კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიზარდა სტალინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი და თვითმარქვია ჯუღაშვილების რაოდენობა

იოსებ სტალინს შვილები განსაკუთრებულად უყვარდა, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, თავს ემოციების გამომჟღავნების უფლებას არ აძლევდა. ბელადს სამი შვილი ჰყავდა: იაკობი – პირველი ქორწინებიდან და ვასილი და სვეტლანა მეორე ქორწინებიდან. ბელადსა და მის შვილებს შორის დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.

იაკობთან მამას ხშირი კონტაქტი არ ჰქონია. ისინი იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. თუმცა, ბელადს ის ძალიან უყვარდა. ბევრი მიიჩნევს, რომ სტალინს უმცროსი ვაჟი – ვასილი უფრო უყვარდა. ამ ვერსიას იმით ასაბუთებენ, რომ ბელადმა სტალინის გვარის ტარების უფლება მისცა არა იაკობს, არამედ ვასილს. ეს ვერია არ უნდა იყოს სწორი, ვინაიდან იოსებ სტალინის ბიოგრაფიიდან ცნობილია ასეთი ფაქტი. როდესაც ბელადი გარდაიცვალა და ტანისამოსი გახადეს, მას ტანზე კიტელის ქვეშ შავი ფერის მაისური ეცვა. სტალინის მომვლელმა ქალმა განმარტა, რომ ბელადი იაკობის დაღუპვის შემდეგ, მუდმივად შავი ფერის მაისურს ატარებდა. 

შვილებიდან სტალინი ყველაზე უფრო ნაბოლარას – სვეტლანას ათამამებდა. სვეტლანა ხშირად იმყოფებოდა ხოლმე მამასთან ერთად კრემლის რეზიდენციაში, ან აგარაკზე. ვასილსაც გულთბილად ეპყრობოდა ბელადი, თუმცა არ ათამამებდა. ვასილმა მთელი ომი გაიარა როგორც მოქმედმა სამხედრო მფრინავმა და არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 

იაკობი გერმანელების ტყვეობაში დაიღუპა. ვასილიც საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვისგან დევნილი და დამცირებული. რაც შეეხება სვეტლანას, ის ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ბელადის სამი კანონიერი შვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადასტურებდა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შვილი იყო. ნამდვილ და თვითმარქვია ჯუღაშვილების რაოდენობა, ბელადის სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მათ შორისაა ის ორი პიროვნებაც, რომლებზედაც ახლა ვისაუბრებთ. ისინი ციმბირში, სტალინის გადასახლების პერიოდში მოევლინნენ ქვეყანას. სოლვოჩეგოდსკის გადასახლებაში მყოფი სტალინი ახალგაზრდა ქვრივთან, მარია კუზაკოვასთან ცხოვრობდა. სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა მარიას უკანონო შვილი – კონსტანტინ კუზაკოვი. მოგვიანებით, როდესაც მარია კუზაკოვამ რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს შეიტყო, რომ სტალინი ახალ მთავრობაში დანიშნეს, დახმარების თხოვნით წერილი მისწერა. რადგან პასუხი ვერ მიიღო, მარია ლენინთან მივიდა. იმ დროს ჯერ ისევ მუშაობდა ლენინთან სტალინთან მეუღლე – ნადეჟდა ალილუევა. მას ქმრისთვის ამ ამბის შესახებ  არაფერი გაუმხელია, ისე აღუთქვა დახმარება მარია კუზაკოვას. დიდ ბელადს  კი, მოგვიანებით უამბო მარიასთან შეხვედრის ამბავი. წლების შემდეგ კონსტანტინ კუზაკოვი ლენინგრადის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, ამაში სტალინი დაეხმარაო. 1932 წელს მარია კუზაკოვას უკანონო ვაჟი შინსახკომში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს, რომ ის არავის გაუმხელდა თავის წარმომავლობას. ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კონსტანტინ კუზაკოვი სტალინის უახლოესმა ქვეშევრდომმა, ანდრეი ჟდანოვმა „ცეკას“ აპარატში აიყვანა სამუშაოდ. იცოდა თუ არა ჟდანოვმა კონსტანტინ კუზაკოვის წარმოშობის ამბავი, უცნობია. თავად კონსტანტინი მოგვიანებით, თავის მოგონებებში ადასტურებდა, რომ ჟდანოვმა ყველაფერი უწყოდა ამასთან დაკავშირებით. კუზაკოვი მხოლოდ ერთხელ შეხვდა მამას. „სტალინი შეჩერდა და შემომხედა. მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა. მან კი თავისი ჩიბუხი დაიქნია და გზა განაგრძო,” – წერს კუზაკოვი თავის მოგონებებში. მეორე მსოფლიო ომში კონსტანტინ კუზაკოვი ორდენოსანი პოლკოვნიკი იყო. დედამისი მარია – ლენინგრადის ბლოკადის დროს გარდაიცვალა შიმშილით. 1947 წლის ზაფხულში კუზაკოვი ჟდანოვის კაბინეტში გამოიძახეს. იქ მას საიდუმლო სამსახურის უფროსი, აბაკუმოვი დახვდა. აბაკუმოვმა კუზაკოვი, თავის მოადგილიანად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშობაში დაადანაშაულა. იოსებ სტალინმა მისი დაპატიმრების ნებართვა არ გასცა, თუმცა კონსტანტინ კუზაკოვი ამხანაგურ სასამართლოზე გაასამართლეს და პარტიიდან გარიცხეს. კონსტანტინ კუზაკოვი პარტიაში მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ აღადგინეს. მოგვიანებით, კუზაკოვი საბჭოთა ტელევიზიის დირექტორი გახდა და ამ თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა. გარდაიცვალა – 1966 წელს. 

კურეიკაში იოსებ სტალინი 1917 წლამდე იყო გადასახლებული, სადაც ის პერეპრიგინების ქოხში ცხოვრობდა. სწორედ ამ პერიოდში შეეძინა ლიდია პერეპრიგინას უკანონო ვაჟი – ალექსანდრე. ამის შემდეგ, ძალიან მალე ლიდია პერეპრიგინა გათხოვდა მეთევზე იაკობ დავიდოვზე. დავიდოვმა საკუთარი შვილივით გაზარდა ალექსანდრე. ცნობისთვის, ალექსანდრე სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა დავიდოვის გვარს. ლიდიამ ალექსანდრეს გარდა, კიდევ რვა შვილი გააჩინა. ის პარიკმახერად მუშაობდა. ალექსანდრე დავიდოვს დედამ ბიოლოგიური მამის ვინაობა მრავალი წლის შემდეგ გაუმხილაო, იხსენებს ალექსანდრეს ვაჟი – იური. ლიდია პერეპრიგინა და მისი მეუღლე საიდუმლოდ ინახავდნენ ამ ამბავს. კურეიკაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა სიმართლე. ალექსანდრე კომკავშირის ინსტრუქტორად და ფოსტალიონად მუშაობდა. 1932 წელს ისიც გამოიძახეს შინსახკომში და მასაც ისეთივე ხელწერილი დააწერინეს, როგორიც კონსტანტინ კუზაკოვს. ალექსანდრესაც საიდუმლოდ უნდა შეენახა საკუთარი წარმომავლობა. ამის შემდეგ მას მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზეს, რაზეც დავიდოვმა უარი განაცხადა. ალექსანდრე დავიდოვი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, როგორც უბრალო ჯარისკაცი. ომის განმავლობაში ის სამჯერ დაიჭრა და მაიორობა მიიღო. ომის შემდეგ მას პატარა სასადილო ჰქონდა გახსნილი მეშახტეთა ქალაქ ნოვოკუზნეცკში. დავიდოვი ამავე ქალაქში დაქორწინდა. წყვილს 3 შვილი შეეძინა. ალექსანდრე დავიდოვი 1987 წელს გარდაიცვალა. მისი ვაჟი, იური დავიდოვი ამჟამადაც ნოვოსიბირსკში ცხოვრობს.

 

 

скачать dle 11.3