კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაასხა საკუთარ ამპარტავნებას ბენზინი თეონა კონტრიძემ და როგორ იქცა ის „ორი ვარსკვლავის” მძაფრ ელემენტად

ინტერვიუ გასულ ორშაბათს ჩავწერეთ, აი, მაშინ „პარიკი, რომ მოიხსნა და წავიდა“. დარწმუნებული ვიყავი გავიდოდა, სხვანაირად არ შეუძლია, ასე ცხოვრობდა და იცხოვრებს ყოველთვის. თუმცა, ჩემი პროგნოზი, რომ შემობრუნდებოდა – გაამართლა. ის პროფესიონალია, თავისი საქმე არაჩვეულებრივად იცის და ზღვარსაც ყოველთვის იდეალურად ავლებს, თუ სად მთავრდება საქმე და იწყება პირადი. თეონა კონტრიძის ამ კონკრეტული საქციელით ქართველმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რამხელა ენერგიას და ძალას ატარებს ეს ადამიანი, რომელიც შეუძლებელს გხდის მის მიმართ ნეიტარული დარჩე – ის ან ძალიან მოგწონს ან საშინლად გაღიზიანებს. 

 

– ჩამოხვედი და სრულიად საქართველო შენზე აალაპარაკე. რა მოლოდინები გქონდა ამასთან დაკავშირებით, გრძნობდი, რომ ეს ასეთ რეაქციას გამოიწვევდა?

– პროექტის ჟიურის წევრობა შემომთავაზეს მაშინ, როცა იანვარში, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედი. იმდენად დიდი იყო ჩემი საქართველოში მიმოსვლის სურვილი, რომ მარტივად დავთანხმდი. არანაირი გათვლა იმაზე, რომ შოუს ასეთ მძაფრ ელემენტად შევდგებოდი, არ მქონდა. საქმის გარეშე, ასე ტუტუცურად მიდი-მოდი, არ შემიძლია და მომეცა შანსი, თბილისში ხშირად ჩამოსვლის, რომელიც კარგი ფონი იქნებოდა. პირველი მოტივაცია სწორედ ეს იყო.

– მაგრამ, პირველივე კონცერტზე მიხვდი, რომ...

– მივხვდი, რომ ყველა სიტყვას, ყველა ემოციას, რომელსაც გამოვცემ, ძალიან დიდი ეპატაჟური კონტექსტი ერთვის. დიდი ხანია, მიცნობ და კარგად იცი, რომ ამაზე არანაირ გათვლას არ გავაკეთებდი. 

– გულწრფელობა ითვლება ეპატაჟურობად?

– გულწრფელობა იმდენად არა, რამდენადაც არაორდინარულობა. ადამიანი შეიძლება იყოს გულწრფელი და იმეორებდეს იმ აზრებს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი ეთანხმება – ეს არ გამოიწვევს იმ რეაქციას, რასაც მე. სხვა ქვეყანაში მოხდა ჩემი ჩამოყალიბება, თუმცა სტანდარტული აზროვნება არც მაშინ მქონია. ეს არ იწვევს ჩემში არც სიამაყეს, არც არანაირ ვიბრაციას. მაგრამ ფაქტი ასეთია – არაორდინარული ვარ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთში. ბავშვობიდან ვგრძნობდი ამას.

– რაიმე ასაკამდე ეს დისკომფორტს გიქმნიდა?

– კი, ყოველთვის. სკოლაში, „მზიურში“, ინსტიტუტში... ყველა კოლექტივში მიქმნიდა ეს დისკომფორტს. 

– როდის შეეგუე ამ მდგომარეობას?

– იმ დროს, როცა საკუთარ თავში ვიპოვე შერკინების და შეპასუხების ძალა. ძალა იმის, რომ საკუთარ არაორდინარულობაზე პასუხი მეგო. ანუ, ბავშვობიდან. არასდროს ჩემში, შიგნით, ეს პრობლემას არ ქმნიდა. 

– კოლექტივები ახსენე. გიჭირდა თუ არა კოლექტივთან ურთიერთობა და თუ გიწევს ამის გამო, რაიმე კომპრომისზე წასვლა?

– კოლექტივთან ურთიერთობა არასდროს მიჭირდა, რადგან ჩემს კონფლიქტურ ხასიათს პარალელურად ყოველთვის ერთვოდა კომუნიკაციის საოცარი ნიჭი. უზომოდ კომუნიკაბელური ვარ და თუ ეს მე მინდა, შემიძლია, კონტაქტი დავამყარო ყველასთან – გეიდან დაწყებული კანონიერი ქურდით დამთავრებული. მხოლოდ თუ ეს მე მსურს. თუ არ მსურს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ადამიანთან არანაირ კონტაქტში არ შევალ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება პროფესიონალურ მხარეს.  მომღერლობის გარდა, ჩემი კოლექტივის მენეჯერი ვარ, რაც ითვალისწინებს მილიონ კომპრომისს. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ვიცი, რომ ჩემს გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის ბედს ვწყვეტ, რომელიც ჩემს კოლექტივშია. ამის გამო, თავს ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევ. 

– შენი ფეისბუქპოსტებით თუ ვისმჯელებთ, არ გქონდა იმის მოლოდინი, რაც მაყურებლისგან მიიღე. რატომ გაგიკვირდა ეს?

– ვიცოდი, რომ ქვეყანაში საშინელი სიდუხჭირეა, მაგრამ უბრალოდ, ვერ ვხვდები, ადამიანი ამხელა აგრესიას როგორ უნდა გენერირებდეს. ვერ წარმოვიდგენდი, უბრალოდ. ჩემში აგრესიის გრადუსს მხოლოდ ერთადერთი მოვლენა წევს, კონკრეტული ფაქტი, რასაც შემიძლია, ომი გამოვუცხადო – პედოფილიაა. სხვა დანარჩენ მოვლენებს, აბსოლუტურად ლოიალურად ვეპყრობი. ვიცოდი, რომ საქართველოში სიდუხჭირეა, არსებობს „ჰაი“ კლასი, ანუ მდიდარი ფენა და გაჭირვებული ხალხი, საშუალო ფენა არ არსებობს. მსოფლიოს რომელ ქვეყანაში არ მიმუშავია და ვიცი, რა ხდება მუსიკალურ სფეროში. როდესაც პროდიუსერები ცდილობენ, რომ ანტირეკლამა ააგორონ, რაც რეკლამაზე კარგად მუშაობს, ითვალისწინებენ იმას, რომ რეაქცია გამოიწვიონ ქალებში. ამიტომაც, ყველაზე მეტად გამაკვირვა, რომ საქართველოში ჭორაობენ კაცები – მოცლილი, უსაქმური კაცები. აი, არც ერთი ქალი არ იმეტყველებს და იჭორავებს იმ ზიზღის ენით, რომლითაც ისინი მეტყველებენ; არ გამოუშვებენ იმხელა აგრესიას, რასაც ისინი უშვებენ. ამან მართლა ძალიან გამაკვირვა. 

– ქალებიც საოცრად დაუნდობლები არიან ოდნავ განსხვავებული ქალების მიმართ და სოლიდარობის ნაცვლად, ქვებს უშენენ.

– რეალიზებულ ქალს ქვებს ყოველთვის დაუშენენ. მაქვს რეალიზებულობის ხუთი ძირითადი და აუცილებელი კომპონენტი, ესენია: ქალი-დედა; ქალი-მეუღლე; ქალი-შვილი, ანუ იმ ოჯახის წევრი, სადაც დაიბადა; ქალი-მეგობარი და ქალი-პროფესიონალი. ამ ხუთივე მიმართულებაში შემდგარი ვარ. მე – ოთხმოცკილოიანი, მეტრი და ორმოცდაჩვიდმეტი ქალი. ამიტომ, მე რომ ქალებში აგრესიას ვიწვევ – ეს არ მიკვირს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქვის სროლაში ყველაზე მეტად კაცები არიან ჩართული. კაცი არ ეხმაურება ქალის დაჩაგვრას – ეს საშინელებაა. 

– რა იწვევს მათ ასეთ გაღიზიანებას?

– ალბათ, ქართველი მამაკაცების ისეთ სიმებს შევეხე, რომელიც  მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ასეთი რამ ითქვა: მე იმ ქალის დედა ვატირე, რომელიც ფიქრობს, რომ დიასახლისობა მეასეხარისხოვანიაო. ნეტავ, ამ კაცებმა იცოდნენ, რამდენს ვშრომობ ოჯახში. როგორ ვუვლი ჩემს შვილებს, ქმარს, როგორ საჭმელს ვაკეთებ. ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრის შეცვლა. საერთოდ არ მაღელვებს რას ფიქრობენ ისინი ჩემზე. მსოფლიოში ალბათ, სულ თხუთმეტი ადამიანის აზრი მაინტერესებს. 

– ალბათ, მაინც უსაქმურობაა უპირველესი, როცა სცალიათ, სოციალურ ქსელებში მთელი დღის განმავლობაში ილანძღონ.

– რა თქმა უნდა. უსაქმურობა, უსაქმურობა და კიდევ ერთხელ უსაქმურობა. საქართველოში ქალი-პროფესიონალი და ქალი-დიასახლისი ანტონიმია. კაცებს ეშინიათ, რომ თუ ქალები სამსახურში გავლენ, საკუთარ ქმედებებს დაიწყებენ, ფულს იშოვიან, ისინი ავტომატურად დაკარგავენ ძალაუფლებას. 

– და ყველაზე პარადოქსული ამ დროს ის არის, რომ ინტერნეტის ფულს, რომლითაც მთელ დღეს „ფეისბუქზე“ ატარებს, ცოლი უგზავნის საბერძნეთიდან.

– სწორედ ეს რომ ვახსენე, ქართლის დედასთან დაკავშირებით, ამან გამოიწვია ყველაზე დიდი ვიბრაცია. მამაკაცებს ეს ყველაზე მეტად მოხვდათ, რადგან ზუსტად იციან, რომ სიმართლეა. ზუსტად იციან, რომ თვითონ არ არიან წასული ემიგრაციაში და ოთხმოცი წლის ჩაფსმულ მოხუცებს არ ბანენ. თვითონ მშვენივრად იფერებენ იმ თანხებს, რასაც ჩვენი ნაწვალები და ნაჯახირები ქალები შოულობენ. 

– მგონი, საბჭოთა ცხოვრებამ გაადარდიმანდა ეს ქართველი კაცები და მიაჩვია იმას, რომ ცოლი მხოლოდ უნდა რეცხავდეს და საჭმელს აკეთებდეს, თორემ ქართველი და ზოგადად, კავკასიელი ქალი, ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო. კაცი ომში იყო და ქალი ბავშვებსაც უვლიდა, მიწაზეც მუშაობდა და გარე საქმეებსაც აგვარებდა.

– გეთანხმები. ელემენტარულად, სადმე რომ ვსხედვართ მოსკოვში კავკასიელი ქალები. ატმოსფეროთი ჩვენები იმდენად ძლიერები არიან, რომ ამის მხოლოდ ხელოვნური ჩაკვლა შეიძლება. სწორედ საბჭოთა კავშირის ფეხი-ფეხზე გადადებულობამ მოიტანა ეს დამოკიდებულება. მამაკაცები მანდარინიდან და მიხაკებიდან დაწყებული ჩინოვნიკობით დამთავრებული, მარტივად შოულობდნენ ფულს. ქალები ფიქრობდნენ მხოლოდ იმაზე, რამხელა სუფრა გაეშალათ, სად ეყიდათ ახალი ქურქი და ჩექმა, ჩეკები და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ბუნებაში. როდესაც ჩვენთან სტანდარტი და კლასიკა ოთხი და მეტი შვილი იყო, ვერანაირად ვერ იქნებოდა ქალი სუსტი და უძლური. 

– „მძიმე კაცთან“ ინტერვიუს შემდეგ, ხომ იცოდი, რომ ანათემას გადაგცემდნენ?

– არ მეგონა, მაგრამ თუ გადამცემდნენ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვიყავი. ჩემთვის კონფლიქტური გარემო ორგანულია, ბავშვობიდან ასეა. ჩემს გამონთქვამს, ქცევას რომ აგრესიული ვიბრაცია მოჰყვება, ამაზე იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს. მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, ამ ინტერვიუში ძალიან რბილი, ლოგიკური, მოტივირებული და მშვიდი ვიყავი. მიხარია, რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც მეთანხმება და ვინც რაღაცეები შეცვალა თავის ცხოვრებაში. ამას აქვს აზრი. თორემ, ვინც მლანძღავს, მათ მიერ ენერგიის ხარჯვა აბსოლუტურად უაზრო და ფუქსავატურია. მე თუ ვინმესთვის მოკრივის მსხალი ვარ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, დადგნენ და მირტყან. საზოგადოებას არ სძინავს, ეს არის მთავარი და საზოგადოება ითხოვს პროგრესს. ახლა ხშირად მაქვს საუბარი უკრაინელებთან, დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც. საუბარი მაქვს ქართველებთან და ვხვდები, რატომ არის ასეთი კატეგორიული პროტესტი ნებისმიერ დასავლურ გამოვლინებასთან. დასავლეთი სხვა სოციალური და ინტელექტუალური ნორმატივებია, რომელიც უნდა შევასრულოთ, რომ მისი ნაწილი ვიყოთ. რუსეთი ჩვენთვის უკვე ნაცნობი ადგილია. ეს არის ყოფილი ქმარი, რომელიც გირტყამს, გამცირებს, მაგრამ ის შენთვის ნაცნობი, შეჩვეული ჭირი, კომფორტის ზონაა. შეიძლება გრძნობ, რომ ეს ცუდია, არ არის ის, რასაც იმსახურებ, ხვდები, რომ სადღაც შორს უკეთესი რაღაცეები გელოდება, მაგრამ შიში, რომ დატოვო ეს კომფორტის ზონა და დაიწყო ნულიდან, უფრო ძლიერია, ვიდრე პროგრესის სურვილი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, უნდა ამოვირჩიოთ, ვის მივეცეთ. 

– ორი ადამიანია ჩვენს სატელევიზიო სივრცეში, ვინც ბედავს და ცნობილ ადამიანებს ეუბნება იმას, რასაც ფიქრობს – გოჩა ჩერტკოევი და შენ. ამან გააჩინა თუ არა რაიმე უხერხულობა შენსა და მონაწილეებს შორის.

– კი, რა თქმა უნდა. შოუს ჰქვია „ორი ვარსკვლავი“. მე არ მაინტერესებს პროფესიონალები როგორ მღერიან და როგორ მოღვაწეობენ თავიანთ სოლო კარიერაში. არ მაინტერესებს არაფერი. მე მაინტერესებს მისი შესრულება მხოლოდ ამ დუეტის კონტექსტში. ვაკრიტიკებ მხოლოდ ამ კონტექსტში და თუ ვხედავ პროფესიონალურ ხარვეზს, ამას ყოველთვის აღვნიშნავ. ჟიურის ფუნქცია არის რეპრესიული. რა თქმა უნდა, ვიღაცაში გაღიზიანებას ვიწვევ, მაგრამ უნდა გაათვითცნობიერონ, რომ აქ შესაფასებლად მოდიან. გინეკოლოგთან მიდიხარ იმისთვის, რომ დიაგნოზი მოისმონო. თუ არ გინდა გაგება, არც მიდიხარ. დამიმალეთ ტრიქამონა – არ მოსულა! ვინც ჩემზე უმცროსია, მათ ვატყობ, რომ კონცერტიდან კონცერტამდე ძალიან იზრდებიან და ზუსტად ხვდებიან იმის მნიშვნელობას, რასაც ვეუბნები. მე მაქვს ჩემი მეთოდები, ჩემი დაპატენტებული მეთოდები, თუ როგორ უნდა მონახოს ადამიანმა კავშირი თავის თავსა და პუბლიკას შორის. ამ მეთოდების გაზიარება და რჩევები საკმაოდ ძვირად ღირებულია მოსკოვში. ბევრ მათგანს ვუთხარი, შესაძლოა, ახლა ვერ მიხვდე, რას გეუბნები, მაგრამ ხუთ წელიწადში გამოიწვიოს ამან ვიბრაცია. ვეუბნები, რომ ამის გამო, მადლიერი უნდა იყო ჩემი და არა გაბრაზებული. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთი კვირის შემდეგ, ეს ნაცემი მონაწილეები ისეთი გაზრდილები მოდიან, რომ ვგიჟდები. ზოგი შეურაცხყოფილია, ზოგს სენტიმენტები აწვება, ზოგი აგრესიული ხდება, ზოგი საკუთარ თავში იკეტება და ზოგიც „მეიაზვება“ (იცინის). ვინც უფრო ძლიერი პიროვნებაა, ცდილობს, სარკაზმში გამიტაროს ყველაფერი და ამაზე მეცინება. არც ერთ ამ დამოკიდებულებაზე პრობლემა არ მაქვს, მთავარია, რომ შედეგი მოაქვს. 

– რაიმე გეგმები კიდევ გაქვს ქართულ სატელევიზიო შოუებთან დაკავშირებით?

– ისე ვიღლები ამ აგრესიასთან შერკინებით, რომ არ ვარ დარწმუნებული...

– რუსეთში ასე არ ხდება?

– არა. იქ გაცილებით რთულია პოპულარობის მოპოვება. საქართველოში ეს უადვილესი ყოფილა. საკმარისია, ერთი წინადადება თქვა, რომელსაც არ ეთანხმება უმრავლესობა და ეგრევე, დაპუტული აქვს მთელ საქართველოს თმა. ეს მეტყველებს მდაბიოობაზე და მენტალიტეტის სერიოზულ შავ დღეში ყოფნაზე, თუ ასე ადვილად შეუძლია, ადამიანს სახელი გაითქვას, ისე რომ ლარი არ ჩადოს. ეს არსად არ ხდება. თან, ამ პოპულარობას არანაირი აზრი არ ჰქონდეს. როდესაც სახელს ითქვამ, ამას კონკრეტული გეზი უნდა ჰქონდეს და ფული მოჰქონდეს. როდესაც ოცი წლის ვიყავი პოპულარობას ჰქონდა აზრი, რომ ჩემი ამპარტავნებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენზინი დამესხა, მაგრამ ახლა, 37 წლის ასაკში, ჩემს პოპულარობას ჩემთვის ფული თუ არ მოაქვს, მას არანაირი აზრი არ აქვს. არც პუბლიკა მაკლია, არც აღიარება და ტაში. ჩემს ამპარტავნებას უკვე ძალიან ბევრი წლის წინ დავასხი ბენზინი. პირიქით, სულ ვაკონტროლებ, რომ ზედმეტად არ მოვექცე ყურადღების ცენტრში. რაღაც ენერგია მაქვს, რომელიც ჯინსებით და მაისურით რომ გავიდე სუპერმარკეტში, მაინც იქცევს ყურადღებას. ამიტომ, ზედმეტი რაღაცეებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. მოკლედ, არ უნდა დაიბადოს ისეთი ადამიანი, ვინც განსხვავებულ ვიბრაციას იწვევს უმრავლესობაში და თუ დაიბადა, სადმე უნდა გაიქცეს. ძალიან ბევრი მწერს, წადი, წაეთრიე შენს მოსკოვშიო. მოდი, აქ მივცეთ სასიცოცხლო სივრცე განსხვავებულ ადამიანებს, არ არიან ისინი საშიშები, დამიჯერეთ.

 

скачать dle 11.3