კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

31 მარტი

1889 – პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ეიფელის კოშკი. 

1901 – გასაყიდად გამოიტანეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი.

1967 – ჯიმი ჰენდრიქსმა პირველად დაწვა გიტარა თავის კონცერტზე (მას შემდეგ ყოველ კონცერტზე ასე იქცეოდა).

1987 – ლა-მანშის სრუტეში ჩაიძირა ბორანი, რომელზეც იმყოფებოდა 436 მგზავრი, 40 სატვირთო და 80 მსუბუქი ავტომანქანა.

1 აპრილი

1777 – ნიუორლეანელმა ბიზნესმენმა პოლოკმა გამოიგონა დოლარის ნიშანი – $.

1793 – მიწისძვრა მოხდა იაპონიაში, რომლის დროსაც კუნძული უნსენი გაიყო შუაზე, ამოიფრქვა ვულკანი და კუნძული 53 ათასი მოსახლით მთლიანად შთაინთქა ზღვაში.

1915 – ფრანგებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევიდან გასროლა.

1924 – „ლუდის პუტჩის“ ჩავარდნის შემდეგ ხუთი წლით პატიმრობამისჯილმა ადოლფ ჰიტლერმა დაიწყო თავისი წიგნის – „მაინ კამპფის“ წერა, რომელსაც რუდოლფ ჰესს ჰკარნახობდა.

1970 – სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე, აიათოლა ჰომეინმა ირანი გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკად.

2 აპრილი

1794 – საფრანგეთში შეიქმნა მსოფლიოში პირველი საჰაერო ბურთების ავიაკომპანია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დაზვერვის საქმეში. 1799 წელს კომპანია დაიხურა.

1868 – გაიმართა უკანასკნელი სახალხო დასჯა: ინგლისში სიკვდილით დასაჯეს მკვლელი ქალი – ფრენსის კიდერი.

1912 – გამოსაცდელად ზღვაში ჩაუშვეს „ტიტანიკი“. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

1946 – რუსეთში გაიხსნა პირველი ბირთვული ცენტრი – „არზამას-16“.

3 აპრილი

1881 – მოხდა მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სციოზე. დაიღუპა 7 ათასი ადამიანი.

1922 – სტალინი აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად.

1933 – თვითმფრინავმა პირველად გადაუფრინა ჯომოლუნგმას.

4 აპრილი

1147 – ივანე დოლგორუკმა დააარსა ქალაქი მოსკოვი.

1850 – ლოს-ანჯელესს მიენიჭა ქალაქის წოდება.

1919 – იტალიაში გაიხსნა სამგზავრო სადირიჟაბლო ხაზი – რომი-ნეაპოლი.

1949 – დაარსდა „ნატო.”

5 აპრილი

1753 – დაარსდა ბრიტანეთის მუზეუმი.

1895 – ოსკარ უაილდმა წააგო სასამართლო საქმე მარკიზ კუინსბერისთან, რომელმაც ის ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულა.

1933 – ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გრენლანდია დანიის ტერიტორიად ცნო.

6 აპრილი

1453 – თურქმა სულთანმა მუჰამედ მეორემ ალყა შემოარტყა კონსტანტინეპოლს, რომელიც მაისის ბოლოს აიღო კიდეც.

1814 – მოკავშირეების: რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები პარიზში შევიდნენ. იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა უარი თქვა ტახტზე.

1896 – ათენში დაიწყო პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.

1909 – ამერიკელმა რობერტ პირიმ პირველმა მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.

скачать dle 11.3