კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

წარმატების საწინდარი

 

ამბობენ, როგორც დაიწყებ დილას, დღეც ისეთი გამოგივაო. ანუ, „კეთილი“ დილა წარმატების საწინდარია. თუ დილის დასაწყისშივე მხნე და მხიარული ხარ, კარგი განწყობა საღამომდე დაგებედება, ეს კი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.  სხვათა შორის,  ამის გაკეთება არც ისეთი ძნელია.

დავიწყოთ გაღვიძებითა და ადგომის რიტუალით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა გაიღვიძებთ, აგრძნობინეთ ორგანიზმს, რომ ადგომის დროა.

რამდენჯერმე გაახილეთ და მაგრად დახუჭეთ თვალები. გაიზმორეთ, მოეშვით და მოდუნდით, დათვალეთ ათამდე და ისე ადექით საწოლიდან.

ორივე ხელით დაიზილეთ ჯერ ფეხისგულები, მერე ფეხის ცერი თითები – ამით გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და განეწყობით სამუშაოდ.

ფეხშველი დადექით იატაკზე. წამოიწიეთ ფეხის წვერებზე და ამ მდგომარეობაში გაიზმორეთ. ცოტათი რთულია, მაგრამ, ძალიან სასარგებლო.

ახლა იზრუნეთ ტვინზე – მიირთვით ყავა ან მაგარი ჩაი, ან, უბრალოდ, შეისუნთქეთ მათი არომატი.

გააკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ და გსიამოვნებთ: მოუსმინეთ საყვარელ მელოდიას. მიირთვით საყვარელი სასუსნავი,  მოეფერეთ ოჯახის წევრებს, აგრძნობინეთ მათ, რომ გიყვართ და ზრუნავთ მათზე – ეს თითქოსდა უმნიშვნელო დეტალი სერიოზულ პოზიტივად დაგიბრუნდებათ უკან – მოღრუბლული და წვიმიანი დღეც კი მხიარული და სასიამოვნო გახდება. შედეგად, სახლიდან კარგ განწყობაზე გამოხვალთ და მთელი დღე წარმატებული იქნება.

 

არ დაკარგო ინტერესი

 

რა არ უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მამაკაცმა მის მიმართ ინტერესი არ დაკარგოს?! თუ ფსიქოლოგებს ვენდობით, ჩვენ ხშირად სრულიად გაუაზრებელ და მიუტევებელ შეცდომებს ვუშვებთ, თანაც უნებლიეთ.

შეეცადეთ, არ გამოიყენოთ მკვეთრი და გამომწვევი კოსმეტიკა. მამაკაცებს არც ძალიან გრძელფრჩხილებიანი და მკვეთრლაკწასმული ქალები მოსწონთ. თუმცა ცვლილებები საყვარელ ქალში ძალიან აინტერესებთ და ახალისებთ.

მამაკაცთა დიდი უმრავლესობა ამჩნევს, როცა ქალი უწესრიგოდ, ფეთხუმივით არის ჩაცმული. მართალია, ძალიან ცოტას ესმის ბრენდების და ნაკლებად ერკვევიან მოდაშიც, მაგრამ გემოვნება ხომ აქვთ?! ამიტომ შეეცადეთ, საყვარელმა მამაკაცმა იშვიათად გნახოთ მოუწესრიგებელი. არავითარი ლაქა ტანსაცმელზე... ჩამოშლილი ქვედაკაბა ან უადგილოდ ჩაცმული მაღალქუსლიანი  ფეხსაცმელი. დიახ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კარგია, მაგრამ გააჩნია, რას შეუხამებთ. ის თქვენი საერთო სტილიდან „ამოვარდნილი“ არ უნდა იყოს.

არ ილაპარაკოთ ძალიან ბევრი. სულერთია, ეს მამაკაცი უკვე ქმარია თუ მხოლოდ შეყვარებული. მით უმეტეს, თუ ის სერიოზული  და მშვიდია, თქვენი დაუსრულებელი ლაქლაქი მხოლოდ გააღიზიანებს. მაგრამ, თუ ის ლაპარაკობს, შეეცადეთ, თავი მოაჩვენოთ მაინც, რომ ყურადღებით უსმენთ. კაცებს ეს ძალიან მოსწონთ.

არ იაროთ უბედური ადამიანის გამომეტყველებით. თუ ცუდად ხართ, თქვით ეს და წამალი დალიეთ. მაგრამ სისტემატურად ცხვირპირჩამომტირალი ქალი იშვიათად მოეწონება რომელიმე მამაკაცს. მათ მხიარული, იუმორის გრძნობით სავსე, მსუბუქი და უშუალო ხასიათის ქალები ურჩევნიათ. რას იზამთ, კაცები ეგოისტები არიან და ძალიან ეზარებათ ვინმეს დამშვიდება. თუნდაც ეს ვინმე საყვარელი ქალი იყოს.

ყველაზე მთავარი – მაქსიმალურად მოერიდეთ ემოციების მძაფრად და ისტერიულად გამოხატვას... ეს მართლაც მნიშვნელოვანია.

 

ქალური შეცდომა

 

ამბობენ, მამაკაცებს ცუდად ესმით ქალების და არც ცდილობენ, უკეთ გაერკვნენ თუნდაც იმათში, ვინც კონკრეტულ მომენტში გვერდით ჰყავთ. სამწუხაროდ, ასეთ შეცდომას ქალებიც უშვებენ და ამას არ აღიარებენ.

მაგალითად, ქალები უფრო ღრმად „შედიან“ სტერეოტიპებში და მათ ტყვეობაში ექცევიან. „მას არ სჭირდება რომანტიკული ურთიერთობები... მხოლოდ სექსი აინტერესებს... შეიძლება, ენდო ასეთ მამაკაცს და დაუკავშირო ცხოვრება?!“ – არ არის საჭირო, განაჩენი გამოუტანო კარგ ადამიანს. ჯერ გაიცანით ის. თანაც, მამაკაცები რომანტიკულები არიან და ქალებზე არანაკლებ. მთავარია, თქვენ როგორ პოზიციას დაიჭერთ  მის მიმართ. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცური რომანტიზმი განსხვავდება ქალურისგან და ის სულაც არ ნიშნავს ბალიშზე გაშლილ ვარდის ფურცლებს. კაცს ურჩევნია, გმირობა ჩაიდინოს და ამით გიჩვენოთ თავისი განსაკუთრებულობა.

კიდევ არის ერთი ცუდი სტერეოტიპული მოსაზრება – ნებისმიერი მამაკაცი მზად არის შემთხვევითი რომანისთვის – არ არის ასე.  შეეცადეთ, იმოქმედოთ არა სტერეოტიპების კარნახით, არამედ საკუთარი გულისა და გონების. ექსპერიმენტებზეც მხოლოდ მამაკაცების 40 პროცენტი თანხმდება.

მამაკაცებს მოსწონთ სულელი ქალები! – მხოლოდ სულელ კაცს შეიძლება მოეწონოს სულელი ქალი. მით უმეტეს, თუ სულელი არ ხართ, თავს შეგნებულად ნუ მოისულელებთ. ეს მართლა არავის მოეწონება!

 

მოდი, ვილაპარაკოთ!

 

რაზე ლაპარაკობენ ქალები, როცა ერთად სხდებიან და ყავას მიირთმევენ? რა თქმა უნდა, კაცებზე! ფაქტია, რომ ლაპარაკობენ, თანაც საკმაოდ ბევრს. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ამ რეკორდის მოხსნა მათთვის მიუწვდომელია. სინამდვილეში, არც კაცები ამბობენ ლაქლაქზე უარს, თუკი შესაფერის გარემოსა და სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუმცა, არსებობს უტყუარი ფაქტები:

ქალები მამაკაცებზე ბევრად სწრაფად ლაპარაკობენ. მაგალითად, ქალი წუთში 160 სიტყვას ამბობს. მამაკაცს მხოლოდ 100 სიტყვის თქმის უნარი აქვს. განსხვავება 60 სიტყვაა... ანუ, ორ წუთში სხვაობა 120 სიტყვას შეადგენს და ეს უკვე სერიოზული ამბავია... ფუჭად არ ვსაუბრობთ ამაზე. ჯობია, ჩვენ ვილაპარაკოთ, ვიდრე გაურკვეველი დარჩეს რამე.

კაცებს არ უყვართ ფუჭი ლაყბობა... კაცები ვერ უგებენ „ქალების ენას“, ანუ, რას ნიშნავს ეს – ჩვენ ხშირად გვინდა, მამაკაცი ნახევარი სიტყვიდან გვიგებდეს. არადა, კაცი ისეა მოწყობილი, მას მინიშნებებით ვერაფერს მიახვედრებთ. თანაც, რომ ვერ მიხვდება, გაბრაზდება კიდეც. ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ინფორმაციის გაცვლის ფორმითაც განსხვავდებიან. კაცი თითქმის ყოველთვის პირდაპირ ამბობს სათქმელს (იმ გამონაკლის შემთხვევაში, როცა ქალის „შებმას“ არ ცდილობს), ქალებს გვჩვევია შორს მიმავალი და ორაზროვანი ფრაზები... მრავალმნიშვნელოვნება თითქოს იდუმალების საბურველში გვხვევს – მაგრამ კაცებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ. თუ ლაპარაკი გვინდა, რა პრობლემაა – მოდი, ვილაპარაკოთ!

скачать dle 11.3