კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოათვრეს კრასნოდარში ფეხბურთის მატჩის წინ თბილისის დინამოელებმა ედუარდ სტრელცოვი

1986 წელია. მე უკვე ვეტერანებში ვწერივარ. მერედა, რაა ამაში ცუდი? ვეტერანთა გვერდით ვარ. ვეტერანთა გვერდით... მიშიკოს, სლავას, კალოევის გვერდით. მოხდა ისე, რომ ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრა დაინიშნა კრასნოდარში. მატარებლით მივდივართ. ხუმრობა ხომ არაა... კალოევის, მესხისა და მეტრეველის გვერდით ვარ. ეს უდიდესი წარმატებაა. უდიდესი სიამაყე.

თბილისიდან დაიძრა მატარებელი. თბილისელ ვეტერანებს კოლეგა ვეტერანებთან შეხვედრა უხარიათ, თორემ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, უკვე აღარ გვაღელვებს. გულით გვიხარია სსრკ-ს ყოფილ მეტოქეებთან შეხვედრა, წარსული გულისძგერის გახსენება და მოფერება: „კაკ პაჟივაეშ, ბიჩო!“ მოწყურებული გადახვევები, ძმური სიყვარული. ნაკრებში ერთად განცდილი სიხარული და სინანული. ვალმოხდილები „მსუბუქად“ ვუბერავთ ლიანდაგის ტაკიტუკში და ეს თავისებური რომანტიკაა. ჩემთვის, ამ ბუმბერაზ ფეხბურთის მეფეებთან ყოფნა აღმაფრენაა და აღტაცების უსაზღვრო დონე.

ფეხბურთელები ყოველთვის კონიაკს ვარჩევდით დასალევად. თბილისიდან დაიწყო სმა კუპეში.

მიშა მაგრად სვამდა. არ იმჩნევდა დათრობას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, ბლომად რომ სვამდნენ.

მოკლედ, გორში პურმარილი „ამოვიდა“ ჩვენს კუპეში, ხაშურში – ისევ, ზესტაფონში – ხომ და ხომ... აღარაფერს ვამბობ სამეგრელოზე...

კრასნოდარში რომ ჩავედით – დავიქადეთ, ჩემპიონები გავხვდებითო. მივედით კიდევაც ფინალამდე. აქ კი იჩინა თავი ალკოჰოლმა მთელი ძალით. ფინალში მოსკოვის „ტორპედოს“ ვხვდებით. მოსკოვის „ტორპედოში“ მაშინ „მსოფლიოს რისხვა“ ყუმბარისებრი დარტყმების ოსტატი – ედუარდ სტრელცოვი თამაშობდა. ესაა დაბრკოლება „სტრელცოვი უნდა გაითიშოს“, – იყო დავალება. სტრელცოვს დალევა არ სძულდა. დავითრიეთ მატჩის წინ და „ბრატოკ, ბრატოკის ძახილში“ ორი ბოთლი (მარტო მას) კონიაკი „გრემი“ დავალევინეთ. „გაბრუვდება, აბა, რას იზამს?“

გამოვიდა სტრელცოვი და ორი ბურთი შეგვიგდო მთვრალმა. წავაგეთ 1:2.

– მივქარეთ, – ვთქვით მატჩის შემდეგ, სამი ბოთლი უნდა გადაგვეყლაპებინა.

სლავა მეტრეველს ჩაეცინა:

– კარგი გიქნიათ, რომ ორი დაალევინეთ. სამი რომ დაგელევინებინათ, 1:3 იქნებოდაო.

თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის – გიორგი ჭილაიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3