კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფონდი ნატახტარი“ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ წარმატებაში

„ფონდი ნატახტარის“ მიზანი ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა. 2012 წლიდან მოყოლებული, ფონდმა შეძლო და მხარი დაუჭირა 162 მზრუნველობამოკლებულ მოზარდს. ორი წლის განმავლობაში 240 000 ლარის ჯამური ბიუჯეტით ფონდმა მოახერხა, თითოეული ბენეფიციარისთვის გაეწია ფსიქოლოგიური მომსახურება; საჭიროებების მიხედვით, პედაგოგების დახმარებით მოემზადებინა მოზარდი სასკოლო საგნებში, უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის; დახმარებოდნენ მათ კოლეჯის დამთავრებასა და პროფესიის დაუფლებაში. ფონდის ფარგლებში მოზარდებმა გაიარეს სპეციალიზებული და ანაზღაურებადი სტაჟირების კურსი. 

ფონდის უპირატესობა მის ინდივიდუალურობაში მდგომარეობს: თითოეულ მოზარდს აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები და, სწორედ შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხდება თითოეულისთვის პროგრამის შემუშავება. ნიშანდობლივია, რომ პროგრამა გრძელდება, ვიდრე მოზარდი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულიად არ იქნება მზად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის 18 წლის გახდა. ორი წლის განმავლობაში 16-მა მოზარდმა დატოვა ფონდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეძენილი პროფესიით შეუძლიათ თავის რჩენა. 

„ფონდ ნატახტარს” სურს, მადლობა გადაუხადოს ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ წარმატებაში. ფონდი მადლობა უხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დიდი მადლობა ასოციაციას – „ჩვენი სახლი - საქართველოს“ და ფსიქოლოგების გუნდს, რომელმაც განუსაზღვრელად დიდი წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებასა და წარმატებაში. მათმა ყოველდღიურმა შრომამ ნამდვილად უკეთესობისკენ შეცვალა მოზარდების მომავალი. ასევე, განსაკუთრებული მადლობა აუდიტორულ კომპანია Pricewater House-ს იმისთვის, რომ უზრუნველყოფენ ფონდის ფინანსურ გამჭვირვალობას. თუმცა, ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერის გარეშე ფონდის პროექტის განხორციელება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მათ ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. თითოეული ბოთლი ლიმონათის ყიდვა (ნოემბერი-თებერვლის განმავლობაში) ბავშვების დახმარებას ნიშნავს. 2013-2014 წლებში საზოგადოების ჩართულობა თანხის შეგროვების პროცესში რეკორდული იყო – ჩვენ, ყველამ ერთად, 183,742 ლარი შევაგროვეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში ფონდში შეგროვებული თანხა აღემატება 420 000 ლარს. ეს დიდი გამარჯვებაა ფონდის ყველა ბენეფიციარისა და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები მომავლის მიმართ, რადგან, ერთად ვეხმარებით მზრუნველობამოკლებული მოზარდების ცხოვრების გაუმჯობესებას.

скачать dle 11.3