კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩრდილოულად შეფრთხიალებულები

რფ-ს პასპორტი ჩემსას სჯობია?!

 

მას შემდეგ, რაც რფ-მ მსოფლიოს მცხოვრებთა გასაგონად განაცხადა, რომ თითქმის ყველა მსურველს, ეთნიკური რუსიდან დაწყებულს და საბჭოთა კავშირში დაბადებულით დამთავრებულს, ან ისეთს, ვისაც, თუნდაც, ფანტაზია აკავშირებდა სოციალისტურ სამყაროსთან, გულუხვად დაურიგებდა რუსულ პასპორტებს, საქართველოშიც გამოჩენილან მრავლად რუსეთის მოქალქეობის მსურველები.

საქართველოს საგარეო უწყებამ, თავის მხრივ, გააფრთხილა ეს ჩვენი რუსეთზე გულშეფრთხიალებული მოქალაქეები, რომ, თუკი იმ მოქალაქეობას მიიღებენ, ამ მოქალაქეობას დაკარგავენ. თუმცა გარეფეელობის მსურველები იმედოვნებენ, რომ, როცა რფ-ელობას გაინაღდებენ, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართავენ და სამშობლოსთან კავშირს მაინც შეინარჩუნებენ (მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას და მხოლოდ გამონაკლისის სახით აქვს პრეზიდენტს მისი მინიჭების უფლება). ჩვენი საგარეო უწყების შეშფოთება საფუძვლიანია, რადგან, თუ ყირიმის მაგალითით ვიმსჯელებთ, რუსეთის მოქალაქე ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, ისინი რეფერენდუმს მოაწყობენ გამოყოფის, ან, სულაც, პირუკუ პროცესისთვის. მანამდე კი, თუ ამის საჭიროება შეიქმნა, მათ დასაცავად რუსეთის ჯარიც უმალ მათთან გაჩნდება.

ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით ძალუმად რუსულ პასპორტებს ჯავახეთში მიეძალნენ, შესაბამისად, ახალ სეპარატისტულ საფრთხეზეც ავლაპარაკდით, თუმცა, საბოლოოდ, ირკვევა, რომ რფ-ელობის მსურველთა შორის სწორედ ეთნიკური ქართველები ჭარბობენ, ძველქართული ისტორიული, გნებავთ, უკვდავი მოტივით: „კახელების აღმა ხნული ქართლელებმა დაღმა ფარცხეს“. 

 

скачать dle 11.3