივანე მაჭავარიანმა, როგორც იაპონიაში საქართველოს ელჩმა, 71 000 აშშ დოლარი და 2 000 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც იაპონიაში საქართველოს საელჩოს კონსულტანტ-რეფერენტმა – 39 600 აშშ დოლარი მიიღო. წყვილს შვილის სწავლა 2008 წელს 26 000 აშშ დოლარი დაუჯდა. ამასთან, ლესლი როჯერსი ფლობდა უამრავ აქციას – დაახლოებით, 12 000-ს ერთეულს, რომელთა ნომინალის ღირებულება მერყეობდა 2-დან 18 აშშ დოლარამდე; აგრეთვე, 177 897-17 564 აშშ დოლარის ღირებულების და 5 475 730-60 859 აშშ დოლარის ღირებულების აქციას (ხელნაწერი ცუდად იკითხება და შეცდომის თავიდან აცილების მიზნით მხოლოდ აქციების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებით შემოვიფარგლები).

სულ ბოლო დეკლარაცია ივანე მაჭავარიანმა 2014 წელს შეავსო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა. უცვლელია მისი ოჯახის შემადგენლობა, ცოლ-ქმრის კუთვნილი უძრავი ქონება კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ივანე მაჭავარიანის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი დიღმის საცდელი მეურნეობის დასახლებაში (400 კვ.მ); იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (800 კვ.მ); მიწის ნაკვეთი სოფელ ჭორვილაში (1 290 კვ. მ.) საცხოვრებელი სახლითურთ (330 კვ.მ), მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში (1 290 კვ.მ), მიწის ნაკვეთი ბაკურიანში (1 000 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი ჭორვილაში (3 600 კვ.მ). ცოლ-ქმარი ერთობლივად ფლობს საცხოვრებელ სახლს დიღმის საცდელ-სასწავლო მეურნეობაში (ნაკვეთი 81, ფართობი 180 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს იმავე მისამართზე (ფართობი 1 000 კვ.მ).

ივანე მაჭავარიანს ჰყავს „ტოიოტა პრადო,” ლესლი როჯერსს – „ფოლკსვაგენ ტიგუანი.” ლესლი როჯერსს საპენსიო ანგარიშზე 315 000 აშშ დოლარი ერიცხება. ივანე მაჭავარიანს კი „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე – 41 000 აშშ დოლარი, ამერიკული ბანკის ერთობლივ დეპოზიტზე  – 131 500 აშშ დოლარი. ამჯერად სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ ლესლი როჯერსი ეწევა: ის არის 1992 წელს არიზონას შტატში რეგისტრირებული  – ლესლი როჯერს მერი ლონგსვორს ტრასტ, ლესლი როჯერს ტრასტის – დირექტორი, რამაც მას წინა წლის განმავლობაში 25 000 აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა; ასევე, 1995 წელს კალიფორნიაში რეგისტრირებული ლესლი როჯერს ჩარლზ შვაბ & კორპორაციის აქციონერი, რამაც მას წინა წელს შემოსავლის სახით, 12 000 აშშ დოლარი მოუტანა. 2013 წლის განმავლობაში ივანე მაჭავარიანმა, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა, 12 400 ლარი აიღო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, მხოლოდ 3 045 ლარის აღება მოასწრო. ლესლი როჯერსმა კი, როგორც იურიდიული კომპანია „დეკერტის“ იურისტმა, 30 000 ლარი. 2013 წელს ივანე მაჭავარიანმა ბავშვების სწავლაში 13 600 ლარი დახარჯა, სახლის მშენებლობაში კი – 60 000 ლარი.

 

скачать dle 11.3