კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადრიან მუტუ სნუპ დოგის კლიპში

სამირ ნასრის მეგობარი გოგო

„მანჩესტერ სიტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თავისი მეგობარი გოგოს ფოტოები განათავსა. 25 წლის ბრიტანელი მოდელი ანარა ატანესი ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანია. მომღერალი და მოდელი ნახევრად პორტუგალიელი და ნახევრად ესპანელი გახლავთ, თუმცა ინგლისში ცხოვრობს და საქმიანობს. ანარა ჯგუფ „ფანფეირში“ მღეროდა, ხოლო ამჟამად სოლო კარიერით არის დაკავებული. ცნობისთვის, ანარას წარსულში რომანი ჰქონდა „არსენალის“ შვედ ლეგიონერთან, ფრედრიკ იუნგბერგთან. 

 

ადრიან მუტუ სნუპ დოგის კლიპში

სკანდალებით განთქმული რუმინელი ვარსკვლავი ადრიან მუტუ, ცნობილი ამერიკელი რეპერის, სნუპ დოგის ახალ კლიპში გამოჩნდება. ცნობილია, რომ სნუპ დოგი ფეხბურთის მოყვარულია, ის თავად დაუკავშირდა ადრიან მუტუს და  თავის კლიპში შესთავაზა როლი. კოკაინთან დაკავშირებული სკანდალით განთქმული მუტუ ამჟამად რუმინული „პეტროლულის“ ღირსებას იცავს და სნუპ დოგმა უკვე ჩაწერა რუმინული კლუბი თავისი საყვარელი გუნდების ჩამონათვალში.

 

ანდრეი შევჩენკო მამობისთვის ემზადება

დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ანდრეი შევჩენკო მეოთხედ ემზადება მამობისთვის. შევჩენკოს, რომელსაც ზურგს უმაგრებს „მილანში“, „ჩელსიში“, კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრებში გატარებული წარმატებული პერიოდი, სამი ვაჟი ჰყავს: 9 წლის ჯორდანი, 7 წლის კრისტანი და ერთი წლის ალექსანდრი. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უკრაინაში უკვე ხუმრობენ, რომ შევჩენკო დევიდ ბექჰემთან გაჯიბრებას აპირებს, რომელიც ასევე მრავალშვილიანი მამაა.

 

ჩოგბურთელი და გოლფისტი დაოჯახებას აპირებენ

ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი და ცნობილი გოლფისტი რორი მაკილროი ახლო მომავალში დაქორწინებას აპირებენ. ცერემონია სექტემბერში, ნიუ-იორკში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ქორწილზე დაპატიჟებულები იქნებიან სპორტის სამყაროში ცნობილი ადამიანები და, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ ქლინთონი, რომელიც მაკილროის პირადი პარტნიორია გოლფის თამაშის დროს. კაროლინასა და რორის ნიშნობა იანვარში შედგა და საქმრომ საცოლეს მაშინ 120 ათას დოლარად ღირებული ბეჭედი აჩუქა.

скачать dle 11.3