კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

მეფე ერეკლეს ვაჟკაცობის ამბავი დუნიას რომ მოედო, ერთმა მთიელმა მოხუცმა გადაწყვიტა მისი ნახვა. მოხუცს ერეკლე ახოვან ვაჟკაცად წარმოედგინა, ნამდვილად კი ერეკლე ხომ ჩია ტანისა იყო, აკი ამიტომაც შეარქვეს სიყვარულით პატარა კახი (ნაპოლეონისა არ იყოს. „პატარა კაპრალს“ რომ ეძახდნენ ჯარისკაცები).

ეს რომ უნახავს მოხუც მთიელს, წამოუძახია:

– ქება სჯობდა ნახვასაო...

***

1917 წლის 27 თებერვალს დაემხო ნიკოლოზ მეორის ხელისუფლება. მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრმა კარლო ჩხეიძემ პეტროგრადიდან გამოგზავნილი კონსპირაციული დეპეშით აცნობა მომხდარი ამბავი თავის თბილისელ სოციალ-დემოკრატ თანაპარტიელებს: 

„მთავრობაძე გარდაიცვალა. აცნობეთ ნათესავებს და ნაცნობებს“.

***

ერთხელ არა-ახოვანი ტანის პატრონი, ბატონი ჭ-ია ამბობდა ვიღაცაზე: ისეთს გულზე მომიყვანა, რომ კინაღამ გავარტყიო; თუ არ გავარტყი, მარტო მისთვის, რომ...

– ახლოს სკამი არ იყო, რომ ზედ შემდგარიყავიო, – დაუმატა აკაკიმ.                                                                                            

***

ერთხელ ერთი ქართველი არტისტი, რომელიც ცნობილია, ვითარცა უიმედო ტრფიალი თეატრისა და ხშირად ფრიად უგემური მოთამაშე, ეუბნებოდა აკაკის:

– ვერ წარმოიდგენ, აკაკი, რა რიგად მიყვარს სცენა! როცა მე არა ვთამაშობ და სცენას ვუყურებ, სულ ჟრუანტელი მივლისო!

– წარმოიდგინე, რომ მეც მაგ მდგომარეობაში ვარო, უპასუხა აკაკიმ.

– შენ რათაო? – ჰკითხა გაკვირვებულმა არტისტმა.

– შიშისაგანო, – მიუგო აკაკიმ.

– რისი გეშინიაო? 

– იმისა, ჩემო კარგო, რომ სცენაზედ კარი არ გაიღოს და შენ არ შემოხვიდეო, – აუხსნა შეუბრალებლად აკაკიმ.

***

„შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში – სამიკიტნოში!“ – გალაკტიონის საყვარელი გამონათქვამი იყო და ხშირადაც იყენებდა მას.

скачать dle 11.3