კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ უნდა გავარჩიო შეძენისას, ჯანსაღია თუ არა მცენარე?

პასუხი: შეძენისას მცენარე კარგად უნდა შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ჯანსაღია და კარგად გაიზრდება. თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, გირჩევთ, ჩამოფასებულ განყოფილებაში გამოფენილი დაზიანებული ან ავადმყოფური შესახედაობის მცენარეები არ შეიძინოთ, თუნდაც ძალიან იაფი იყოს, რადგან, ასეთი მცენარე ძნელად თუ გადარჩება. აყვავებული მცენარის შეძენისას ის შეარჩიეთ, რომელსაც გასაშლელად გამზადებული ბევრი კოკორი აქვს, და დიდხანს დატკბებით მისი ყვავილობით. ფოთლები უკანა მხრიდან შეამოწმეთ, რადგან, შეიძლება, პარაზიტები ფოთლების ზურგზე, ღეროზე ან უბეებში ჰქონდეს ჩაბუდებული. ქოთნის ძირიდან გამოშვერილი ფესვები იმის ნიშანია, რომ მცენარეს დიდი ჭურჭელი სჭირდება. თუ ასეთ მცენარეს იყიდით, მაშინვე უნდა გადარგოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყვავილების მაღაზიაში შეძენილი მცენარე შინ შეფუთული უნდა მიიტანოთ, რადგან, შეიძლება, ცივმა ჰაერმა ფოთლები ან კვირტები ჩამოაყრევინოს.

კითხვა: რა სინათლე და ტემპერატურა მოსწონს ჭორიკანას?

პასუხი: ეცადეთ, ეს მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგათ, რადგან, მზის შუქზე ფოთლები კარგ ფერს იღებს და მცენარეც უხვად ყვავილობს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი უნდა იყოს. ჭორიკანა საკიდ კალათაში უნდა მოათავსოთ.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა სტრომანტე?

პასუხი: ზრდის პერიოდში სტრომანტეს მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ, შემდეგ კი მორწყეთ ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. სიგრილე და ჩრდილიანი ადგილი მცენარეს დაბალ ტენიანობასთან ბრძოლაში ეხმარება. სითბოში ზრდა დაჩქარდება, მაგრამ, ტენიც მეტი დასჭირდება.

კითხვა: ბინაში მაქვს სელაგინელა. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვუარო?

პასუხი: სელაგინელას ვნებს სიმშრალე, ამიტომ რეგულარულად დანამეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. დაფესვიანებული ყლორტები თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დაყოთ და ახალ ქოთანში გადარგოთ. მას ჩრდილიანი და უმზეო ადგილი უყვარს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. სიცხესა და სიმშრალეში მას ფოთლები უხმება. სჭირდება ტენიანი გარემო, ამიტომ, ყველაზე სასურველი ადგილი სააბაზანო ან სამზარეულოა.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ მადაგასკარული ჟასმინი?

პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლეზე ყოფნა მოსწონს, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. იდეალურია სტაბილური ტემპერატურა, დაახლოებით 30 გრადუსი. უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი მეტი ტენი სჭირდება. ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებასა და დაბალ ტენიანობას, ამიტომ, უმჯობესია, მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ. დანამეთ რეგულარულად. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ და მიწას შეშრობა აცადეთ, ოღონდ, მთლიანად ნუ გამოაშრობთ.

 

 

скачать dle 11.3