კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაული ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში

სასწაული ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში

„მინდა, გიამბოთ ერთ სასწაულზე, რომელიც ჩემი იქ ყოფნის დროს ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში მოხდა. იმხანად ეკლესიის წინამძღვარი იყო მამა დავით ფიფია. ერთხელ ილორის ტაძარში მოვიდა ერთი ოჯახი და მათ ახლდათ ერთი ქალი, რომელსაც აბრალებდნენ, რომ თავისი მეზობლის ვაჟს უსამართლოდ დასდო ბრალი ქურდობაში. ამის გამო ეს ქალი წმიდა გიორგის ხატზე უნდა გადაეცათ. ქალი მწარედ ტიროდა და თავს იმართლებდა: მე არ მითქვამს  და თუ მართლა ვთქვი ასეთი რამ, მაპატიეთო! – და ცრემლად იღვრებოდა. ამ ხმაურზე ტაძრის წინამძღვარი, მამა დავითი გამოვიდა და უთხრა იმ ოჯახის წევრებს – დედასა და მის ორ ვაჟს: „ხომ ხედავთ, ქალი სინანულშია და აპატიეთ“. ისინი არ ცხრებოდნენ: „არა, ვერ ვაპატიებთ და თუკი ტაძრის კარს არ გაგვიღებ, მაშინ აქვე, კართან მოვკლავთ ამ ქალს“. მამა დავითმა ტაძრის კარი გაუღო მათ და უთხრა: „უფლისგან დაისჯებით, წმიდა გიორგი დაგსჯით, რადგან ეს ქალი სინანულშია და თქვენ მას არ პატიობთ”. ოჯახს თან თხა ჰყავდა მოყვანილი შესაწირად. ტაძარში შევიდნენ – დედა, მისი ორი ვაჟი და ეს საცოდავი ქალი, რომელიც ხატზე უნდა გადაეცათ. და აი, ამ ოჯახის დედამ რისხვა და წყევლა რომ დაიწყო ხატის წინ, უეცრად მიწაზე დაეცა და აგონიაში ჩავარდა. ისე ცუდად შეიქნა, რომ სულთმებრძოლი გახდა. მაშინ მამა დავითმა მიმართა ვაჟებს: „ხომ ხედავთ, რა სასჯელი მოიწიეთ?! ახლა მაინც არ დაიჯერებთ, რომ თუ ადამიანი სინანულშია, არ შეიძლება, მისი დასჯა და უნდა აპატიოთო.” და ის მომაკვდავი ქალბატონი ტაძრიდან გამოასვენეს და სასწრაფოდ ექიმებს მოუხმეს. ექიმებმა ასეთ მდგომარეობაში რომ ნახეს, თქვეს: მას ვერაფერი უშველის, მოკვდებაო. მაშინ მამა დავითმა შენდობის ლოცვის კითხვა დაიწყო და როცა დაასრულა, ეს ქალი უმალ მოსულიერდა. გონს რომ მოვიდა, სინანული გაუჩნდა: „რატომ ვერ მივიღე ამ ქალის სინანული, შევცდი, ასე არ უნდა მოვქცეოდიო. მისი შვილებიც ღრმა სინანულში იყვნენ. შემდეგ ეკლესიას ის ამოყვანილი თხა შესწირეს და ყველანი მშვიდობიანად დაბრუნდნენ შინ.

აი, ასეთია წმიდა გიორგის ძალა. ასეთია მისი მადლი, რომელიც მას უფალმა მიანიჭა. ეს მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქარველოს, ამინ!“

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქადაგებიდან

(2011 წლის მაისი)

 

როგორ დააჩქარა ღირსმა ხარიტონ აღმსარებელმა სკიტის მშენებლობა

ძალიან მინდოდა, სკიტი (განმარტოებულ ბერთა მყუდრო სავანე. სკიტის წესდება საერთო სამონასტრო წესდებისგან განსხვავდება განსაკუთრებული სიმკაცრით) მომეწყო, რის შესახებაც მიტროპოლიტ ფილარეტს მოვახსენე.

მეუფემ მაკურთხა, რომ ამისთვის წყნარი და განმარტოებული ადგილი შემერჩია.

ამ მიზნით ბეთანიაში ჩავედი და გარემოს დათვალიერება დავიწყე. ჩემი მზერა ტყეში ერთ ადგილზე შეჩერდა და, გადავწყვიტე, რომ სწორედ აქ უნდა მომეწყო სკიტი.

ცოტა ხნის შემდეგ ჩემს სენაკში დავწექი და, ჩაძინება ვერც კი მოვასწარი, რომ სინათლე დავინახე; მანტიაში შემოსილი არცთუ მაღალი ბერი მომიახლოვდა და მითხრა:

– სასწრაფოდ დაიწყე იმის მშენებლობა, რაც ჩაიფიქრე; ღვთის კურთხევითა და ნებითაა ეს.

– ვინ ხართ? – ვკითხე მე.

– ეკლესია დღეს მიხსენიებს, – მიპასუხა ბერმა და უხილავი შეიქნა.

28 სექტემბერი იყო ღირსი ხარიტონ აღმსარებლის ხსენების დღე.

მიტროპლიტმა ფილარეტმა არქიმანდრიტ ანტონის ეს მონათხრობი მოისმინა და სკიტის მშენებლობა აკურთხა.

სამი წლის შემდეგ, აღნიშნულ დღეს, მოხდა ხის ტაძრის კურთხევა და მას შემდეგ 28 სექტემბრის წინა დღეს მიძინების ტაძარში ღამისთევის ლოცვა აღესრულება, თვითონ ეს დღე კი სკიტის დაარსების დღედ ითვლება.

скачать dle 11.3