კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  ვარ 28 წლის მამაკაცი. მარცხენა ფეხზე, მუხლის ოდნავ ზემოთ უკანა მხარეს, მაქვს ჩალურჯებული კანი და პატარა სიმაგრეები. ასევე, სიმაგრის გარშემო კანი ოდნავ აქერცლილია. სიმაგრეზე ხელის შეხებისას კი მსუბუქ ტკივილებს ვგრძნობ. ზოგჯერ მექავება და ოდნავ  სისხლიც მომდის. რა შეიძლება, იყოს ეს სიმაგრეები?

პასუხი: საინტერესოა, ხომ არ განვითარდა ეს ჩალურჯება რაიმე ტრავმის შემდეგ. თუ ტრავმა არ გქონიათ, საჭიროა, ექიმთან დროული ვიზიტი და დაზიანების კერის დათვალიერება. უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი სისხლის სისტემის შესამოწმებლად. აგრეთვე, უნდა გამოირიცხოს კანის პათოლოგია, ვენების თრომბოზი. ზეპირად ძნელია კონკრეტული დასკვნის გაკეთება. 

კითხვა: ერთი კვირის წინ გადამიბრუნდა ფეხი. ექიმმა მყესები გაქვს დაჭიმულიო და თაბაშირში ჩამისვა. ორი კვირის განმავლობაში ასე გქონდესო. გუშინ მოვიხსენი (კიდევ ერთი კვირა უნდა მკეთებოდა, მაგრამ არ მტკიოდა და სახლიდან უნდა გავსულიყავი) და დიდად დასიებული არ იყო. დღეს დილით გუშინდელთან შედარებით უფრო დასიებულია. არ მტკივა საერთოდ, მაგრამ სიარულის დროს მეჭიმება და კოჭთან ძალიან დასივდა. რა ვქნა? რომ ვიარო, სერიოზულად გავიმიზეზებ?

პასუხი:  კარგი იყო, ექიმის მითითება შეგესრულებინათ. დასიება რამდენიმე დღეში გაგივლით, მანამდე ეცადეთ, დიდხანს ნუ იდგებით ფეხზე. პერიოდულად, ფეხი მაღალზე შემოდეთ და დაასვენეთ. თუ მხოლოდ დაჭიმულობა იყო, ყველაფერი მალე გაივლის.

კითხვა:  რეკომენდებულია თუ არა კალცი D3 ნიკომედის მიღება 65 წლის ასაკში?

პასუხი: ამ ასაკში კალციუმის პრეპარატების მიღება ნამდვილად რეკომენდებულია, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არის რძისა და რძის პროდუქტების სათანადო რაოდენობით გამოყენების ჩვევა. 

კითხვა:  22 წლის ბიჭი მომენტალურად კარგავს ფერს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი:  თუ ბიჭი ზედმეტად ემოციურია, შესაძლოა, ფერის დაკარგვა ამას უკავშირდებოდეს. თუმცა, ყურადღებით იყავით და თუ სხვა საგულისხმო სიმპტომსაც შეამჩნევთ, აუცილებლად გამორიცხეთ სხვა შესაძლო მიზეზებიც, მაგალითად ანემია, გულის პათოლოგია და ასე შემდეგ.

 

скачать dle 11.3