კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირისპირ - კოლიბაქტერიებთან

ანუ ვინ უნდა ჭამოს ძღომამდე

 

ბევრი იწვალა თუ ცოტა, საქართველოს პარლამენტმა, გაწევ-გამოწევებს შორის ის მაინც მოახერხა, რომ 2014 წლის იანვრიდან იმპორტიორები და მწარმოებლები ქართულენოვანი ეტიკეტითაც დაავალდებულა და გენმოდიციფირების აღმნიშვნელი ნიშნითაც. იმის მიუხედავადაც, რომ ჯერჯერობით არ გაგავაჩნია ლაბორატორია, რომელიც პროდუქტში გენმოდიფიცირების შემადგენელს დაადგენდა, ეს სიახლე მაინც სასიამოვნოა.

ამის პარალელურად კი გრძელდებოდა მუშაობა „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების პროექტზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობოთა მონაწილეობით, შენიშვნებიც გამოითქვა და მოსაზრებებიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ნაწილი გაითვალისწინეს კიდეც. კერძოდ, ფართოვდება მომხმარებლის უფლებები და საჩივრის წარდგენის შესაძლებლობები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობაც უფრო გამჭვირვალე ხდება.

თუმცა, წესითა და რიგით, უნდა გამკაცრებულიყო სურსათის უვნებლობის კონტროლი არა მხოლოდ მსხვილ ქარხნებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, არამედ, სურსათის კუსტარულ წარმოებაშიც. მით უფრო, რომ საქართველოს ბაზარზე კუსტარულად საკმაოდ ბევრი პროდუქტი იწარმოება (ყველითა და მაწვნით დაწყებული თუ ნამცხვრებით დამთავრებული). მაგრამ კანონმდებლებმა სხვაგვარად განსაჯეს და კუსტარული წარმოებების შემოწმება 2020 წლამდე გადაავადეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუსტარულ მწარმოებლებს არათუ მღრღნელების გაწყვეტის, ხელის დაბანის ვალდებულებაც კი არ ექნებათ (შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროდუქციის აბსოლუტური უმეტესობა დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით, ისინი კი მხოლოდ ფეკალურ მასებში ცხოვრობენ). 

აქედან გამომდინარე, რთული ასახსნელია, რატომ შეგვატოვეს ჩვენმა კანონმდებლებმა კოლიბაქტერიებს პირისპირ (ეჭვი მაქვს, რომ თავად კუსტარულად ნაწარმოებ პროდუქტს არ მიირთმევენ), ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით: დაევალოს პარლამენტის თითოეულ წევრს, ძღომამდე მიირთვას კუსტარული წარმოების პროდუქცია, იმას მაინც დავადგენთ, ქართული კოლიბაქტერიები იმძლავრებენ თუ ქართველი კანონშემოქმედები! 

скачать dle 11.3