კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  ადამიანმა, რომელსაც ჩემი ვალი აქვს, გამოიცვალა სახელი და გვარი. შესაბამისად, აღარ არსებობს ის ადამიანი, რომელიც სესხის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული ჩემს მოვალედ. გთხოვთ, მაცნობოთ, იმოქმედებს თუ არა ეს გარემოება იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც  ამ ადამიანს აქვს ჩემ მიმართ? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. ამასთან, პირი მოვალეა, მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა, უვარგისი პროდუქციის მომწოდებელი პირი ჩაითვალოს მწარმოებლად და დაეკისროს პასუხისმგებლობა?  

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამგვარი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი ჩაითვლება მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ის დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  სად  ხორციელდება  არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების რეგისტრაცია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციის ანუ  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ,  სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში რა იგულისხმება კონკრეტულად „პროდუქტის“ ცნებაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ შემთხვევაში „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი,“ ასევე, მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა ის უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინ შეიძლება ჩაითვალოს მწარმოებელ პირად?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  მწარმოებლად ითვლება პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა, ასევე, ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით თავისი საქმიანობის სფეროში, კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

скачать dle 11.3