კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– მარო, მეტი აღარ შამიძლია, უნდა გაგეყარო...

– მიხო, ეგრე არ გამოვა...  როგორც ქვრივი მამიყვანე, იგრე ქვრივი უნდა დამტოვო...

***

მატარებლის კუპეში ახალგაზრდა შევიდა. იქ ასაკოვანი კაცი დახვდა. მოეწყო ახალგაზრდა და თანამგზავრს ეკითხება:

– უკაცრავად, რომელი საათია?

კაცი ჩუმადაა. რამდენჯერმე გაუმეორა კითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. დაიძინა ახალგაზრდამ. დილით, თბილისში რომ ჩამოვიდნენ, ვერ მოისვენა ახალგაზრდამ და ჰკითხა:

– წუხელ რატომ არ გამეცით პასუხი, ვხედავ, რომ საათი გაქვთ, არც მუნჯი ბრძანდებით...

– იცი, კითხვაზე პასუხს თუ გაგცემდი, მეორეს შემეკითხებოდი, შევყვებოდით საუბარს და სამ საათამდე არ დავიძინებდით. დილით კი, უკვე ნაცნობები, ტელეფონის ნომრებს გავცვლიდით. მერე, ვისთანაც მიდიხარ, ალბათ, სახლში არ დაგხვდებოდა, სასტუმროში ნომერი არ იქნებოდა თავისუფალი და მე დამირეკავდი. რა თქმა უნდა, მოგიწვევდი და ჩემთან დაგტოვებდი – ეს არაა პრობლემა. ლამაზი ქალიშვილი მყავს, შეაცდენდი და გადაიკარგებოდი – არც ეს არ არის პრობლემა, სად წახვალ?! გიპოვი, მაგრამ, მინდა მე ისეთი სიძე, საათი რომ არ აქვს?!

***

– შენ რა, შეყვარებულს დაშორდი?

– სრული დებილია. ვუთხარი, საპარსი ქაფი გამომელია-მეთქი, საფულე გაცვეთილი მაქვს... იმან კიდევ დაბადების დღეზე ნოუთბუქი მიყიდა...

***

მთავარი ქალში მკერდი კი არა, თვალებია... არ შემეკამათოთ, მერწმუნეთ, უთვალებო ქალი გაცილებით ცუდი სანახავია...

***

– თუ განყოფილება კარგად იმუშავებს, ბანბანერკა ჩემზე იყოს...

– ბატონო დირექტორო, ხელფასი გვირჩევნია...

– უკვე ვიყიდე ბანბანერკა...

***

გაბრაზებულმა დიასახლისმა მოსამსახურე გააგდო. წასვლისას მოსამსახურემ ძაღლს საყელოში ფული ჩაუკუჭა.

– ეს რას ნიშნავს? – უყვირა დიასახლისმა.

– დაიმსახურა. ძალიან მეხმარებოდა – რაც თქვენთან ვმუშაობდი, თეფში არ გამირეცხავს, სულ ეს ლოკავდა...

***

– ვერ გამიგია: არავინ მომიკლავს, არავინ გამიძარცვავს, ცუდი არავისთვის გამიკეთებია, არავინ მომიტყუებია და, რატომ ვცხოვრობ ასე გაჭირვებულად?

– შენს კითხვაზე თავად გაეცი პასუხი...

***

როცა კოტე სამი წლის იყო ეზოში ფეხშიშველა დარბოდა. ახლა ნახევარლიტრიანი არაყი ეხმარება მას, დაბრუნდეს ბავშვობაში...

***

– გეიგე, მოსახლეობის აღწერა იქნებაო?

– მოასწრონ, ძამა, მოასწრონ, თორე, კიდევ რამდენიმე წელი ასეთი ფასები და, ასეთი ხელფასები თუ შენარჩუნდა, მოსახლეობის აღწერის მაგივრად მოსახლეობის გადაძახილი იქნება...

***

– ყველაფერს დავანებე თავი – მოწევას, სმას, ცოლს...

– ცოლს რატომღა?

– არ დაიმსახურა ასეთი ბედნიერება...

скачать dle 11.3