კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს საათის გაჩერება და ფეხსაცმელზე ქუსლის მოტეხა და არის თუ არა ეს ერთგვარი მინიშნება

ბევრი ადამიანისგან გამიგია, ბედი არ მაქვს, ნეტავ სულ არ დავბადებულიყავიო. ასე არ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ამით საკუთარ თავს თვალავთ. ამას ჯობია, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს. უბრალოდ, არ ვითვალისწინებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ უიღბლობას განაპირობებს და გუნება-განწყობას გვიშხამავს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და ფულიანი. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქალბატონი ნანას რჩევები, იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით, რომ თქვენს დაბადებას იღბალი და ბედი არ დაჰყვა. 

 

ნანა: ყოველი ჩვენგანი ოცნებობს, იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, მოიწყოს ოჯახური იდილია და სასიამოვნო კომპანიონიც გახდეს. ბევრისთვის, სამწუხაროდ, ეს ოცნება ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრიც გარკვეული პერიოდის შემდეგ აღწევს საწადელს. მინდა გითხრათ, რომ არსებობს დღეები, როცა ადამიანი ფიქრობს, ეტყობა, მარცხენა ფეხზე ავდექი, არაფერი გამომდის, დათარსული ვარო. სახლიდან გასულს კი, შესაძლოა, უამრავი უსიამოვნო ფაქტი შეემთხვას. ამ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევა რეალურად შესაძლებელია, რადგან მფარველი ანგელოზი ადამიანს ყოველთვის აძლევს მინიშნებას და წინასწარ აფრთხილებს. 

– როგორ უნდა მივხვდეთ წინასწარ, რა საფრთხე გველის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? 

– ეს მეთოდები საუკუნეებს ითვლის და არაერთ ეზოთერულ წიგნში ამოიკითხავთ. ზოგს სჯერა, ზოგს – არა, მაგრამ, ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ჯობია, ნებისმიერ მინიშნებას მიაქციოთ ყურადღება და თავადვე აიცილოთ უსიამოვნებები. ერთი ასეთი მინიშნება არსებობს: თუ საათი გაჩერდა ან დროს ჩამორჩა, ამ დღეს ნუ წახვალთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ნურც ფულს ისესხებთ და გაასესხებთ, ნურც ახალ საქმეს წამოიწყებთ. ასევე, თუ ქუჩაში გასულს პირველად ხეიბარი ადამიანი შემოგხვდათ, ის დღე წარუმატებელი აღმოჩნდება. გირჩევთ, ასეთ დროს ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ და სამსახურიდან არსად გადაუხვიოთ, პირდაპირ სახლში წახვიდეთ. თუ ყველაფერი ხელიდან გიცვივდებათ, ნუ დატოვებთ სახლსა და ჩანთას უყურადღებოდ დიდი ხნით, რადგან, დიდი შანსია, გაგქურდონ. თუ წერის დროს კალმისტარი გაგიჩერდათ, მოერიდეთ უფროსებთან ურთიერთობას, სტუმრად წასვლას, საპირისპირო სქესთან შეხვედრასა და მშობლებთან კამათს, რადგან ეს კარგ შედეგს არ მოგიტანთ. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ და მანქანა გაგიფუჭდათ ან ფეხსაცმლის ქუსლი მოგტყდათ, გირჩევთ, უკან დაბრუნდეთ და თავი აარიდოთ შეხვედრას. ასევე, ამ დღეს ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთზე, ნურც ხელშეკრულებას გააფორმებთ და ნურც მსხვილ შენაძენს გააკეთებთ.

– რეალურად თუ არის შესაძლებელი ეზოთერიკული მეთოდებით მომავლის გაგება?

– რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიგოთ, რა გველის მომავალში, გამოგვადგება უძველესი მეთოდი, კერძოდ, წითელი სანთლის ალის მიხედვით მომავლის დანახვა. მაგიის კანონების თანახმად, წითელი სანთლის შუქი იზიდავს სიმდიდრეს, ადამიანს ეხმარება ძალების აღდგენასა და მობილიზებაში. მერწმუნეთ, ის ბევრ რამეს გიწინასწარმეტყველებთ. ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს და სჯერა მსგავსი რამეების, ის აუცილებლად შეიტყობს თავის მომავალს წითელი სანთლის ალის მეშვეობით. ოღონდ, ეს რიტუალი აუცილებლად სავსე მთვარეზე, ღამის 12 საათზე უნდა ჩაატაროთ. ჩაბნელებულ ოთახში მარტო უნდა იყოთ. სანამ სანთელს აანთებთ, აუცილებლად უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად – დაახლოებით ნახევარი საათი ჩაბნელებულ ოთახში მარტო უნდა დარჩეთ და იმაზე იფიქროთ, რისი ახდენაც გსურთ ცხოვრებაში, დანარჩენს კი წითელი სანთლის ალი გეტყვით. მაგალითად, როცა სანთელს აანთებთ და შავი ალი ავარდება, თქვენი ჩანაფიქრი ცუდად ასრულდება ან საერთოდ არ უწერია ასრულება; თუ სანთლის ანთებისთანავე ნაპერწკლები იყრება, ესე იგი, სურვილი ნამდვილად არ ახდება და უახლოეს მომავალში არც სიყვარულში გაგიმართლებთ. მაგრამ, თუ სანთლის ალი მკრთალია, გამჭვირვალე და მშვიდად იწვის, ესე იგი, ყველაფერი რიგზე იქნება და უახლოეს მომავალში ხელი მოგემართებათ. თუ სანთელი შავ კვამლს უშვებს, სასწრაფოდ ჩააქრეთ, რადგან, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ, მაგალითად, მოთმინებით მოეკიდოთ ყველა საქმიანობას; დაივიწყოთ ის ადამიანი, ვისზეც ფიქრობთ, მშვიდად შეხედოთ მოვლენებს... ასე რომ, ამ დროს უნდა ჩააქროთ სანთელი და დაფიქრდეთ, რა გაქვთ შესაცვლელი ცხოვრებაში. სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მაგრამ, თუ წითელი სანთლის ალი ციმციმებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინ რომანტიკული შეხვედრებიც გელით რჩეულთან, საქმეშიც გაგიმართლებთ, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. დამიჯერეთ, ყველას ვეუბნები, რომ, თუ ადამიანმა გულით იწამა რამე, ღრმად სჯერა და ითვალისწინებს წინაპრების ნაცად მეთოდებსა და გამოცდილებას, ყველაფერი გამოუვა. შემიძლია, ისეთი რჩევა-დარიგებაც მოგცეთ, რომლის გათვალისწინებითაც ფული არასდროს გამოგელევათ და შემოსავლის დამატებითი წყაროც ყოველთვის გექნებათ. 

– ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან ბევრი სწორედ ფინანსურ კრიზისს განიცდის და უფულობას უჩივის. 

– თბილისში, დიდ, ძველ იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც სომეხი, უკრაინელი, რუსი, იეზიდი და ბოშა მეზობლები მყავდა. ყველას ვუყვარდი, ხან – რას მჩუქნიდნენ, ხან – რას, მათ შვილებთან კი ვმეგობრობდი. მამა არ მყავდა, მარტო დედა მზრდიდა და, ალბათ, მეზობლებს ვეცოდებოდი კიდეც, გაჭირვებულად რომ ვცხოვრობდით. ბავშვობიდან მქონდა ასფურცლიანი რვეული, სადაც ხანში შესული ადამიანებისგან გაგონილ ამბებსა და რჩევებს ვიწერდი, მათ შორის – მკითხაობებს, სხვადასხვა რიტუალს, ეზოთერიკულ მეთოდებს... უამრავი ჩანაწერი დამიგროვდა. ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმეს, რაც ფულს ეხება და რაც ძალიან იოლი შესასრულებელია. მაგალითად: არ დაჯდეთ მაგიდაზე, თორემ, დიდხანს მოგიწევთ ფულზე წუწუნი; ნუ დადგამთ ცარიელ ბოთლს და ნუ დააწყობთ ცარიელ ჭურჭელს მაგიდაზე, თორემ, ფული სწრაფად გავა ოჯახიდან; თუ გსურთ, ჯიბეში ფული მუდამ გქონდეთ, მაგიდაზე დადეთ ფულის კუპიურები; ასევე, თუ გამდიდრებაზე ოცნებობთ, ნუ დაიბანთ თავს ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს და  ნურც ფრჩხილებს დაიჭრით ამ დღეებში. ორშაბათ დღეს ნურც გაასესხებთ ფულს და ნურც ისესხებთ, თორემ, ვალებიდან ვერ დაიხსნით თავს. ასევე, არ გირჩევთ ღამით სახლის გამოხვეტასა და ნაგვის გარეთ გადაყრას – მას თქვენი ოჯახის ბიუჯეტიც გაჰყვება თან. 

– იმასაც ხომ ამბობენ, ახალ მთვარეს თუ ფულსა და ოქროს დაანახვებ, მთელი თვის განმავლობაში ფინანსები გარანტირებული გექნებაო? 

– დიახ, ამბობენ და ეს სიმართლეა. თუ ღამით ცაში აიხედეთ და ახალი მთვარე დაინახეთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ჯიბიდან ქაღალდის ფული და დაანახვეთ მას, თან ფული ხელში ატრიალეთ. თუ ოქროს სამკაულები გიკეთიათ, მოიხსენით, დაიჭირეთ ხელში და ისიც აჩვენეთ მთვარეს, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ჩუმად, ხმადაბლა უნდა დაუსტვინოთ. ასეთ დროს ამბობენ, მთვარე სტვენის ხმას გაიგებს, თქვენს ფულსა და ოქროულს დაინახავს, მიხვდება, რასაც სთხოვთ და მალე ერთიორად დაგიბრუნებთო. 

 

скачать dle 11.3