კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექსპერიმენტული პოლიტიკა

„შენ დაუკარ“

 

მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი ქართულ მღელვარე პოლიტცხოვრებაში როგორც ყველაზე აქტიურმა ფეისბუქმომხმარებელმა, თუმცა მხოლოდ ამ ტიპის პოპულარობას არ დასჯერდა და ხელი ექსპერიმენტულ პოლიტიკასაც მიჰყო. ჰოდა, რაკი მიჰყო, ხალხის რჩეულ გოგა ხაჩიძის მიერ youtobe-ზე ატვირთული  ექსპერიმენტიც იხილა ფართო საზოგადოებამ.

ექსპერიმენტის მიზანი, როგორც თავად ჩამტარებელი შენიშნავდა, კოლეგის, ბ-ნი ხმალაძის ბრალდების გაქარწყლება იყო, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როცა ეს შეეძლო, არჩევნებს, არც მეტი, არც ნაკლები, „კოკა-კოლის“ მეშვეობით აყალბებდა. სახელდობრ, ბ-ნი ხმალაძე ბრძანებდა, რომ მარკირების სითხეს ზემოხსენებული სასმელი სითხე შლიდა. ამის საპასუხოდ, ბ-ნმა ხაჩიძემ მარკირებული სითხით დასხურებული თითი „კოკა-კოლით“ სავსე ჭიქაში ჩაყო და „აღმოაჩინა“, რომ „კოკა-კოლა“ მარკირების კვალს ვერ შლის.  იმ მარტივი მიზეზით, რომ მაყურებლისთვის უცნობი დარჩა, იყო თუ არა მარკირების სითხე მართლაც მარკირების სითხე (წესითა და რიგით, თვით ხალხის რჩეულსაც კი მისი მოპოვება რაღაც მანქანების გარეშე გაუჭირდებოდა) და არც არავის შეუმოწმებია ექსპერიმენტის ჩატარების სიზუსტე, ეს ჩემ მიერ პოლიტიკურად წოდებული ექსპერიმენტი უფრო ილუზიონისტის საჩვენებელ გამოსვლად დარჩა.

თუმცა იგი (ანუ ბ-ნი ხაჩიძე) ამაზე არ შეჩერებულა და სულ ახლახან მოსმენების ფაქტის გამომზეურებაც გადაწყვიტა, ამჯერად „თანამზრახველთან“ და თანაგუნდელთან, კოლეგა ბ-ნ ჯაფარიძესთან დუეტში. დეპუტატებმა ტელეფონით პრემიერ-მინისტრის სახლთან აქციის მოწყობა „დაგეგმეს“, ხოლო შემდეგ ბ-ნმა ხაჩიძემ იმავე ფართო საზოგადოებას პრემიერის სახლთან მოფუსფუსე 5-ოდე პოლიციელიც „ჩააკარტოჩკა“, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ მათი იმ კონკრეტულ ადგილას და იმ კონკრეტულ დროს შექუჩება, სწორედაც რომ, მისი ტელეფონის მოსმენის ფაქტს ადასტურებდა. 

არ დავმალავ, მეტად მისასალმებელია, როდესაც ხალხის რჩეული ასე კრეატიულად უდგება პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლის ფუნქციას, თუმცა, თუ ამ კონტროლის ილუზიონისტურ კომპონენტებს გავიხსენებთ და იმ საფრთხესაც დავუმატებთ, რომ, ჯერაც მოქმედი კანონით, ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან ისეთივე დაუცველია, როგორც ბ-ნი ხაჩიძის თანამოაზრეების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო, ჩნდება ეჭვი, რომ ხალხის რჩეულის ექსპერიმენტები სწორედ ძალოვანთა წისქვილზე ასხამს წყალს და პრობლემის გაშარჟებაში ეხმარება – იქნებ იმიტომ, რომ ძაღლი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფალი) ძაღლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მოქმედი ხელისუფლის) ტყავს მაინც არ დახევს.

скачать dle 11.3