კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოზონოთერაპია ქრონიკული კოლიტის, გასტრიტისა და გასტროდუოდენიტის დროს

„აინო” – ოზონოთერაპიის კლინიკა, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, ¹8/90-ში მდებარეობს, სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე სათანადოდ ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. უამრავი ადამიანი უკავშირდება მათ კლინიკაში, ტელეფონის ნომრებზე: 225 31 39 / 571 25 55 33. ისინი, ვინც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, მედიკამენტურ მკურნალობას, სწორედ ოზონოთერაპიას ამჯობინებს და შედეგიც სახეზეა. დღეს უამრავი მადლიერი ადამიანია, რომლებმაც ამ გზით ჯანმრთელობის პრობლემები მოიგვარეს და თავს ძალიან კარგადაც გრძნობენ. როგორც ამბობენ, ოზონოთერაპია გასტროენტეროლოგიაშიც ძალიან ეფექტურია. ამის გადასამოწმებლად კი „აინო”-ოზონოთერაპიის კლინიკის ექიმს, ქალბატონ ადა მჭედლიძეს გავესაუბრეთ. 

– ქალბატონო ადა, ოზონოთერაპიის სიკეთეზე არაერთხელ გვისაუბრია. უამრავ ადამიანს აინტერესებს, ქრონიკული კოლიტის, გასტრიტისა და გასტროდუოდენიტის  დროს როგორია მისი ეფექტი?

– არასპეციფიკური კოლიტის გამომწვევი ამ დრომდე უცნობია და  მკურნალობა  ძირითადად, სიმპტომატურად ტარდება. ოზონის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების გათვალისწინებით, ოზონოთერაპია ეფექტურია  ქრონიკული კოლიტის მკურნალობისას. სისხლში მოხვედრისთანავე, ოზონი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ნაწლავის კედელში ოზონი ჟანგავს და ორგანიზმიდან გამოდევნის საჭმლის არასრული მონელების პროდუქტებს, ანეიტრალებს მჟავე, ჰიპოქსიურ გარემოს და აღადგენს ნაწლავების ეპითელს.

ოზონი აღადგენს ჰომეოსტაზს – მჟავა-ტუტოვან წონასწორობას ორგანიზმში და აცხრობს ანთებით პროცესს. სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა იმატებს და ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზონოთერაპიას აქვს ზოგადი მასტიმულირებელი ეფექტი,  რაც დადებითად აისახება კოლიტით დაავადებული პაციენტების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. 

– დასაშვებია თუ არა ამ შემთხვევაში, ოზონოთერაპია ხანდაზმულ პაციენტებში?

– ოზონოთერაპია წარმატებით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებშიც, როდესაც კოლიტის ერთ-ერთი მიზეზია პერიტონიუმის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება. 

ოზონი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ჰელიკობაქტერ პილორთან ასოცირებული ქრონიკული გასტრიტებისა და გასტროდუოდენიტების დროს. ოზონი მოქმედებს პათოგენური პროცესის  ყველა რგოლზე. ოზონი არის ანტიბაქტერიული აგენტი და კონტაქტისას უშუალოდ ანადგურებს ნებისმიერ ბაქტერიას, ოზონს ახასიათებს  აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. 

– რას მოიცავს მკურნალობის კურსი?

– სამკურნალო კურსი მოიცავს ოზონირებული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურ ინფუზიას. პაციენტს უტარდება აგრეთვე დიდი აუტოჰემოთერაპია და ის მიირთმევს ოზონირებულ წყალს ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად. თერაპიის დაწყებიდან უკვე მეორე-მესამე დღეს ხდება აუტოინტოქსიკაციისა და ენდოტოქსემიის, აგრეთვე ტკივილისა და დისპეპსიური სინდრომის კუპირება. 

– რატომ უნდა მიანიჭოს ოზონოთერაპიას უპირატესობა ამ შემთხვევაში პაციენტმა?

– ოზონოთერაპიის ერთ-ერთი  უპირატესობა აღნიშნული დაავადებების დროს არის ის, რომ მიიღწევა ხანგრძლივი რემისია შედარებით მოკლე დროში.

 

скачать dle 11.3