კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხმადლიანები

საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში

 

გასულ კვირას „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსადმი საზოგადოების დამოკიდებულებაც გაზომა. მათ შორის, იმითაც დაინტერესდა, ჩვენს მოსახლეობას პარლამენტის კვლავ თბილისში ხილვა უნდა თუ ქუთაისზეც ყაბულსაა.

აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 66 პროცენტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში ურჩევნია და მხოლოდ 20 პროცენტისთვის ქუთაისია საპარლამენტო ქალაქი (დანარჩენებს ეს საკითხი არ აინტერესებთ ან ორივეზე თანახმა არიან). 

თუ საკითხს დემოკრატიის პრინციპით მივუდგებით, სადაც გადამწყვეტი უმრავლესობის ნებაა, ფაქტია, რომ პარლამენტის ადგილი თბილისშია, მაგრამ  „არც მამაცთა ნებაზეა რბოლა“ და არც საზოგადოებრივ აზრზე პარლამენტისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა – ამ გადაწყვეტილების მიღებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რისთვისაც, თავის მხრივ, დეპუტატთა ხმების ორი მესამედია აუცილებელი. იდეის ავტორი „ნაციონალები“ კი კვლავაც ქუთაისის ვერსიაზე დგანან და იმ ჩვენებას „აწვებიან“, რომ საპარლამენტო ქალაქად ქცევა ქუთაისს ააყვავებს.

ხოლო ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით აყვავებულისა ქუთაისს არაფერი ეტყობა, მაგალითად, უმცირესობის წევრმა ქ-ნმა გოგორიშვილმა შემდეგნაირად ახსნა: როდესაც გამუდმებითაა საუბარი ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე, ეს პროცესს აფერხებსო. 

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენებური პარლამენტის წევრებს ზღაპრული გმირებივით სიარულისას ქუსლებიდან ოქროს მონეტები არ სცვივათ (ან იქნებ სცვივათ კიდეც?!), გაუგებარია, მათმა ყოფნამ რა უნდა ააყვავოს?! ხოლო, მეორე მხრივ, თუ ქ-ნი გოგორიშვილის ლოგიკას გავყვებით (სადაც პარლამენტის წევრია, იქ კეთილდღეობა და სინათლეა) და იმასაც გავიხსენებთ, რომ დეპუტატები  აქტიურად აცდენენ საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომებს (ანუ „ტყუილად ვაჭმევთ პურსა“), გაცდენილი საათები ამ ფეხმადლიანებისთვის მეკვლეობით ხომ არ აგვენაზღაურებინა?! საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაშიც ჩაეთვლებოდათ. 

скачать dle 11.3