კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეპითეტები გამოჩენილ ადამიანთა საფლავებზე

ფრანც-პიტერ შუბერტი – ეპიტაფია საფლავზე: „სიკვდილმა აქ დაასამარა დიდი განძი, მაგრამ კიდევ უფრო მშვენიერი იმედი“.

კაზანოვა – მსოფლიო მნიშვნელობის ავანტიურისტი და მექალთანე. დაკრძალულია ჩეხეთში (ბოჰემია). მისი საფლავის რკინის ღობე ისეა მოწყობილი, რომ მისგან გამოსული კაუჭები აუცილებლად მოედება ქალბატონების კაბის ბოლოებს. ამ შემთხვევაში, სიმბოლურად გატარებულია აზრი, რომ ის საფლავშიც ქალებზე ნადირობს.

დიოგენე – დიდი ბერძენი ფილოსოფოსი. ეპიტაფია საფლავზე: „შენს დიდებას მარადისობა ვერ მოიტაცებს, რადგან შენ ერთმა ასწავლე მოკვდავთ მცირედით დაკმაყოფილება და მიუთითე ადამიანებს ცხოვრების ყველაზე იოლი გზა.”

ეპიქარპე: ბერძენი პოეტი და კომედიოგრაფი. ეპიტაფია საფლავზე: „მკვდარი ვარ მე, მკვდარი ნეხვია და დედამიწაც სრულად ნეხვია, ხოლო, თუ დედამიწა ღვთაებაა, მაშინ მე მკვდარი კი არა, სწორედ ღმერთი ვარ“.

დემოსთენე – ორატორი. ეპიტაფია საფლავზე: „დემოსთენეს რომ ჰქონოდა ისეთი ძალა, როგორც მის სიტყვას, ელადაში ძალაუფლებას ვერ აიღებდა მაკედონელი არესი (ალექსანდრე მაკედონელი).”

მალკოლმი ფორბსი – ამერიკელი მულტიმილიონერი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი. ეპიტაფია საფლავზე: „ის ცოცხლობდა მანამ, სანამ ცოცხალი იყო“.

скачать dle 11.3