კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ოდენობით შეიძლება განისაზღვროს კერძო აღმასრულებელთან აღსრულების ხარჯი თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების ღირებულება შეადგენს მთლიანობაში 200 ლარს?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ აღსრულების საქმეზე 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში – აღსრულების საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის თანხის 10 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია აღსრულების საფასური იმ შემთხვევაში, თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების ღირებულება  მხოლოდ 50-150 ლარის ფარგლებში მერყეობს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ 50-დან 150 ლარამდე აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ანდა საურავის თანხის 25 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; ხოლო 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ანდა საურავის თანხის 20 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

კითხვა: სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების საგნის ღირებულება განისაზღვრება 2 000 აშშ დოლარით. გთხოვთ,  განმიმარტოთ მოცემულ შემთხვევაში, მთლიანი თანხის რამდენ პროცენტს შეადგენს აღსრულების საფასური?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ როდესაც აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის ოდენობა  შეადგენს 500 ლარს ან 500 ლარზე მეტს, აღსრულების საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების, ანდა საურავის თანხის 7 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. შესაბამისად, თქვენთვის, მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების საფასური იქნება 2 000 აშშ დოლარის 7 პროცენტი.

скачать dle 11.3