კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იულია ტიმოშენკო – ქარიზმატული ქალი პოლიტიკოსი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი

2011 წლის აგვისტოდან, იულია ტიმოშენკო, პოსტსაბჭოთა სივრცის სავარაუდოდ ყველაზე ქარზიმატული ქალი პოლიტოკოსი და უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დაპატიმრებული იყო და დასავლეთი მას „ვიქტორ იანუკოვიჩის პირად პატიმარს” უწოდებდა. უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე, მისი გათავისუფლება იანუკოვიჩის რეჟიმის რღვევის ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ოდიოზური და ქარიზმატული ქალი პოლიტიკოსის შესახებ გავრცელებული ცნობების გაცნობა.

* გადმოცემის თანახმად, 1980-იანი წლების მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იულია ტიმოშენკო და მისი ქმარი, ალექსანდრ ტიმოშენკო, „პირატული” (არალიცენზირებული) ვიდეოპროდუქციის ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებით იყვნენ დაკავებულები. მათ ვიდეოკასეტების გაქირავებისა და ვიდეოსალონის რამდენიმე ობიექტი ჰქონდათ გახსნილი კიევში, საიდანაც  სოლიდური ფინანსური მოგება ჰქონდათ. ოჯახის თავდაპირველი კაპიტალი, რითაც შემდგომში ტიმოშენკოებმა საკუთარი ენერგობიზნესი ააწყვეს, სწორედ ვიდეოკასეტების გაქირავებით დააგროვეს.

* დაპატიმრებამდე ქალბატონი ტიმოშენკო დიდ ყურადღებას უთმობდა თავის საფირმო ვარცხნილობას. პარიკმახერი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, ყოველდღიურად დადიოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და 40 დოლარად „ლესია უკრაინკას” ნაწნავს უკეთებდა. სხვათა  შორის, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მითქმა-მოთქმა ტიმოშენკოს ვარცხნილობაზე, თითქოს ის არაბუნებრივი იყო. ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს, ინგლისელმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ექსპრემიერ-მინისტრს, ნამდვილი იყო თუ არა მისი ნაწნავი, რაზეც ტიმოშენკომ ჟესტით უპასუხა – მან, უბრალოდ, ნაწნავი გაიშალა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ევრომაიდანზე ინვალიდის ეტლში მჯდარი იულია ტიმოშენკო თავისი საფირმო ვარცხნილობით გამოვიდა ხალხის წინაშე და მიმართა მათ. როგორც ჩანს, ლეგენდარული „ნაწნავი” ისევ დაბრუნდა დიდ პოლიტიკაში.

* იულია ტიმოშენკო ცნობილია, როგორც კარგი მზარეული. ყველაზე მეტად მას ნამდვილი უკრაინული ბორშჩისა და რუსული ბლინების მომზადება უყვარს. ტიმოშენკო მრავალჯერ იყო სტუმრად ტელევიზიებში და კერძების მომზადების თემაზე შექმნილ შოუებში იღებდა მონაწილეობას. უცხოეთში ყოფნისას კი ტიმოშენკო ესპანურ სამზარეულოს ამჯობინებს. მის საყვარელ კერძად კი პაელია ითვლება. კერძი ბრინჯისგან, ზღვის პროდუქტებისგან, ძეხვეულისა და ქათმის ხორცისგან მზადდება. პაელია ფლავის ერთგვარი სახეობაა.

* იულია ტიმოშენკოს ეთნიკურ წარმომავლობაზე უკრაინაში დღემდე ბევრს კამათობენ.  თავად იულია ტიმოშენკო საზოგადოების წინაშე ყოველი გამოსვლის დროს თავის უკრაინულობას უსვამს ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ენა 1999 წელს ისწავლა. დნეპროპეტროვსკში დაბადებულ იულია ტიმოშენკოს, ერთ-ერთი უკრაინული წყაროს ცნობით სომხურ-რუსული წარმომავლობა აქვს. მისი დედის გვარია ტელეგინა, ხოლო მამის – გრიგიანი. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ლაპარაკი ტიმოშენკოს სომხურ წარმომავლობაზე, მაგრამ, ერთ-ერთი გამოსვლის დროს იულიამ აღნიშნა, რომ მის ძარღვებში ლატვიური სისხლი ჩქეფს. საქმე ისაა, რომ, იმ დროს, როდესაც მამამისი პასპორტს იღებდა, საპასპორტო განყოფილების თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა და ლატვიური „გრიგიანისის” ნაცვლად პასპორტში სომხური „გრიგიანი” ჩაწერა. სხვათა შორის, მკვლევრებს გაუჭირდათ „გრიგიანისის” გვარის წარმომადგენლების მოძებნა ლატვიაში. ასეთი გვარის ადამიანები იქ, უბრალოდ, არ ცხოვრობენ, სამაგიეროდ, ბევრი იყო გვარად „გრიგიანსი”. თავად ტიმოშენკო ამტკიცებს, რომ მისი გვარი საკმაოდ გავრცელებულია ლატვიაში და მამამისის გვარში ყველა ლატვიელია, ხოლო თვითონ, გრიგიანისების მეათე თაობის წარმომადგენელია. სომეხ მკვლევრებს განსხვავებული ვერსია აქვთ, კერძოდ, ეთნოგრაფ ლევ აზატიანის მტკიცებით, იულია ტიმოშენკო წარმოშობით მთიანი ყარაბახიდან არის – სწორედ ამ რეგიონში არის გავრცელებული გრიგიანების გვარი. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად, გრიგიანების გვარის წარმომადგენლები ბესარაბიელი ებრაელები ან ბოშები არიან. სულ ბოლო ინფორმაციით კი ცნობილი გახდა, რომ იულია ტიმოშენკოს მამის ნამდვილი გვარი კაპიტელმანი იყო – აბრამ კელმანის ძე კაპიტელმანმა გვარი სტალინის რეპრესიების შიშით შეიცვალა და გრიგიანი გახდა. 

скачать dle 11.3