კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით?

პასუხი: ყველაზე ხშირად გარეული ცხოველებიდან ავადდებიან მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები, რომლებიც ინფიცირდებიან გარეული ცხოველების დაკბენით, ან მათი ნერწყვის მოხვედრით დაზიანებული კანის ნაწილზე. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი დასნებოვნების ადგილასაა, შემდეგ კი მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ამ გზით ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის ტვინში. დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება ერთ წლამდეც გასტანოს. მოხდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან, ისევ ნერვის გავლით, ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.

კითხვა: თუ შეიძლება, მცირე ინფორმაცია მოგვაწოდოთ ტრიქოფიტოზზე? ძაღლი მყავს სახლში და მაინტერესებს, როგორ აისახება ის ცხოველზე და რა სახის მკურნალობა ესაჭიროება ამ დროს?

პასუხი: ტრიქოფიტოზი ძაღლებში ხასიათდება კანზე მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების გაჩენით, სადაც საერთოდ არაა თმის საფარველი ან ძალიან უმნიშვნელოდ. კლინიკური ნიშნებიდან მიკოსპოროზისგან განმასხვავებელი ისაა, რომ ახასიათებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ექსუდაცია, რისგანაც წარმოიშვება ფუფხის საკმაოდ სქელი შრე. ამის გამო ღრმად ზიანდება კანის საფარველი და გამოჯანმრთელების შემდეგ, საერთიდ არ ამოდის ბეწვი ან რჩება დეპიგმენტირებული კანის ლაქები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებას ძაღლი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. სამკურნალოდ გამოიყენება დერმატოფიტოზების სამკურნალო და პროფილაქტიკური ვაქციები, სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, იმუნოსტიმულატორები და ვიტამინები. მკურნალობის სქემა აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან აღნიშნული პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები. მიკოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ცხოველი უნდა უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარია ვიტამინებით. ასევე, მკაცრად დაიცავით სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები მოვლა-შენავისას და მოარიდეთ თქვენი ცხოველი ქუჩის მაწანწალა ძაღლებსა და კატებთან კონტაქტს.

 

 

скачать dle 11.3